ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას ჩალის ფასი კი არა, ჩალაძის ფასი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მთავარია სიმართლე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 26 აპრილი 2024, 15:18

ამ ოდიოზური ევროპარლამენტარების უფროსებს ამოძრავებთ ერთ-ერთი მიზანი, რომ რამენაირად ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში იმისათვის, რომ მოახერხონ ხელოვნურად ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებობს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სახალხო ლეგიტიმაცია.

„როგორც ჩანს, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ჩაუფინონ ერთგვარი ნეგატიური ფონი, დააშინო ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა რეზოლუციებს ჩალის ფასი, ახლა ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მთავარია სიმართლე“, - აღნიშნა პრემიერმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს
მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის
დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს
ნეთიუ მილერი - თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს
არქივი