სტატიები
„ეთნოფესტი2022“ 14 ოქტომბერს იხსნება - ექსპოჯორჯიაში საინტერესო გამოფენა-გაყიდვა იწყება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
644 08 ოქტომბერი 2022, 12:54

პოლიტიკასთან კავშირი არა აქვს, თუმცა, ამ ახალ წამოწყებას, თბილისში სულ რამდენიმე დღეში რომ გაიხსნება სამიტი ჰქვია.

პოლიტიკასთან კავშირი არა აქვს, თუმცა, სამიტის ორგანიზატორებს ომისგან გამოწვეული რეალობის გათვალისწინებაც მოუწიათ. 

პოლიტიკასთან კავშირი არა აქვს, თუმცა, 14 ოქტომბერს სამი დღით სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, უკრაინისა და ჩეხეთის წარმომადგენლები „ეთნოფესტი2022“ ფარგლებში შეიკრიბებიან. 

_ ეს სრულიად აპოლიტიკური ღონისძიებაა და ის მხოლოდ და მხოლოდ მხატვრული რეწვისა და დიზიანის განვითარებას ეხება - განმარტავს მაკა დვალიშვილი.


ქალბატონი მაკა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორია. ეთნოფესტის ჩატარებაც სწორედ ამ ცენტრის ინიციატივით დაიწყო და პირველად 2016 წელს ჩატარდა.

_ თავდაპირველად ეს პლატფორმა ჩაფიქრებული იყო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის. თუმცა, ის იმდენად საინტერესოა, რომ დღეს - ეთნოფესტი კი მეოთხედ ტარდება -  მონაწილეების რიცხვი გაიზარდა. სამიტში პირველად ჩაერთო ჩეხეთი, ბულგარეთ და უკრაინა. თურქეთს მონაწილეობის დიდი სურვილი ჰქონდა, თუმცა, წელს ვერ მოასწრეს - განმარტავს მაკა დვალიშვილი.  

მართალია ეთნოფესტი პოლიტიკას ემიჯნება, თუმცა, უკრაინის მონაწილეთა შორის გამოჩენამ მაინც სულ სხვა დატვირთვა შეიძინა.

ღონისძიებაში 150ზე მეტი ოსტატი მიიღებს მონაწილეობას. მათი ხელნაკეთი პროდუქცია ექსპოჯორჯიას პავილიონებში იქნება გამოფენილი. 


_ ჩვენი მთავარი მიზანი რეწვის ოსტატებისთვის ხელისშეწყობაა. ჩენი ცენტრი უკვე დიდი ხანია მხატვრული რეწვისა და დიზაინის განვითარების საკითხებზე მუშაობს. ჩვენ აქცენტი გვაქვს შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და ტრადიციული რეწვის განვითარებაზე. ასევე ვზრუნავთ ამ სფეროს ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობაზეც - ამბობს მაკა დვალიშვილი.

ეთნოფესტის დამფუძნებლის განმარტებით, სამიტში მონაწილეობისთვის პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს ხელით ნაკეთი ან ხელით დასრულებული. უნდა იყოს ტექსტილი, კერამიკა, მინა, ტყავი... 

სამიტი კი ოსტატებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქტი გაყიდონ. როგორც ქალბატონი მაკა ამბობს, ის თავადაც ყოველ წელს ყიდულობს სხვადასხვა ოსტატის ნამუშევრებს.


_ ძალიან კარგია სასაჩუქრედ. ამიტომაც, ხშირად ჩვენ კორპორატიული მყიდველები გვყავს. მნიშვნელოვანია, რომ ექსპოჯორჯიაში გამოფენილი იქნება მრვალშვილიანი დედების ნამუშევრებიც. ღონისძიებაში ჩართულები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ორგანიზაციებიც. კარგია რომ მათ საკთარი პროდუქტის გაყიდვის საშუალება ექნებათ - ამბობს მაკა დვალიშვილი. 

„ეთნოფესტი2022“ ფარგლებში ჩატარდება კონკურსიც. წლის საუკეთესო სტენდი ხუთ ნომინაციას მოიცავს. მათ შორის, ერთი გრან-პრია. ჩატარდება მასტერკლასებიც.

_ საკონკურსო ნომინაციებია საუკეთესო სტენდი - დიზაინი; კომუნიკაცია -მყიდველთან უერთიერთობა, ინფორმაციის სრულყოფილად წარმოჩენა; ინოვაციური პროდუქტი, ტრადიციის შენარჩუნება და მეხუთე - გრან-პრი -  ყველა ამ ნომინაციას აერთიანებს. - განმარტავს მაკა დვალიშვილი - რაც შეეხება მასტერკლასებს, მას ჩეხეთი ატარებს ჩეხურ მინაზე, აზერბაიჯანი - აბრეშუმზე, ეს მოხატვის მასტერკლასი იქნება; საქართველო ჩაატარებს თიხის ამოყვანის მასტერკლასს,  უკრაინა კი უკრაინული ბორშს მოხარშავს. მოგეხსენებათ უკრაინული ბორში არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. მასტერკლასს ბულგარეთიც ჩაატარებს. 

 

მოკლედ, „ეთნოფესტი2022“ 14 ოქტომბერს ექსპოჯორჯიაში გაიხსნება და მხოლოდ სამ დღეს გასტანს.

სამ დღიანი სამიტი მოიცავს: გამოფენა - ექსპოს, საერთაშორისო სემინარს ტრენინგებს, მასტერკლასებს და მხატვრული რეწვის თემაზე შექმნილ მოკლემეტრაჟიანი ფილების ჩვენებას.





სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი