რამდენი საპატიო მოქალაქე ჰყავს თბილისს, ვინ არიან ისინი და რა დამსახურებისთვის მიიღეს ეს წოდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
376 05 ოქტომბერი 2019, 12:56

დღეს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და გალაკონცერტი - „მე ვარ თბილისი“. ღონისძიებაზე სახელოვანი წინაპრების პარალელურად, წარსდგება ახალი თაობა, როგორც დედაქალაქის წინსვლისა და უკეთესი მომავლის საწინდარი.

ცნობისთვის: წელს საპატიო თბილისელის წოდების მინიჭების  35-ე  ცერემონია გაიმართება.  პირველად ის, 1979 წლის 26 ოქტომბერს შედგა. საპატიო თბილისელის სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თბილისისა და ქვეყნის წინსვლაში. 

პირველი საპატიო თბილისელები არიან:

ლადო გუდიაშვილი — მხატვარი;

აკაკი შანიძე — ენათმეცნიერი;

შუშანა ჩიქოვანი — საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი;

კონსტანტინე ილურიძე — ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი, სოციალისტური შრომის გმირი.

1979 წლიდან საპატიო თბილისელის სტატუსი მიიღო 300-მდე ადამიანმა. ძირითადად, სპორტსმენებმა, მწერლებმა, მოცეკვავეებმა, მსხაიობებმა, რეჟისორებმა, მხატვრებმა - ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. ზოგადად, თავის პროფესიაში და ქვეყანაში ცნობილმა ადამიანებმა, რომლებიც არა ერთი ჩინისა და სტატუსის მფლობელები არიან. 

საპატიო თბილისელის სტატუსი ენიჭება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქსაც, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თბილისისა და საქართველოს განვითარებაში. თბილისის საპატიო მოქალაქეა ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულტან ნაზარბაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი ასკარ აკაევი, სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერი ანატოლი სობჩაკი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ, საბერძნეთის პრეზიდენტი კონსტანტინოს სტეფანოპულოსი, ნანტის მერი მერი ჟენ მარკ ერო, ზაარბრუკენის მერი კარლ ლაუფცი, ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

საპატიო თბილისელთა შორის შეხვდებით  გერმანელი მეწარმესა და მეცენატს კლაუს ჰიპის,  შვეიცარელ იუვილერს ჟილბერ ალბერის, ინგლისელ ფიზიოლოგს ჰენრი პარის და აზერბაიჯანელი მეწარმეს, თბილისის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის, "დირსის" ინვესტორ   შახინ პრიფ ოღლი მოვსუმოვს.

საპატიო თბილისელია იოვანა - ბერძენი მომღერალი, "თბილისოს" განუმეორებელი შემსრულებელი. 

საპატიო თბილისელთა შორის ძალზე ცოტა, სულ 10-მდე ის ადამიანია ამ სტატუსით დაჯილდოებული,  რომლებიც ყოველდღიურად, ფიზიკურად შრომობენ თბილისის განვითარებისთვის, უვლიან, ასუფთავებენ, ალამაზებენ დედაქალაქს და, ამიტომაცაა, მათი  შრომა დასაფასებელი. 1979 წლიდან 1995 წლამდე საპატიო თბილისელის სტატუსი მიენიჭა 9 ადამიანს, მათ შორის, მუშას, ხელოსანს, მღოლს, მემანქანეს.  

საპატიო მოქალაქეთა შორისაა მრავალშვილიანი დედა მანანა აბრამიშვილი-ფეტვიაშვილი და არღნის ოსტატი იაკობ ქიტესოვი. 

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი