შალვა პაპუაშვილი: კონგრესის მხრიდან ფინანსდება ამერიკის დემოკრატიის ფონდი, რომელიც საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს, ამიტომ ჩემი აზრით, ამ წუხილებს სჯობია, რომ იყვნენ გამჭვირვალენი ქართველი ხალხის მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 26 აპრილი 2024, 11:43

კონგრესის მხრიდან ფინანსდება ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი, რომელიც საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს, ამიტომ ჩემი აზრით ამ წუხილებს სჯობია, რომ იყვნენ გამჭვირვალენი ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით კონგრესმენების წერილს ეხებოდა.

„თუ არაფერი აქვთ დასამალი, ეს იქნებოდა გამჭვირვალე. ამ მოწოდებების და ნერვიულობის ნაცვლად გაასაჯაროონ, რატომ მალავენ იმ ფულს, რომელიც შემოედინება საქართველოში და მერე შემთხვევით ვიგებთ, რომ ხმარდება რადიკალურ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი