გვარამია დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ ტერაქტი იგეგმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
490 06 აგვისტო 2021, 21:22
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვა მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს უკავშირდებოდა.

გვარამია დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკისრება.

„ნამდვილად არ უკავშირდებოდა კრებსებს, დღეს გამოკითხვა შეწყდა, ხვალ გაგრძელდება 16:00 საათზე. საკითხი ეხებოდა ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და რაზეც ხვალაც გაგრძელდება. მე მეტის გამხელა უბრალოდ არ შემიძლია, ამ ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლი მეტი ვილაპარაკო. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იმდენად შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი, რამდენადაც დაშინების მცდელობა, ან პროვოკაცია რაღაც სახის. ეს გამოჩნდება, თუმცა, გასაგებია, რომ გამოძიების პასუხისმგებლობაა და მათ შორის ჩემ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ამ შენობაში მყოფ ადამიანებზეა“, - განაცხადა გვარამიამ.

თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უწყებაში მისვლა გვარამიამ თავად გადაწყვიტა, თუმცა, რა საკითხზე მოხდა მისი გამოკითხვა, არ აკონკრეტებენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი