ეკა ბესელია - პლებისციტის ჩატარება აბსოლუტური ფიქციაა და არასერიოზულია, ეს არის დროის გაყვანის მცდელობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
985 05 დეკემბერი 2020, 15:30

ყველას, ვინც არის ამ პროცესის მონაწილე უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციას ახლა რამე ტიპის მორალური კომპრომისის და უკან დახევის უფლება არ აქვს. ამის გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ნერვების ომია, იოლი არ არის, – ამის შესახებ „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა პლებისციტზე საუბარი არასერიოზულობაა, რომლითაც „ქართული ოცნება“ დროის გაყვანას ცდილობს.

„მეც გამომიცდია ჩემს თავზე 2008 წელს, როცა მანდატზე უარი ვთქვი. ვიცი რთულია, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილებას იღებ, საჯარო ინტერესი პირად ინტერესზე მაღლა უნდა დადგეს. არ მინდა რომელიმე მათგანში ეს სისუსტე დავინახო, რადგან ასეთი სისუსტის გამოჩენა რამე მიზეზით, მათ შორის სრულიად აბსურდული არგუმენტით, რომელიც არის პლებისციტის ჩატარება და გამოკითხვის ჩატარება, რაც აბსოლუტური ფიქციაა, აბსოლუტურად არასერიოზულია. ეს არის დროის გაყვანის და იმ ხაფანგში შესვლის მცდელობა, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ სთავაზობს იმ ადამიანებს, ვისთანაც ალბათ,  მცდელობა აქვს მოლაპარაკების და გადაბირების. ხელისუფლება იძულებული იქნება უკან დაიხიოს. ის აუცილებლად დაიხევს უკან, როგორც კი ვერ დაინახავს იმ სუსტ ადგილებს, რომელსაც ეძებს ოპოზიციის შიგნით“, – განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ შვიდი პარტიის წინადადებების პაკეტში, ორი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ბესელია აცხადებს, აღნიშნულის შესახებ კითხები მასაც აქვს.

„რა პუნქტები გაიგზავნა, რომელიც რამე კომპრომისულ და გარიგების შინაარსს ტოვებს, არ ვიცი და მეც დავსვამდი ამ კითხვას. თუ რამე ისეთი დაემატა, რაც არ იყო ჩვენთვის ცნობილი, უნდა გვითხრან. ჩემთვისაც ძალიან უცნაური იყო ეს განცხადება. ალბათ, ირმას ჰქონდა ამის საფუძველი ასეთი რამ რომ თქვა. ამიტომ, მეც მინდა ამის გარკვევა და ვიკითხავ. არც ერთი ისეთი პუნქტი არ უნდა დაემატოს, რომელიც დატოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის თამაში მმართველ პარტიასთან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება
ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტს კიდევ უფრო ამაღლებს
რეიტინგი გვაქვს 60 %, ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ამ მიზნის შესასრულებლად
ამომრჩეველს მოვუწოდებთ, რომ მოგვცენ საკონსტიტუციო დონის ლეგიტიმაცია, მეტი დამოუკიდებლობის, მეტად გარანტირებული მშვიდობის, მეტი კეთილდღეობის, ეროვნული ღირსების და ტრადიციების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისათვის
ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი, ვისაც ირჩევთ თქვენ და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ
არქივი