გიგა ბოკერია - ოპოზიციის შეხვედრები და სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება მიღწეული ახალი არჩევნები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1004 21 ნოემბერი 2020, 17:30

„ევროპული საქართველოსა“ და ჩვენი პარტნიორებისთვის დათმობა შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები, -ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ჩვენ უკვე ვთქვით, რა არის დათმობის ზღვარი – ეს არის ხელახალი არჩევნები, დათმობა შეიძლება იყოს „ევროპული საქართველოსა“ და ჩვენი პარტნიორებისთვის ვადამდელი არჩევნები. ამ ქოლგის ქვეშ არის მოთხოვნების მთელი წყება, რა უნდა შეიცვალოს; ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე, მარტო ცესკო-ს თავმჯდომარე არა, მთელი სტრუქტურის შეცვლაა საჭირო, რომ შემცირდეს რისკები, რათა ნორმალური იყოს ის ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი კობახიძის დღებნადელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიცრუეა, თითქოს ოპოზიციამ 2016 წელსაც ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს.

„კიდევ ერთი უტიფარი სიცრუეა, რაც კობახიძემ თქვა, ეს პირველად არ ხდებაო, წინა საპარლამენტო არჩევნებზეც, 2016 წელს არ მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციამო. ეს იყო სიცრუე, ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღო ყველა მეორე ტურში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ცუდი არჩევნები, ბინძური არასამართლიანი და არათანაბარი პოლიტიკური თამაშის წესებით“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, გაგრძელდება აქციები და ოპოზიციის შეხვედრები.

„გაგრძელდება ოპოზიციის შეხვედრები, სამოქალაქო პროტესტიც სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა ინტენსივობით, ვიდრე არ იქნება მიღწეული ეს ამოცანა – ახალი არჩევნები. აქციები აუცილებელია. ეს არის ყველაზე ბუნებრივი გამოვლინება საზოგადოების მხრიდან ამ სამარცხვინო თამაშის წესების მიუღებლობის, რასაც ივანიშვილი თავს გვახვევს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
ეუთო/ოდირმა თავისი დასკვნით თქვა, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელთანაც ითანამშრომლებს კანონმდებლობის დახვეწის მიზნით
ბიზნესმენი დიმიტრი ადამია: არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად, შესაბამისად, ქვეყნის განვითარება და შენება გაგრძელდება - ყველანი შევალთ ევროპაში ღირსებით
გიორგი კალანდარიშვილი: კენჭისყრის პროცესი დასრულებულია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საარჩევნო კოლეგიის წევრებს მონაწილეობისთვის, აქტიურობისთვის
ნათია იოსელიანი: 11:30 საათისთვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, არჩევნები შედგა
არქივი