ეს არის რეზოლუციების იარაღად გამოყენება. ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 26 აპრილი 2024, 11:39

ეს არის რეზოლუციების იარაღად გამოყენება. ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაზე საუბრისას მედიასთან განაცხადა.

„ევროპარლამენტარები თავად არიან მმართველ საბჭოში, მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდისა“. ეს ის ფონდია, რომელიც საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზებას აფინანსებს ჩუმად, რომელიც საქართველოში პარტიებს აფინანსებს, მათ ინტერესში არის, რომ ეს ხარჯები დარჩეს დაფარული და ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობა ევროპარლამენტში გამოიყენონ ქართველ ხალხზე თავდასასხმელად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი