New York Post: აშშ-ის უნივერსიტეტებში ანტისემიტური საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს ჯორჯ სოროსის ოჯახი აფინანსებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 27 აპრილი 2024, 11:04
ჰარვარდის, იელის, ბერკლის, ოჰაიოს და სხვა უნივერსიტეტებში ანტისემიტური საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს ჯორჯ სოროსის ოჯახი აფინანსებს. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უნივერსიტეტებში პროტესტების უკან ორგანიზაცია „სტუდენტები პალესტინაში სამართლიანობისთვის“ ფილიალები დგანან, რომლებსაც პირდაპირ და ირიბად სოროსის ფონდის „საქველმოქმედო ორგანიზაციები“, ასევე ძმები როკფელერების ფონდი და ბანკირი ფელის გელმანი აფინანსებენ.

გელმანი და სოროსების ოჯახი ასევე აფინანსებენ ორგანიზაციებს „ებრაული ხმა მშვიდობისთვის“ და „ჩვენს სიცოცხლეში“, რომლებიც ასევე აქტიურად მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში.

აქციების სულ მცირე სამი ორგანიზატორი - მალაკ აფანე (ბერკლი), კრეიგ ბირკჰედ-მორტონი (იელი) და ნიდაა ლაფი (ტეხას-დალასის უნივერსიტეტი) ფინანსდებიან ორგანიზაციიდან „ამერიკული კამპანია პალესტინელთა უფლებებისთვის“. ამ ორგანიზაციის სტიპენდიატები იღებენ 2800-დან 7800 დოლარამდე იმაში, რომ მოაწყონ კამპანიები აშშ-სა და ისრაელს შორის კავშირების გაწყვეტის მოთხოვნით.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი