სტატიები
„ექვსწევრიანი პლატფორმა“: რას გვთავაზობენ მოსკოვი და ანკარა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
985 15 დეკემბერი 2020, 18:29

ბაქოში გაიმართა „გამარჯვებულთა აღლუმი“ თურქეთის და აზერბაიჯანის არმიათა მონაწილეობით. ამით ხაზი გაესვა არა მხოლოდ ორი ქვეყნის მოკავშირეობას დოქტრინით „ორი სახელმწიფო ერთი ნაცია“, არამედ იმ უეჭველ გარემოებას, რომ სწორედ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეიტანეს გადამწყვეტი წვლილი „სომხეთის არმიად“ წოდებული რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფის პირწმინდად  განადგურებაში. 

აღლუმს ესწრებოდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი. ჩაატარეს სომხური ნაალაფევი სამხედრო ტექნიკა. მოკლედ....მხოლოდ ის აკლდა ამ სანახაობას, ყელზე საბელ გამობმული სომეხი ტყვეები რომ გამოუყვანათ კიდევ - როგორც რომაელ იმპერატორთა წინაშე.

ერდოღანი აღარც მალავს, რომ კასპიის ზღვაზე გაჭრა მისი ქვეყნის უდიდესი გამარჯვება და ახალი იმპერიული წესრიგის საფუძველი ხდება. მართლაც, იმ ძლევამოსილი 45 დღიანი ომის უმთავრესი გეოპოლიტიკური შედეგი არა აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიათა 80% განთავისუფლება, არამედ ერევანისა და მოსკოვის იძულებაა, დათანხმებოდნენ აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახჭევანს შორის დერეფნის „გაჭრას“. თანაც ლაჩინის დერეფანზე მისი ფუნქციონირების „მიბმით“. ანუ თუ სომხეთი და რუსეთი არ უზრუნველჰყოფენ პირველი დერეფნის ფუნქციონირებას, არ იმუსავებს არც მეორე.

საქართველოს სამი ორიენტაცია შეიძლება ჰქონდეს: პროუკრაინული, პროთურქული და პრორუსული
მიხეილ სააკაშვილი
გაქცეული მესამე პრეზიდენტი

1992 წელს, სახელმწიფო დეპარტამენტთან დაახლოებულმა ამერიკელმა ანალიტიკოსმა პოლ გობლმა გამოაქვეყნა პროექტი, რომლითაც უნდა მომხდარიყო ტერიტორიების გაცვლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის: მეღრის დერეფანი ნახჭევანისკენ - ყარაბაღის ნაცვლად. მაგრამ იმდროინდელი გამარჯვების ტკბილ ეიფორიაში მყოფმა ერევანმა ამაზე, რასაკვირველია, უარი თქვა. თანაც ამით ირანთან საზღვარს კარგავდა რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო მოსკოვისთვისაც.

დღეს „გობლის გეგმა“ ახალ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაში ხორციელდება, რაც ბევრად ხელსაყრელია სწორედ თურქეთისა და აზერბაიჯანისათვის. კასპიის ზღვაზე თურქეთი არასდროს ყოფილა. არც ერთ ისტორიულ ეპოქაში. დღეს უკვე არის და ზუსტად ეს გეოპოლიტიკური გარემოება უქმნის საფუძველს ერდოღანს, „თამაშის წესები“ უკარნახოს სამ სხვა დიდ რეგიონულ მოთამაშეს: რუსეთს და ირანს.

ამის მაჩვენებელია პრეზიდენტ ერდოღანის ინიციატოვა „ექვსწევრიანი პლატფორმის“ შესახებ: თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო. 

ეს პლატფორმა იმას ნიშნავს, რომ ანკარა - მოსკოვს სთავაზობს გავლენის „გაყოფას“ (პირველად 200 წლის მანძილზე) სამხრეთ კავკასიაში

ეს ჯერ მხოლოდ „ჩარჩოა“, მაგრამ ძალიან საინტერესო  არგუმენტაციით. „არსებობს რადენიმე ღერძი: აზერბაიჯანი - თურქეთი -  საქართველო; ირანი - სომხეთი - რუსეთი. გავაერთიანოთ ეს ხაზები!“

რეალურად, თუ დიპლომატიურ რიტორიკასა და პოლიტესს არ მივაქცევთ იმაზე მეტ ყურადღებას, ვიდრე იმსახურებენ, ეს პლატფორმა იმას ნიშნავს, რომ ანკარა - მოსკოვს სთავაზობს გავლენის „გაყოფას“ (პირველად 200 წლის მანძილზე) სამხრეთ კავკასიაში. ისე, რომ საქართველომ „იბრუნოს“ ამ ორბიტაზე და ამ გზით შეინარჩუნოს წონასწორობა. ესე იგი, ყველა კარდინალური საკითხი მოსკოვსა და ანკარას შორის კონსულტაციით და „ძალთა თანაფარდობით“ გადაწყდეს. იქნება ეს სამხედრო-სტრატეგიული თუ ეკონომიკური საკითხები. მით უმეტეს აფხაზეთი და ცხინვალი. 


მოსკოვი ამ პროექტს სიხარულით და ნებით არ დათანხმდება რასაკვირველია, თუმცა მთავარი ჩვენთვის ისაა, რომ სხვა გამოსავალი შესაძლოა არც გვქონდეს: ერთ-ერთ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ისტორიული ფრაზა გააჟღერა: „საქართველოს, სინამდვილეში, მხოლოდ სამი ორიენტაცია შეიძლება ჰქონდეს: პროუკრაინული (???!!! - დ.გ) პროთურქული და პრორუსული. სხვა ყველა შორსაა“.
„სხვა ყველა შორსაა“.

ჰოდა თუ ისინი, ვინც, მესამე პრეზიდენტის აზრით „შორსაა“, დროულად არ გამოიბერტყავენ ყურს და არ აიტკივებენ ტავს, მაშინ თუკი ჩვენს რეგიონში რაიმე დასჭირდებათ (ირანთან მიმართებაში, მაგალითად), ანკარასთან და მოსკოვთან მოუწევთ „დალაგება“, რასაც ნამდვილად ვერ შეძლებენ

დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი. ისტორიკოსი. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი