სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 22 მაისი 2024, 13:45
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე და ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რეგიონის წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო გარემოს.

მარიამ ლაშხის თქმით, წელს, მთელ მსოფლიოში მიმდინარე და დაგეგმილ 100-მდე არჩევნებში მთავარი გამოწვევა არის დეზინფორმაცია.

საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და ამ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა.

„დისკუსია გვქონდა და განმარტებები გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გახდა საჭირო აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს 25 000 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც არსებული კანონმდებლობით, არ აქვთ გამჭვირვალობის ვალდებულება. სამწუხაროა, რომ კანონის ირგვლივ არ არსებობს ჯანსაღი, ლეგიტიმური და შინაარსობრივი განხილვა, როგორც ოპოზიციის ასევე, სამოქალაქო სექტორის მხრიდან. ისინი არ შემოდიან შინაარსობრივ განხილვაში, რაც ასევე, პრეზიდენტის ვეტოდანაც ჩანს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი: ამ ქვეყანაში ღირსების გარანტორები ვართ - ჩვენმა პატრიოტმა მოსახლეობამ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯებით პირველად იგრძნო ქვეყნის სუვერენიტეტი
თინა ბოკუჩავა - „დემოკრატიის ფესტივალის“ წალენჯიხაში ჩატარება სიმბოლურია მაშინ, როცა ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, ხალხთან ვართ და ვმსჯელობთ, როგორ გადავარჩინოთ დემოკრატია, ევროატლანტიკური კურსი
ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) ახალი საბურველის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება
გურჯაანში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილე პედაგოგების წარდგენის საზეიმო ღონისძიება გაიმართა
„ოცნების ქალაქში“ 582 ოჯახის შესახლების პროცესი დაიწყო
არქივი