ცესკო-ს თავმჯდომარემ სახალხო დამცველთან არჩევნების უსაფრთხოების საკითხი განიხილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
212 19 ოქტომბერი 2020, 17:31
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პანდემიის პირობებში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველი მიმდინარე საარჩევნო პროცესებითა და პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებით, არჩევნების დღისთვის მიღებული უსაფრთხოების რეგულაციებით დაინტერესდა.

ცესკოს ინფორმაციით, თამარ ჟვანიამ დეტალურად ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის შესახებ და აღნიშნა, რომ შესაბამისი დადგენილება ცესკომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა.

მისივე თქმით, ასევე ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, უკვე შემუშავებულია დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს არჩევნებში მონაწილეობა, საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით მიიღონ.

„ყველა იმ კატეგორიის ამომრჩევლებს, რომლებიც არიან კოვიდინფიცირებული, კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში, ჩვენი შეთავაზებით ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი კონსტიტუციური უფლება განახორციელონ. ამავდროულად, შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების იმ ზომებზე, რომელიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროა ქვეყანაში. ცესკოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოების კუთხით იყო დადებითად შეფასებული და ჩვენ, ცხადია, ყველა უწყებასთან ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ უსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ და დაცული იყოს როგორც ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისე მოქალაქეების უფლებები იყოს მაქსიმალურად რეალიზებული“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟვანიამ.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის მიიჩნებს, რომ პანდემიის მიუხედავად, ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება ხმა მისცეს არჩევნებში.

„როგორც ვხედავ ტექნიკურად და რეგულირების თვალსაზრისით ყველაფერი მზად არის. იმედი მაქვს, რომ არჩევნების დღეს, ყველა, როგორც კომისიის წევრები და დამკვირვებლები, ისე ამომრჩევლები, დაიცავენ უსაფრთხოების ზომებს. თუ ყველა დავიცავთ იმ წესებს, რაც იმოქმედებს, რა თქმა უნდა, არჩევნების დღეს ინფექციის გავრცელების რისკები იქნება ნაკლები. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზეც გაიწერება პროცედურები, რაც მისცემს საშუალებას ყველა პირს, მიუხედავად იმისა არის თუ არა კოვიდინფიცირებული, იმყოფება სტაციონარულ დაწესებულებაში თუ თვითიზოლაციაში, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. პანდემიის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება ხმა მისცეს არჩევნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყო საფრთხე რომ შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მე მრჩება განცდა, რომ ცესკო აკეთებს ყველაფერს, რომ არცერთი მოქალაქის ხმა არ დაიკარგოს არჩევნებზე“,- განაცხადა ლომჯარიამ.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას ასევე ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ესწრებოდნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
გია ვოლსკი - არის ერთი კონკრეტული პარტია და ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა უცნაურ, მაზოხისტურ განწყობაზე, ადამიანს უხარია, როდესაც მისი სიტყვით ხორციელდება დესტრუქციული პროცესები
არქივი