სტატიები
არც ომი, არც მშვიდობა - რას სთავაზობს ტრამპი თეირანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1043 08 იანვარი 2020, 21:51
ისტორია დასრულებულია, მის ლიკვიდაციას მომავალში კონფლიქტი აღარ მოჰყვება, ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთის ექსპერტებმა პროცესზე დაკვირვების შემდეგ განაცხადეს. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის თავდასხმებისა და მუქარანარევი განცხადებების გაცვლის შემდეგ ირანელი გენერლის მკვლელობას წერტილი დაესვა. 
ტრამპს სამხედრო რეაგირებაზე არაფერი უთქვამს.

ერაყში ამერიკული ბაზების დაბომბვიდან 16 საათის შემდეგ დონალდ ტრამპმა პირველი კომენტარი გააკეთა. ამერიკის პრეზიდენტმა ომის გამოცხადებისგან თავი შეიკავა, თუმცა, არც ირანისთვის არც მშვიდობა შეუთავაზებია. 

”ირანი უკან იხევს. ეს კარგი ამბავია მთელი მსოფლიოსთვის”, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ სამშაბათს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად, არც ერთი ამერიკელი ან ერაყელი არ დაღუპულა, აშშ-ს ბაზების კი მინიმალური ზიანი მიადგა. 

ტრამპმა კიდევ ერთხელ უწოდა ლიკვიდირებულ ირანელ გენერალს ახლო აღმოსავლეთის ომის იდეოლოგ, ამერიკის პრეზიდენტმა სოლეიმანს „მსოფლიოს მთავარი ტერორისტი“ უწოდა და პირობა დადო რომ თეირანზე ზეწოლას გააგრძელებს. 


„ლიკვიდირებულია მთავარი ტერორისტი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი ხოცვაზე. ის წვრთნიდა ტერორისტებს და ხოცავდა ადამიანებს. სოლეიმანი იყო პასუხისმგებელი აშშ-ის საელჩოზე თავდასხმასა და ბაზაზე თავდასხმაში. ის გეგმავდა ახალ თავდასხმას, მაგრამ ჩვენ შევაჩერეთ. უნდა შეგვეჩერებინა დიდი ხნის წინ და ბევრი ადამიანი გადარჩებოდა. სანქციები დარჩება, ვიდრე ირანი არ შეიცვლის კურსს. ირანი საფრთხეს უქმნის ნავთობტანკერებს, თავს დაესხა მათ და ასევე ჩამოაგდო აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავები. ირანი ქმნის ჯოჯოხეთს იემენში, ავღანეთში, სირიაში, ერაყში.

ბირთვულმა შეთანხმებამ ირანს ბირთვული ამბიციები გაუღვივა. დრო გავიდა და შეთანხმების მონაწილეებმა უნდა აღიარონ ეს. ირანი შეიძლება იყოს დიდებული ქვეყანა. ცივილიზებული სამყარო უგზავნის სიგნალს, არსებული კურსი ვერ გაგრძელდება. ნატო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთის საქმეებში. ჩვენ ვართ ნავთობისა და გაზის პირველი მწარმოებლები მსოფლიოში და ახლო აღმოსავლეთის ნავთობი არ გვჭირდება. ამერიკა ძლიერია, ჩვენი რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერი. ჩვენ არ გვსურს ამის გამოყენება. ჩვენ მოვკალით ალ-ბაღდადი, რომელიც იყო მონსტრი და ხოცავდა ბევრ ადამიანს. ათობით ათასი „აისისელი“ მოვკალით. „აისისი“ არის ირანის ბუნებრივი მტერი. „აისისის“ განადგურება კარგია ირანისთვის და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად ამ სხვა საერთო პრიორიტეტებზე. მივმართავ ირანელ ხალხს და ირანის ლიდერებს, ჩვენ გვსურს გქონდეთ დიდებული მომავალი, რასაც იმსახურებთ, კეთილდღეობა სახლში და ჰარმონია მსოფლიოს ქვეყნებთან. აშშ მზად არის, დაიცვას მშვიდობა ყველა ქვეყანასთან ერთად, ვინც მას ეძებს“, – განაცხადა ტრამპმა.


„სანამ ცოცხალი ვარ, ირანი ბირთვული ძალის მქონე ქვეყანა - ამ ფრაზით დაიწყო დონალდ ტრამპმა პრესკონფერენცია, რომელზეც ძალოვანი უწყებების პირველი პირების თანხლებით გამოჩნდა და რომელზეც ნახევარი საათი დააგვიანა. 

ტრამპი ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვიდან ერაყში პრესკონფერენციამდე არა უბრალოდ დუმდა, არამედ, ტვიტერზეც არაფერი დაუპოსტავს. ის დუმდა. მისმა პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მუშაობს და შეხვედრები აქვს მრჩევლებთან ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში. 

პენტაგონის მონაცემებით, ირანმა ერაყში ამერიკის სამხედრო ბაზების დასაბომბად 10 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. თუმცა, ირანის მედიის ცნობით, ბაზების მიმართულებით 30 რაკეტა ისროლეს.

თეირანში საჰაერო იერიშს „ამერიკისთვის სილის გაწვნა“ უწოდეს.     

რაც შეეხება დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას, ნატოს შტაბბინაში განაცხადეს, რომ ალიანსს ერაყში მსხვერპლი არ აქვს. პენტაგონის ერთ – ერთმა წყარომ CNN– ს კორესპონდენტს განუცხადა, რომ ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ისროლა ისეთ ობიექტებზე, სადაც ადამიანები არ იმყოფებოდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ მსხვერპლი, მაგრამ შეენარჩუნებინათ ასეთი თავდასხმის სიმბოლური მნიშვნელობა.

ბაზები, რომელიც ირანმა დაბომბა ძირითადად ერაყელი ჯარისკაცების წვრთნებით იყვნენ დაკავებულნი. 

აშშ ირანს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს უწესებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, მკაცრი ეკონომიკური სანქციები იმოქმედებს, ვიდრე ირანი თავის კურსს არ შეიცვლის.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი