სერბეთში ძლიერი ქარის, სეტყვისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 22 მაისი 2024, 15:13
სერბეთში ძლიერი ქარის, სეტყვისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ხე ერთ-ერთ მანქანას დაეცა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის განცხადებით, შემთხვევა ქალაქ სომბორში მოხდა, მაშველებს კი ტერიტორიიდან რამდენიმე ადამიანის ევაკუაციაც მოუწიათ.

სერბეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ნოვი პაზარში ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, წყალდიდობის შედეგად რამდენიმე რაიონი დატბორა. ძლიერი წვიმა სეტყვასთან და წყალდიდობასთან ერთად დაფიქსირდა რამდენიმე სხვა რაიონშიც, მათ შორის სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეთრი სახლი: ისრაელმა ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლების თაობაზე აშშ-ს აცნობა
ირაკლი კირცხალია ჩეხეთის პარლამენტის რეზოლუციაზე: ჩეხეთის საელჩო გვეუბნება, რომ თურმე, ჩეხეთში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, დიპლომატიური მისია არ წარმოადგენს ჩეხეთის პარლამენტს - ასეთ უტიფრობას, თავხედურ მიდგომებს ვხედავთ
ზელენსკი: ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაში პუტინის დაგვიანებული პასუხი იმის აშკარა მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ომს ახანგრძლივებს
დონალდ ტრამპი - სი ძინპინი აშშ-ში ჩამოვა, არც თუ ისე შორეულ მომავალში
ისეთი ფონდების დაყადაღება, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს აფინანსებენ, სახელმწიფოსგან სრულიად ლეგიტიმურია
არქივი