სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
გია ვოლსკი - უკეთესია, რომ სტრატეგიული საკითხები ოპონირების რეჟიმში იყოს განხილული, თუ ასე არ იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა არ უნდა აიღოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
731 05 დეკემბერი 2020, 17:37

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უკეთესია, რომ პარლამენტში სტრატეგიული საკითხები ოპონირების რეჟიმში იყოს განხილული, თუმცა თუ ასე არ იქნება, ეს არ არის პასუხისმგებლობა, რომელიც თავის თავზე მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს.

„ვფიქრობ, ერთპარტიული არ ყოფილა ახლა პარლამენტი, მაგრამ მთავარია ასეთი აგრესიული, გააფთრებული, მებრძოლი და სტაბილურობის წინააღმდეგ პოლიტიკური პარტიის გარეშე გავატარეთ ერთი წელი.

საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული მიმართულებები დაიგეგმოს „კოვიდთან“ საბრძოლველად, ეკონომიკისა და ხალხის გადასარჩენად და სრული მისადაგება მოხდეს ამ სტრატეგიისა იმ ბიუჯეტთან, რომელიც აუცილებლად უნდა დავამტკიცოთ. ასე რომ, მუშაობას შევუდგებით და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემები გვაქვს განსახილველი. რასაკვირველია, სჯობს რომ ეს პოლემიკის ფონზე ხდებოდეს. იქნეა ეს სოფლის მეურნეობის დაგეგმვა, ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი ვითარების გაჯანსაღება, გაუმჯობესება, გაძლიერება თუ ეკონომიკური სხვადასხვა მიმართულებები. ეს საკითხები რასაკვირველია უკეთესია, რომ ოპონირების რეჟიმში განხილული, თუ ასე არ იქნება, ეს არ არის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა აიღოს თავის თავზე მმართველმა გუნდმა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი