"რაც მეტი ამომრჩეველი მოვა, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“, - ირაკლი კობ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
588 31 ოქტომბერი 2020, 16:48
რაც მეტი ამომრჩეველი მოვა დღეს არჩევნებზე, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" ოფისში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართულ ოცნებას 100 დეპუტატი ეყოლება მომავალ პარლამენტში, თუმცა, მათ აქვთ სხვა ამოცანაც.

„კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩვენს ამომრჩეველს, რომ თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი. ერთია, რომ ჩვენ დამაჯერებლად ავიღებთ აბსოლუტურ უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში, 100- მდე ხმა არის აბსოლუტურად რეალური, მაგრამ მეორე ამოცანაც გვაქვს ჩვენ - ჩვენს საზოგადოებას არ მოსწონს ის, რომ კრიმინალები ჯერ კიდევ არიან პარლამენტში. რაც მეტი ამომრჩეველი მოვა დღეს არჩევნებზე, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე და ა.შ. იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“. რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით ნაკლები „ზონდერნაციონალი“ შევა საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ,"- განაცხადა კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი შეკითხვაზე - ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა, თემა ამოიწურებოდა, ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
არქივი