სტატიები
როგორ კვდებიან კრემლის მოკავშირეები სოხუმში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1447 02 სექტემბერი 2019, 14:26

თბილისისთვის - სამხედრო დამნაშავე, სოხუმისთვის - ერის მამა, მოსკოვისთვის - სათამაშო პაიკი. ვლადისლავ არძინბას მოსკოვის მოკავშირეობამ ისევე არ უშველა, როგორც აფხაზეთის დანარჩენ, ეგრეთ წოდებულ, პრეზიდენტებს.   

არძინბა თვითგამოცხადებული აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი გახდა. კრემლი მას სეპარატისტულ ომში დაეხმარა, რის შემდეგაც აფხაზეთმა თბილისისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მეორე პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა უკვე კრემლმა აღიარა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომი შემდეგ.

დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის როგორიც პირველი, ისე მეორე პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. როგორც არძინბამ, ისე ბაღაფშმა პრეზიდენტობის მეორე ვადა ვერ ამოწურეს. ვლადისლავი გადადგა (2004 წელს), სერგეი - ავადმყოფობას გადაყვა (2011 წელს). 2019 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო მარათონს, რომელიც 25 აგვისტოს ჩატარდა, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ფიგურა ასლან ბჟანია გამოეთიშა. მიზეზი - გაურკვეველი ავადმყოფობა.

როგორც არძინბა (2010 წელს), ისე ბაღაფში (2011 წელს) და ბჟანია (2019 წელს) ავადმყოფობის გამო სოხუმიდან მოსკოვში სპეცრეისით გადააფრინეს. არძინბას რუსი ექიმები მკურნალობდნენ. ბაღაფშის ოპერაციაში მონაწილეობა რუსს ექიმებთან ერთად ფრანგმა ექიმებმაც მიიღეს. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ის რეანიმაციიდან პალატაშიც კი გადაიყვანეს. თუმცა, მესამე დღეს, როცა ფრანგმა ექიმებმა რუსეთი დატოვეს, ბაღაფშის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, ის მალევე გარდაიცვალა. ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც მოსკოვის კლინიკაში დამძიმდა, თუმცა, მან, ბაღაფშისგან განსხვავებით , მკურნალობის გერმანიაში გაგრძელება შეძლო. სიცოცხლე შეინარჩუნა, თუმცა, კარიერა ვერა - პოლიტიკაც დატოვა და აფხაზეთიც. 

გამონაკლისი მხოლოდ დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტი იყო. ალექსანდრე ანქვაბი ავად არ გამხდარა, სამაგიეროდ, სხვადასხვა (2005, 2007, 2010 და 2012) წლებში ექვსჯერ მოუწყვეს ტერაქტი. მან პრეზიდენტობის პირველი ვადის დასრულებაც ვერ შეძლო - იძულებული გახდა გადამდგარიყო. საინტერესოა, რომ თავი ისევ მოსკოვს შეაფარა.

ანალიზი
დავით გამცემლიძე
ისტორიკოსი, ანალიტიკოსი
მოსკოვს ხაჯიმბა აწყობს იმიტომ კი არა, რომ ყველაფერს უსრულებს, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე პროგნოზირებადია და როგორც ყოფილ კაგებეშნიკთან, პუტინს და მის ხელქვეითებს უადვილდებათ მასთან ერთ ენაზე საუბარი. მოსკოვში იციან, რომ „ყოფილები“ არ არსებობენ და მუდამ შეძლებენ მის მართვას. სხვების მიმართ კი ასეთი რწმენა არა აქვთ.

რაულ ხაჯიმბა ერთადერთი აღმოჩნდა, ვისაც უკვე თითქმის მეექვსე წელია ჯანმრთელობა არ ღალატობს. ის კრემლის უპირობო ფავორიტია. 

მის მხარდასაჭერად აფხაზეთში პოპ ვარსკვლავები უფასო კონცერტის გასამართად ჩაფრინდნენ; ბილბორდებზე ხაჯიმბას დაიმ დროს რუსეთის პრეზიდენტის ბ-ნი პუტინის ერთად გადაღებული ფოტოები გამოჩნდა.

ამ კაჟივით ჯანმრთელი „პოლიტიკოსის“ გაპრეზიდენტებას პუტინი პირველად 2004 წელს შეეცადა. The New York Times მაშინ წერდა:

„მის მხარდასაჭერად აფხაზეთში პოპ ვარსკვლავები უფასო კონცერტის გასამართად ჩაფრინდნენ; ბილბორდებზე ხაჯიმბას და იმ დროს რუსეთის პრეზიდენტის ბ-ნი პუტინის ერთად გადაღებული ფოტოები გამოჩნდა; რუსი კანონმდებლები იმუქრებოდნენ, რომ აკრძალავდნენ მანდარინის იმპორტს, რომელიც ამ ტერიტორიის ეკონომიკური გადარჩენის საშუალება გახლდათ. ამავდროულად, ბატონი ბაღაფშის ოპონენტებმა ივარაუდეს, რომ ის გააღმავებდა თბილისიდან ზეწოლას, რადგან ქართველი მეუღლე ჰყავდა. ბატონმა ბაღაფშმა მაინც გაიმარჯვა. რუსეთმა იმპორტი დაბლოკა და საზღვართან ტონობით მანდარინი დალპა. ბაღაფში საპრეზიდენტო შტაბბინისგან გაემართა და ხაჯიმბასთან კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამ სასტიკ პოლიტიკურ ომს ორი წლის წინანდელ ინტერვიუში, ბაღაფში შედარებით მშვიდად იხსენებდა. „მე მესმოდა, რომ ეს იყო პოლიტიკა, ის გაივლიდა და მე მართალი აღმოვჩნდი", - თქვა მან. „ყველა ის ადამიანი, რომელიც მე მლანძღავდა, მაფიოზს და ბანდიტს მეძახდა - დღეს ჩემი მეგობარია", - ნათქვამია The New York Times სტატიაში.

როცა ბაღაფში არძინბას ავადმყოფობისა და გარდაცვალებაზე საუბრობდა, ვერც წარმოიდგენდა რომ გავიდოდა სულ რაღაც ერთი წელი და უკვე მის ავადმყოფობისა და გარდაცვალებაზე ისაუბრებდა მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვინმე ბჟანია. სწორედ იმ ბჟანიას მოგვარე, ვინც მძიმე და დაუდგენელი ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას, ფაქტია, ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
უცვლელი პრეზიდენტი, მაღალი ნდობა - რატომ იმარჯვებს ლავრენტი ალანია
არქივი