სტატიები
არჩევნების მთავარი ფოკუსი - ბრძოლა დისტანციისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
922 30 სექტემბერი 2021, 15:55


ქეთი ხატიაშვილი

არ არის მიშა, არ არის რევოლუცია და არც რევოლუციაა მიშას გარეშე. დემოკრატიულ პირობებში მას არსებობა არ შეუძლია. ეს თავადაც აღიარა, როცა, მაგალითად, ლევან ბერძენიშვილს ბოდიში მოუხადა: არ იყავი რუსეთის აგენტი, გვჭირდებოდა და იარლიყიც მოგაკერეთო. ასეთი ნარატივი ჰქონდა ზუსტად. საინტერესოა, მოუხადა თუ არა ბოდიში ვინმეს იმ ფარული ჩანაწერებისთვის, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თითქმის ყველას სამზარეულოსა და საძინებელში ახორციელებდა. 

ერთი მიყვებოდა, მის შვილს როგორი დეპრესია დაეწყო და შიშით აბაზანაში ვეღარ შედიოდა, ძლივს გამოიყვანეს მდგომარეობიდან. არ ვიცი, პირადად მას მოუხადა თუ არა მიშამ ბოდიში, მაგრამ ეს „ერთი“ მას ჯერ კიევში ეახლა, შემდეგ ტელევიზორშიც გამოჩნდა და სააკაშვილი დიდ დემოკრატად და რეგიონში უნიკალურ ლიდერად აღიარა. 

ახლა, როცა მიშა თავისი რევოლუციური მომავლით კიევი-თბილისის რეისზე გამოჩნდა, ყოფილებშიც დიდი კონკურენცია დაიწყო. მაგალითად, თაკო ჩარკვიანმა ტონიც რევოლუციური დაიყენა და მიშასთვის ხალხის მობილიზებას შეუდგა - აეროპორტში ვარდებით რომ დახვდნენ. არის აქ რაღაც გენეტიკური. მამამისს, მაგალითად, ზვიად გამსახურდია არ მოსწონდა და აეროპორტში შევარდნაძეს დახვდა. ნუ, თუ მთლად ტრაპთან არა, სავარძელთან მაინც აუცილებლად. 

გიგი უგულავამ ის ოდისევსს შეადარა. დააკონკრეტა, კიდევ რა ნაწილში დაინახა მიშაში მითოლოგიური გმირი - ბრძოლისა და სიმამაცის ნაწილში კი არა, ტროას ომი რომ მოიგო და საბერძნეთს გამარჯვება მოუტანა, არამედ დაბრუნების ნაწილში. ოდისევსმა ორი ათეული წელი მოანდომა ითაკამდე - სამშობლომდე მისვლას; მიშა ჯერ ახლა ასრულებს ერთ ათეულ წელს. 

მოდის? მაგრამ ჩამოვა? ეს პირველი არჩევნებია, სადაც გაქცეული მესამე პრეზიდენტის დაბრუნების თემა უფრო მეტ ინტრიგას ტოვებს, ვიდრე თავად საარჩევნო პროცესი ან ეგზიტპოლები თუ საბოლოო შედეგები. 

ასეა ამჯერად, ყველა თავისი როლისთვის ემზადება. „ქართული ოცნება“ - გამარჯვებისთვის. ამიტომაც მათ სტაბილურობა, სიმშვიდე და მიშასგან თავის შორს დაჭერა სჭირდებათ. მიშა კარგია კიევში, როგორც დიდი საფრთხობელა. 

ნაციონალები კი წაგებისთვის ემზადებიან, ამიტომაც მათ სჭირდებათ ქაოსი, არეულობა და მიშა რაც შეიძლება ახლოს.  თითქოს ახლა სწორედ მიშას საქართველომდე დისტანციაზეა დამოკიდებული ის, რა მოხდება საქართველოში. 

ისევე როგორც წლების წინათ, როცა სწორედ ზვიად გამსახურდიას დისტანციაზე იყო დამოკიდებული ბევრი რამ. შესაძლოა, ეს თავისი დეტალებითა და დროის ფაქტორით სულ სხვა ისტორიაა, მაგრამ მაშინ ქვეყანამ სამოქალაქო დაპირისპირება ვერ აიცილა. 

ეს სიტყვა ახლა ხმამაღლა თაკო ჩარკვიანმა თქვა. ოღონდ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მმართველ ძალას აჰკიდა.

ასე რომ, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებს აეროპორტები დიდ კონკურენციას გაუწევს ჯერ კიევში, შემდეგ თბილისში. და ნაციონალები საკუთარ ამომრჩეველს მთელი დღე სწორედ ბელადის დაბრუნების პერსპექტივით დაამოტივირებენ. 

„ოცნება“ იგივე პერსპექტივას საკუთარი ელექტორატის დასამუხტავად გამოიყენებს. 

ამ დისტანციისთვის ბრძოლა იქნება სწორედ მთელი საარჩევნო დღის მთავარი ფოკუსი. 

და მაშინ სად იქნება გახარიას ადგილი? რა იქნება მისი პერსპექტივა ან მუხტი? არა, არ ვნერვიულობ, უბრალოდ, საინტერესოა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი