სტატიები
სპორტული პოლიტიკა - კახი და კახა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1053 08 სექტემბერი 2021, 14:13

ქეთი ხატიაშვილი

ლამაზად ითამაშა - ასე ხშირად ამბობდნენ მასზე, სანამ ჯერ კიდევ კახი იყო და ფეხბურთს თამაშობდა. თუმცა, როგორც კი პოლიტიკაში გადმოვიდა და კახა გახდა, მაშინვე ახალი თამაში დაიწყო. 
ხშირად დაობენ, რამდენად არის სპორტი პოლიტიკა. კახამ დაამტკიცა, რომ პოლიტიკაში კახის ადგილიც არის და სივრცეც. 


პოლიტიკას მისთვის არაფერი, შესაძლებლობების გარდა, არ მიუცია, და მან აიღო მხოლოდ ის და იმდენი, რამდენის სურვილიც აღმოაჩნდა - ის გახდა მმართველი პარტიის ერთ-ერთი და გამორჩეული ლიდერი. 

მილანის ფეხბურთიდან ქართულ პოლიტიკაში გადმოსვლა სულაც არ იქნებოდა მარტივი. სპორტში ხომ მკაცრად გაწერილი თამაშის წესებია, ყველა ეს წესი გუნდზეა მორგებული.

გუნდში დარჩენის უფლება რომ მოიპოვო, ცალკე გაწერილი ნორმატივები უნდა დააკმაყოფილო. მოკლედ, ეს არის ყოველდღიური ბრძოლა იმისთვის, რომ ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ კი გუნდის მწვრთნელსა და გულშემატკივრებს დაუმტკიცო, რომ ღირსი ხარ, ითამაშო იქ, სადაც ხარ; იდგე იქ, სადაც დგახარ. 

ფეხბურთი უკვე დიდი ხანია, მხოლოდ ბურთზე ფეხის დარტყმა არ არის. ეს ერთგვარი შოუა, საკუთარი ფიზიკური მონაცემების დემონსტრირებაა - მეტოქის მოტყუება, მანევრები, სისწრაფე, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი და რაც მთავარია, თამაშის საკუთარი სტილის მიგნება.

და ესეც არ არის ყველაფერი. შინაგანი სიმამაცისა და სიმტკიცის გარეშე არაფერიც არ გამოვა. ისევე როგორც ვერაფერს მიაღწევ დისციპლინისა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად განსაზღვრის გარეშე.

ჰოდა, სპორტსმენი კახის ყველა ეს თვისება კახამ შესანიშნავად გამოიყენა.
მას კარგად ესმის საკუთარი გუნდის თამაშის წესები, სწორედ გუნდის და არა, ზოგადად, პოლიტიკის, - ეს კიდევ სხვა სივრცეა, - ეთანხმება მას და სიმამაცეც ჰყოფნის და პრინციპულობაც იმისთვის, რომ გუნდის პოზიციაც დაიცვას და საკუთარი იმიჯიც. 
ის არ იყო სხვებივით, არამედ თავად იყო სხვა. 

მაგალითად, გიორგი მარგველაშვილი იმდენად სპონტანური იყო, რომ ჯერ პერსონალურ კრიზისში ამოყო თავი, მოგვიანებით კი - პოლიტიკურშიც. 

აღარაფერს ვამბობ გიორგი კვირიკაშვილზე, რომელმაც პირველივე დაძაბულობაზე იფეთქა და შემდეგ მოედანიც ძალით დაატოვებინეს. 

და თუ ის თავის წარმოსახვაში ყვავ-ყორნებს [ამ ეპითეტით მოიხსენია მან ყველა, ვინც მის გადადგომას ელოდა] ეომებოდა, გიორგი გახარია უხილავმა ხელმა შეაშინა და ის სახლში გაიქცა.

ამ ისტორიებს დეტალებში არ შევყვები, ვიტყვი მხოლოდ, რომ კახა კალაძის კომენტარების ტონი ზომიერი რჩება, მძაფრ სიტყვებს თითქმის არ იყენებს, ზოგჯერ ირონიულია. მაგალითად, მარგველაშვილს პოლიტიკური პლასტილინი უწოდა; კვირიკაშვილზე თქვა, რომ წარმატებები ჰქონდა, მაგრამ სერიოზული გამოწვევებიც იყო. სიტყვა შეცდომა ან წარუმატებლობა კი არ იხმარა, არამედ გამოწვევები. გახარიაზე სიმართლის თქმას ამჯობინა, ეთქვა, საერთოდ ვერ გავიგე, რა უნდოდაო.

და ესეც არ არის ყველაფერი, როცა კახა კალაძეზე საუბრობ. რაც მთავარია, იმიტომ, რომ ის სწორად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და შესანიშნავად მართავს საკუთარ ინტერესებსა და ამბიციებს - ამ სიტყვის სწორი გაგებით. 

მაგალითად, იგივე მარგველაშვილზე მან შემთხვევით არ თქვა: „დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე“. მან კარგად დაინახა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ოპოზიციურ თამაშში ოპოზიციის სათამაშო უფრო იყო, ვიდრე ლიდერი.

ჰოდა, ერთადერთი ამბიცია, რაც კალაძეს აქვს, არის ის, რომ არ გახდეს სათამაშო ვიღაცის ხელში და არ გამოიყურებოდეს სასაცილოდ. ვერტიკალური ამბიციები მისი ვნება არ არის. 

ამიტომაც თბილისის მერის პოსტზე ის ფოკუსირებული იყო თბილისზე და არა პოლიტიკურ ინტრიგებზე, ვის კარზეც არ უნდა დაწყებულიყო ის. ამიტომაც სკანდალების ეპიცენტრში არასოდეს მდგარა. 

მთელი მისი ამბიცია იყო თბილისისთვის ევროპული იერის მიცემა. გამოუვიდა კიდეც. ვაკე, სააკაძის მოედანი, დოლიძის კუთხესთან ავტობუსის გაჩერება, იპოდრომის წინ ესტაკადა, იპოდრომის პარკი, თანამედროვე და ევროპული სტილის პარკები სხვადასხვა რაიონში. თბილისის ქუჩებში ავტომობილებმა პირველად დაუთმეს ადვილი და სივრცე ფეხით მოსიარულეებსა და ტურისტებს, ასევე, ველოსიპედისტებს... 

ახლა ის მეორე ვადაზე მიდის. რა იქნება ამის მერე?

დიდ სპორტშიც შეძლო წერტილის დასმა და ახალი თამაშის დაწყება. შესაძლოა, ასეთი არჩევანის წინაშე კიდევ ერთხელ დადგეს ოთხი-ხუთი წლის შემდეგ. თუმცა, მანამდე დიდი დროა, ქართული პოლიტიკა კი - არაპროგნოზირებადი. ასე რომ, ვნახოთ. 

და ესეც არ არის ყველაფერი. კახის არასწორი არჩევანი არ გაუკეთებია, არც კახა გააკეთებს. ერთგულია ყველა იმ ადამიანის, ვინც შესაძლებლობა მისცა, წარმატებისკენ გზა გაუხსნა და ვარსკვლავური საათისკენ მომართა. საათის მოძრაობის საწინააღმდეგოდ ბუნტი კი არასოდეს უფიქრია. იცის კანონზომიერების ფასი. 

ასე რომ, ვინ გახდება მომავალში და რას აირჩევს, ამას ერთად ვნახავთ. შესაძლოა, ყველაფერი არც ეს არის. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი