სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ რთულია, არამედ გზა არ არსებობს და ამ სიტყვების თქმა ტკივილს მაყენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 15 მაისი 2024, 20:09

ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს , - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“შემიძლია ვთქვა, რომ მომზადებულები ვიყავით მიღებული ინფორმაციით, მაგრამ ახლა უფრო კონკრეტული მესიჯი გვაქვს არა მხოლოდ სახლში დასაბრუნებლად, არამედ მათთვისაც, ვინ უფრო დიდი გაერთიანებების, მაგალითად ევროკავშირის ინსტიტუტების ნაწილი არიან. ანუ წავიღოთ აქ მიღებული ინფორმაცია ბრიუსელში, ჩვენს კოლეგებთან, ასევე ნატოშიც, ვინაიდან, ჩვენი კოლოგები იქ ნამდვილად დაინტერესებულები არიან იმით, თუ რა ხდება აქ.

ასე რომ, ვფიქრობ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ არსებობს. პირველ რიგში, აქ ხალხის მხარდაჭერის ძალიან ნათელი მესიჯით ჩამოვედით. საქართველოს მოსახლეობის 86%-მა, რომელსაც სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, უნდა გაიგოს, რომ ევროკავშირი მათთან არის. ეს იყო ერთი მესიჯი.

მეორე [მესიჯი] მთავრობისადმი არის: ჩვენ არ ვტყვიდებით, რომ კანონი, რომელიც ჯერ კიდევ მიიღება, მიუხედავად იმისა, რომ მესამე მოსმენა გაიარა და ახლა პრეზიდენტის ვეტოს ველით - არ ვტყუვდებით, რომ ამ კანონს რამე კავშირი აქვს გამჭვირვალობასთან, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფორმით წარმოაჩენენ.

ჩვენს ქვეყნებში კოლეგებისთვის ყოველთვის ნათელია, თუ რატომ ეძახის სამოქალაქო საზოგადოების ამდენი წარმოამდგენელი მას „რუსულ კანონს“, მაგრამ დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება სამოქალაქო ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. ეს კანონი შეიძლება იქნას გამოყენებული ამ ინსტიტუტების გასაჩუმებლად და ეძინააღმდეგება დემოკრატიის ყველაზე საბაზისო, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი დგას.

ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენნაირი ქვეყნები - ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია - ჩვენ შეიძლება ევროკავშირში შევსულიყავით ისეთი კანონები რომ გვქონოდა, რომლებიც ახლა საქართველოში განიხილება. ასე რომ, ჩვენი მესიჯი ძალიან ნათელია: ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს, და ამ სიტყვების თქმა ტკივილს მაყენებს, მაგრამ ეს უნდა ითქვას.

იმედი მაქვს, რომ მთავრობამ მესიჯი გაიგო. ჯერ კიდევ აქვთ შანსი უბრალოდ გაუშვან ეს კანონი იმავენაირად, როგორც ეს 2023 წელს ქნეს, პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ. მერე დასხდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად, ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად, და ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწევისთვის,” - განაცხადა ლანდსბერგისმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სენატორი მარკო რუბიო პარიზის ოლიმპიადაზე: მთელი ფული დახარჯეს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პარიზში მასპინძლობისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ საფრანგეთი შერცხვენილიყო თამაშების გახსნის ფრიკ [უცნაური] შოუთი?
წყნეთში დადიანისა და ევროპის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საქართველოს საჯარო უნივერსიტეტების სტუდენტური კლუბების წევრებს შეხვდა
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
გიორგი კალანდარიშვილი: არარსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ისეთი მოლოდინების შექმნა, თითქოს არჩევნები არის მანიპულირებადი, მაშინ, როდესაც ინსტიტუცია აკეთებს ყველაფერს, რომ ამისთვის სივრცე არ დარჩეს
არქივი