სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ნინო წილოსანი: ვენეციის კომისიის დასკვნა ნაკლებად მოიცავს იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რომელზე დაყრდნობითაც მზად ვიყავით სამართლებრივ დისკუსიაში შევსულიყავით და კანონი კიდევ უფრო უკეთესი გაგვეხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 22 მაისი 2024, 14:24

ნინო წილოსანი გამჭვირვალობის კანონის თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნას აფასებენ.​ პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ემსახურება პოლიტიკური დაძაბულობის უფრო მეტ ხარისხში გადაყვანას.

„ვენეციის კომისიის დასკვნა ნაკლებად მოიცავს იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რომელზე დაყრდნობითაც მზად ვიყავით სამართლებრივ დისკუსიაში შევსულიყავით და კანონი კიდევ უფრო უკეთესი გაგვეხადა. სამწუხაროდ მივიღეთ ის, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დირექტივა, რომ კანონი გაუქმდეს, კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში არის რიგი უზუსტობებისა. რომ, აქციის დროს გამოყენებული ძალა არ იყო პროპორციული და თითქოს აქცია იყო მშვიდობიანი. ვენეციის კომისია, რომელიც გვეუბნება, რომ თურმე არასამთავრობოს გამჭვირვალობა არ უნდა მოვთხოვოთ, პირდაპირ წინააღმდეგობაშია წინა, სხვა ევროპული ინსტიტუციების გადაწყვეტილებებთან და ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეიბს
არქივი