სტატიები
რა შეიცვლება მელიას გაყვანით და ხაბეიშვილის შემოყვანით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1180 17 ნოემბერი 2022, 22:35


ქეთი ხატიაშვილი

ლევან ხაბეიშვილის შემთხვევა რთულია. როგორც კი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ოთახში წარმოიდგინა თავი, მაშინვე ინტელექტუალობაზე გაუჩნდა პრეტენზია. თქვა კიდეც, „ნაცმოძრაობა“ ინტელექტუალების სამჭედლოაო. ახლა მას ჭედავენ.

არადა, რატომ ინტელექტი? რეალურად პარტიის დიდი ბოსები ამჯერად მხოლოდ ქუჩის პაიკს ეძებენ, აქციებსა და მიტინგებზე რომ ირბინოს და იყვიროს. მაგრამ თავად ხაბეს წარმოდგენებში თავმჯდომარის სამუშაო ოთახში მხოლოდ ინტელექტუალი უნდა იჯდეს. და მას უხარია, რომ ამჯერად ეს ტიტული მისი საკუთრება გახდება.  

ინტელექტი მას, როგორც ჩანს, ისეთივე ტიტული ჰგონია, როგორც გრაფი ან კაპიტანი...
მოკლედ, ფსონი დადებულია. შესაძლოა, ხაბემ მელია შეცვალოს. 

რატომ გახდა საჭირო ვადამდელი არჩევნები პარტიაში? 

პარტიული პროპაგანდა, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს, მელიას წასვლის აუცილებლობას მიშას საავადმყოფოდან გამოყვანის აუცილებლობით ხსნის. 

ისინი ამბობენ, რომ ხაბეიშვილი გააკეთებს იმას, რაც ვერ გააკეთა მელიამ. მელიამ კი ერთადერთი რამ ვერ გააკეთა - მიშა ვერ დაიხსნა ჯერ ციხიდან და ახლა საავადმყოფოდან. მას ჰბრალდება მცირერიცხოვანი მიტინგების ორგანიზება და ცარიელი სივრცეები აქციების დროს.

ქმნიან მოლოდინს, რომ ხაბე ამ ამოცანას გადაწყვეტს. მისი პრიორიტეტი მიშა იქნება. 
მაგრამ როგორ?

ხაბეს ჯადოსნური ხმა და მაგიური ძალა აქვს? მის ერთ დაძახებაზე ან დაყვირებაზე ქუდზე კაცი გამოვა? რა ლოგიკით? 

რა თქმა უნდა, ეს ამოცანა ამდენად იოლი არ არის. ორი მდიდარი ადამიანის - დავით კეზერაშვილისა (ფულით) და ვანო მერაბიშვილის (გამოცდილებით) - მხარდაჭერა ამ ოცნებამდე ვერც ხაბეიშვილს მიიყვანს, ვერც პარტიას და ვერც მიშას მომხრეებს. მაგრამ ახლა სწორედ ასეთი პროპაგანდაა ჩართული. 

თითქოს საქმე მხოლოდ მიშაშია და არა...

ჰოდა, მოდი ამ „და არა“-ზე ვილაპარაკოთ. 

სინამდვილეში ნიკანორ მელიას ჩამოშორება ამ ორ, ფულითა (დავით კეზერაშვილი) და გამოცდილებით (ვანო მერაბიშვილი) მდიდარ ადამიანს, პირადი ინტერესების გამო, სურს. პირველი მელიას განცხადებებს არ პატიობს, მეორე - ქმედებებს. 

დავით კეზერაშვილს ხომ ნიკა მელია ხან კორუმპირებულს ეძახდა და ხანაც ოლიგარქს. რაღაც პერიოდი ნაცების მოქმედი თავმჯდომარე გაჩუმდა კიდეც. ჰოდა, დუმილშიც „ოქრო“ აიღო. კულისებში ამბობენ, რომ კეზერაშვილმა გადახდილი ფულების რევიზია დაიწყო და მელიასაც ისევ გაახსენდა, რომ ერთ დროს კეზერაშვილი ოლიგარქი იყო და ახლაც ოლიგარქად რჩება.

ჰოდა, ისიც გაბრაზდა.

ვანო მერაბიშვილს კი ნიკა მელია ჯერ აშანტაჟებდა, შემდეგ პარტიის კარსაც არ უღებდა. შანტაჟის ნოტები ღია ეთერითაც კი გაისმა. 2020 წლის არჩევნების წინ მელიამ თქვა, თუკი სიაში ვანო მერაბიშვილი იქნება, მე იქ არაფერი მესაქმება და სხვანაირად მოვიქცევიო.

მოგვიანებით კი, უკვე 2021 წლის არჩევნების დღეს, მან შს ყოფილი მინისტრი უბრალოდ პარტიაშიც არ შეუშვა.

ჰოდა, ისიც გაბრაზდა. 

ორმა - ერთი ფულითა და მეორე გამოცდილებით - მდიდარმა ადამიანმა მელიაზე შურისძიება გადაწყვიტა. მაგრამ ეს ამოცანა მარტივი არ არის. 

და აქ მერაბიშვილის გამოცდილება გადამწყვეტი აღმოჩნდა. მან კარგად იცის, როგორ შეიძლება მიუღებელი პირები მტრებად გაასაღო. ასე გაასაღეს მელია.

ამაზე აეწყო პარტიის პროპაგანდა: თურმე, რომ არა მელია, რომ არა მისი უმოქმედობა, მიშა უკვე გარეთ იქნებოდა, საქართველო კი უკვე ნათელში იბრწყინებდა და პუტინიც ომს ვერ გაბედავდა...

თორემ ხაბე რისი გამკეთებელიც არის, ამასაც მალე ვნახავთ... ისე კი, სირცხვილია, როცა ასეთი ისტორიისა და ამბიციების პარტია თავმჯდომარის პოსტს ხაბეიშვილს ჩააბარებს. 

კი, ხმა ძლიერი აქვს, ყვირილიც შეუძლია, სირბილიც და ინტრიგებიც.... 

მაგრამ ყველაფერი ეს მელიასაც შეეძლო. პროცესისთვის არც ყვირილი დაუკლია და არც სირბილი... ციხეშიც კი ჩაჯდა. მაგრამ მისი პრობლემა პარტიაში ფულთან და ადამიანებთან ურთიერთობები იყო. მოკლედ, ნაციონალებმა მთელი პოლიტიკური პროცესი მაშინ წააგეს, როცა ფსონი მელიაზე დადეს. 

P.S. მიშა ისევ აფსაიდში დარჩა. ერთი პაიკი მეორეს მხოლოდ იმიტომ ჩაანაცვლებს, რომ კეზერაშვილს ოლიგარქი არავინ დაუძახოს, მერაბიშვილს კი კარები არავინ მიუჯახუნოს. 

სულ ეს არის...



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას, ფაქტია, ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
უცვლელი პრეზიდენტი, მაღალი ნდობა - რატომ იმარჯვებს ლავრენტი ალანია
არქივი