ტაბახმელაში სპორტული კომპლექსი აშენდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 22 მაისი 2024, 15:04

მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თრიალეთის ქ. N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერის განცხადებით, სპორტულ ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია სასტუმროც, ვარჯიშის პერიოდში გუნდების განთავსების მიზნით.

„მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება. ეს არის სპორტული კომპლექსი. ამ პროექტის ფარგლებში ერთი სრულყოფილი საფეხბურთო მოედანი, საკალათბურთო მოედანი, ასევე პადელის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. გარდა ამისა, აქ 45 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო განთავსდება, სადაც შესაძლებელი იქნება სავარჯიშო პერიოდის გატარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდებისთვის. პროექტი 2025 წლისთვის დასრულდება და მის განსახორციელებლად დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მოედნები საერთაშორისო სტანდარტით მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს 230 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, ტექნიკურ შენობის და საპარკინგე სივრცის მშენებლობას. სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი მიქანაძე: საქართველოს დელეგაციამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ მტკიცებულებებზე
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - მაქვს რწმენა, ჩვენს ხალხებს შორის საერთო ინტერესებზე დამყარებული სტრატეგიული ურთიერთობები უფრო განმტკიცდება
დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოში ლატვიის საელჩო - შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
26 მაისთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გაიმართა
არქივი