სტატიები
მელია წაგებას არ ჩქარობს, ხაბე მოგებას ვეღარ ითმენს - შეუძლია თუ არა ედუარდს ნაციონალებში ქაოსი დაასრულოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
665 01 დეკემბერი 2022, 15:50
 

ქეთი ხატიაშვილი

ფული იმდენი აღარ აქვს, პროცესებზე რომ იმოქმედოს, სამაგიეროდ ახლა მხოლოდ მის ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული, როდის შეიკრიბება პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზეა დამოკიდებული, როდის ჩაინიშნება არჩევნები. არჩევნებზეა დამოკიდებული, ვინ გახდება სუპერლიდერი და ამ სუპერლიდერზე იქნება დამოკიდებული, როდემდე იქნება მიშა დაპატიმრებული. 

 ასეთი ძალა კობა ნაყოფიას სიტყვას აქვს. სწორედ მან უნდა ჩაუშვას საარჩევნო პროცესი. პოლიტსაბჭომ ნება მისცეს კანდიდატებს, რეგიონებში საარჩევნო კამპანიები ჩაატარონ, სუპერლიდერმა კი... მაგრამ რა უნდა ქნას სუპერლიდერმა?

მიშა თავის თავსა და საკუთარ ამბიციებს არასდროს ღალატობს. ის არ აპირებს, ვინმეს, მით უფრო ხაბეიშვილის, სუპერობა აღიაროს. სააკაშვილის ოჯახს კი, თავის მხრივ, სამართლიანად არ სჯერა, რომ ხაბესგან, ხმაურის გარდა, სხვა რაიმეს მიიღებს. 

ქართველი ხალხის იმედი მათ აღარ აქვთ. ამიტომაც, როგორც ცნობილი გახდა, დედამ, გიული ალასანიამ, საქმეში ამერიკელი პიარტექნოლოგები ჩართო... 

ხალხს აქციებზე ბევრჯერ დაუძახეს. მიშა კვდებაო, ბევრჯერ იყვირეს, მაგრამ... და აქ სამი „მაგრამ“ არსებობს.

პირველი მაგრამ: 2013 წელს მიშამ თავად მიატოვა ეს ხალხი - საკუთარი ელექტორატი, როცა ქვეყნიდან გაიქცა. 

მეორე მაგრამ: ოპოზიციაშიც კი მიშას მეტყველება აგრესიულობითა და რევანშის ნოტებით არის სავსე. ყველას ესმის, რომ მისი დაბრუნებით რეპრესიებიც დაბრუნდება.

მესამე მაგრამ: ბევრს არ სჯერა, რომ მიშა კვდება... რატომ არ სჯერა?

პიარის მიხედვით, არსებობს უცხოელი ექსპერტების დასკვნები, თუმცა ტელევიზიით მხოლოდ ერთი ჯიშკარიანი გამოდის. 

იმავე პიარის მიხედვით, მიშა მოწამლეს, თუმცა ადვოკატმა ხაჭაპურიძემ ექსპერტიზაზე უარი თქვა: კი მოწამლეს, მაგრამ ჯერ სასამართლომ დაადგინოს, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარდესო. ჰოდა, ამ ხალხს, ვისაც არწმუნებენ, რომ მიშას ჯანმრთელობა აღარც პოლიტიკურია და აღარც სამართლებრივი, რომ ის მხოლოდ ჰუმანური საკითხია, არ ესმის, რატომ ტოვებენ ამ ნაწილს სამართლებრივ სივრცეში. 

დაბოლოს, პიარის მიუხედავად, ბევრი მიიჩნევს, რომ მიშას უბრალოდ პასუხისმგებლობისგან სურს თავის დაძვრენა. 

„ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, მიშა დაეჭირა. საქართველოში მისი შემოპარვის შემდეგ ხელისუფლებას, უბრალოდ, სხვა არჩევანი არ ჰქონდა. 

და ეს არჩევანი შესაძლოა არც ახლა აქვს, რადგანაც კარგად ესმის, რომ მისი განთავისუფლება პოლარიზაციას კი არ დაასრულებს, პირიქით, პროცესებს რევოლუციისკენ შეატრიალებს. 

არცერთ ხელისუფლებას არ უნდა ქაოსი და არეულობა. 

თემას მივუბრუნდეთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი დღის წესრიგი აქვს - პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. 

მელიამ კარგად იცის, რომ წააგებს. საარჩევნო კამპანიაში ჭიაბერაშვილის გამოჩენამ მას პროცესის ჩაშლის შანსებიც დაუკარგა. თუ ის იტყვის, რომ პროცესი გაყალბებულია, არ ვაღიარებო, სამაგიეროდ ბატონი ზურაბი გამოაცხადებს, წაგებულებმა მარცხის აღიარება უნდა შევძლოთო... 

ასე რომ, შანტაჟი არ გამოვა. თუმცა რამდენიმე დღის წინ გია ბარამიძემ არჩევნების გადატანის იდეა გააჟღერა. ეს კი ნიკანორ მელიასაც აწყობს. გიამ თქვა, რომ ახლა მთავარი სააკაშვილის უცხოეთში გაყვანაა და არა ეს რაღაც არჩევნები.

ჰოდა, მელიაც უკვე დიდი ხანია მინიშნებებით ამას ამბობს. ფოკუსიდან მიშა არ მოვხსნათ, სხვა ყველაფერს მერეც ეშველებაო, დაახლოებით ასეთია ბოლო დროს მისი პოზიცია...

რა თქმა უნდა, ბიჭი წაგებას არ ჩქარობს. სამაგიეროდ ხაბეს ეჩქარება მოგება...

ასე რომ, სანამ ოჯახი ახლა ამერიკელი პიარსპეციალისტების დახმარებით მსოფლიოს მიშას ავადმყოფობით შეძრავს, ნაციონალებში იმაზე იდავებენ, გადაიდოს თუ არა არჩევნები; ძველი წესით ჩატარდეს, თუ არ გადაიდება, თუ ახალი წესით, თუ გადაიდება და ასე შემდეგ დაუსრულებლად... 

სანამ ვინმე არ იტყვის: ედუარდ სააკაშვილი იქნებოდა ყველაზე მოგებიანი კანდიდატიო. მისი აზრები და იდეები, იმავე მიშაზე, ყველას მოსწონს. მას უკვე აღიარებენ, ანგარიშს უწევენ... შვილია... პარტია მიშასია, ასე გია ბარამიძემ დაგვმოძღვრა...

მაგრამ დაველოდოთ ვინ და რას როგორ იტყვის. 

 

 

 

 

 

 

 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას, ფაქტია, ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
უცვლელი პრეზიდენტი, მაღალი ნდობა - რატომ იმარჯვებს ლავრენტი ალანია
არქივი