სტატიები
რატომ უდრის ლევან ბერძენიშვილი ეკა ბესელიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
986 08 ნოემბერი 2022, 11:01


ქეთი ხატიაშვილი

რა შეიძლება ლევან ბერძენიშვილს ეკა ბესელიასთან ჰქონდეს საერთო? ეს ხომ ისეთი წყვილია, ერთს თავი რომ ტვინების მბრძანებელი ჰგონია, მეორეს - ბეჭდების. 

ეს ბეჭდიანი ხელი ხმაურის თემაც კი გახდა, როცა ქალბატონმა ეკამ ბატონ ზარდიაშვილს სახეში გაარტყა. რას ერჩოდა? პირადად მას - არც არაფერს. ბესელიასთვის ის არც ავტორიტეტი იყო და არც ეტალონი. სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილი იყო ორივე. მაგრამ ჯერ ბიძინასთან მისასვლელი კარი ჩაუკეტეს, შემდეგ კი - კარიერის კიბეებზე ასასვლელი კარი. ამიტომაც ამ ბეჭდიანი ხელის ადრესატი - საბოლოო ჯამში - სწორედ ივანიშვილი იყო, ზარდიაშვილს ის უბრალოდ მოხვდა.

ამ ისტორიას ამჯერად დეტალებში არ შევყვებით. ბეჭდების მბრძანებელზე მეტად მაინც ტვინების მბრძანებელი გვაინტერესებს. ასეთივე შურისძიებით ხომ შიგადაშიგ ლევან ბერძენიშვილიც ივსება ხოლმე. და მერე ისე გაურევს მას რაიმე თემაში საკმაზივით, თითქოს შურისძიებას გემო ან სუნი არ ჰქონდეს.  

ზარდიაშვილის როლში ბერძენიშვილს, არც მეტი და არც ნაკლები, ერეკლე მეორე ჰყავს. რატომ მეფე ერეკლე? ვის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება პატარა კახი ბატონ ლევანს? 

ამ კითხვაზე ვერსია/ვარაუდების გამოთქმა არ დაგვჭირდა. ტვინების მბრძანებელმა პასუხი თავადვე გვიკარნახა. ერთხელ, როცა ჯერ ივანიშვილისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს და შემდეგ ვერტიკალზე კარიერაც ჩაუხერგეს, გამოტყდა, ერეკლე მეორე ბიძინას საყვარელი მეფეაო. 

სხვათა შორის, ის დღეც მახსოვს, პირველად რომ დატესტა. ერთ-ერთი ლექციის დროს, თითქოს სრულიად მოულოდნელად ერეკლე გაახსენდა და მოღალატეც კი უწოდა. ჰოდა, შედეგმაც არ დააყოვნა. „ქართული ოცნება“ თითქმის მთელი შემადგენლობით წამოიშალა და ხალხის საყვარელი მეფის დაცვა დაიწყო. 

„უკაცრავად, მაგრამ ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და, - ომი გინდათ? ნუ ერეკლემაც მაგ თქვა, რა, - აბა ომი გინდათო, კაცო. მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო, ხოდა, მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის გვინდოდა ომი, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება? ხომ დაუწერა საკუთარმა შვილთაშვილმა, ვინ მოგცა ნებაო“, - ეს იყო ის, რაც ბერძენიშვილმა თქვა.

და თქვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ისტორიული გემოვნებისთვის სილა გაეწნა. მით უფრო, რომ ერეკლე მეორე მხოლოდ ისტორიული გემოვნების თემა არ არის. 

გეორგიევსკის ტრაქტატის გამო, უცოდინარები მას ხშირად პრორუსად მიიჩნევენ. როგორც ჩანს, არც თავად ლევან ბერძენიშვილს აქვს ეს დოკუმენტი წაკითხული. ამ ციტატიდან ჩანს, რომ არც სჭირდება - მას ხომ მისი კრიტიკა მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა ივანიშვილის ბოღმა შემოაწვება ხოლმე. ამიტომაც პერიოდულად გაიხსენებს და „ქართული ოცნებაც“ მაშინვე ისე დაიწყებს მეფის დაცვას, თითქოს დიდ სასამართლო პროცესზე იყოს. მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ფაქტებზე გადავიდეთ. მანამდე კი ვნახოთ, რას ეყრდნობა თავად ტვინთაპყრობელი. თქვენ ფიქრობთ, რაიმე ისტორიულ ფაქტებზე იმსჯელა? უნდა გაგაწბილოთ - არა, მას მოწმედ, არც მეტი და არც ნაკლები, ერეკლე მეორის შვილთაშვილი მოჰყავს. ეს კი ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი პოემა ბედი ქართლისაა. 

მაგრამ როდის აქეთ მსჯელობენ ისტორიულ ფაქტებზე რითმებითა და პოეტური სახეებით? კი, ნამდვილად ბრმა ყოფილა შურისძიება. 

ახლა ფაქტები ვნახოთ, უბრალოდ ფაქტები. არ ვაპირებ, ეს ფაქტები ბერძენიშვილის შურისძიებისთვის გასროლილ რეპლიკებს შევადარო. უბრალოდ ვნახოთ, რა წერია დოკუმენტში. 

ტრაქტატი არ აუქმებს ქართლ-კახეთის სამეფოს; პირიქით, ტრაქტატის მიხედვით რუსეთი უნდა დახმარებოდა ქართლ-კახეთს დაკარგული მიწების დაბრუნებასა და ერთიანი ქვეყნის შექმნაში. 

ტრაქტატის მიხედვით, ქართლ-კახეთის მეფე დამოუკიდებლად წყვეტდა ქვეყნის საშინაო საქმეებს და მხოლოდ საგარეო პოლიტიკაში ჰქონდა სამოკავშირეო ვალდებულებები. 

ასე რომ, აქ საუბარი არ არის არც რუსეთთან შეერთებაზე და არც სამეფოს გაუქმებაზე. 
და მაშინ ასე დაეცა ბერძენიშვილი? 

სავარაუდოდ! აბა ღალატის კლასიკურ მაგალითს ის საკუთარი ნარატივით თავად იძლევა. ბატონი ლევანის ლოგიკით ხომ არანაირი ოკუპაცია არ მომხდარა, ეს რუსეთმა კი არ დაგვიპყრო მაშინ, არამედ თავად დავაპყრობინეთ მას თავი. 

სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს.

ისიც ფაქტია, რომ საქართველოს პარლამენტის მეორე თავმჯდომარის ვახტანგ გოგუაძის კაბინეტში დიდი ერეკლე მეორის ფოტო ეკიდა, მესამე თავმჯდომარემ კი სწორედ იმ ადგილას დავით აღმაშენებლის პორტრეტი დაკიდა. თუმცა ზურაბ ჟვანიამ ამით ის კი არ თქვა, რომ ერეკლე მეორე მოღალატეა, არამედ მხოლოდ ის, რომ ისტორიამ დასავლეთის ფანჯარა გახსნა და ჩვენ გაგვიჩნდა შესაძლებლობა, ავისრულოთ ჩვენი ოცნება - მოვიპოვოთ რუსეთისგან სრული დამოუკიდებლობა. 

ერეკლე მეორეს არჩევანის ფუფუნება არ ჰქონდა. 

ისტორიაზე შეიძლება მხოლოდ მისი ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე იმსჯელო. 

სულ ეს არის. 








სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას, ფაქტია, ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
უცვლელი პრეზიდენტი, მაღალი ნდობა - რატომ იმარჯვებს ლავრენტი ალანია
არქივი