გია აბაშიძე: ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 26 აპრილი 2024, 15:53
ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომლის თქმითაც, ოდიოზური ევროპარლამენტარების უფროსებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რამენაირად ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში იმისათვის, რომ მოახერხონ ხელოვნურად ხელისუფლების შეცვლა და რომ „ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს, რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე“. 


ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ აგენტოკრატიამ იმდენი მოახერხა, რომ საქართველოში "ევროპარლამენტარი" და "NGO" სალანძღავ ტერმინებად აქცია. მისივე თქმით, ევროპარლამენტშიც ჰყავთ კრებსითი ხაბეიშვილები, წითლიძები, ჭიჭე ვაშაძეები და ევრომანდატიანი მსგავსი სხვა ტრაგიკომიკური ფიგურები.

„აგენტოკრატიამ იმდენი მოახერხა, რომ საქართველოში "ევროპარლამენტარი" და "NGO" სალანძღავ ტერმინებად აქცია, რუსული პროპაგანდა კი ამ დროს ისვენებს.
თუმცა, ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით. 
ნურავინ შევა შეცდომაში, რომ ევროპარლამენტში ინტელექტუალები დომინირებენ - იქაც ჰყავთ კრებსითი ხაბეიშვილები, წითლიძები, ჭიჭე ვაშაძეები და ევრომანდატიანი მსგავსი სხვა ტრაგიკომიკური ფიგურები“, - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს
მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის
დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს
ნეთიუ მილერი - თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს
არქივი