სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
სტატიები
ციხის კადრიდან მიშას კადრამდე - ნაციონალური კვალი პოლიტიკაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
964 12 დეკემბერი 2022, 11:41


ქეთი ხატიაშვილი

ციხის კადრიდან მიშას კადრამდე არაფერი შეცვლილა - ნაციონალები მხოლოდ მტრებს და მოღალატეებს ეძებენ, თანაც უკვე და მხოლოდ საკუთარ რიგებში. პირველმა თუ ნაციონალებს მმართველი პარტიის ტიტული დააკარგვინა, მეორემ შესაძლოა, ხაზს ვუსმევ, შესაძლოა, მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტული დააკარგვინოს. 

მაშინ, 2012 წელს, ოპოზიციაში გადასული ნაციონალები დიდხანს არკვევდნენ, მაინც როგორ მოხდა ციხის კადრების ჯერ გადაღება, შემდეგ მისი ციხიდან გამოტანა, მერე საზღვარგარეთ გატანა და არჩევნების წინ გამოჩენა. პასუხზე მეტი ვერსია იყო, ვერსიაზე მეტი - ეჭვი. დღემდე ამ ისტორიაში ყველა ბრალდებულია. ყველა, მიშას გარდა. 

ციხის კადრმა ნაციონალებს ყველაფერი არა, მაგრამ მთავარი წაართვა. მთავარი გამარჯვების შანსი იყო, რომელიც მაშინ ნაციონალებმა დაკარგეს, დამარცხდნენ. თუმცა პარტიამ ოპოზიციაში პოზიციები მყარად შეინარჩუნა.   

დღემდე არ არსებობს ერთი დასაბუთებული პასუხი და ერთი ნათელი არგუმენტი, რაც ნათელს მოჰფენდა ციხის კადრების ისტორიას...

თუმცა დღეს ეს თემა უკვე საინტერესოც აღარ არის. 2021 წელს, ადგილობრივი არჩევნების წინა დღეს სოცქსელებში, ციხის კადრების მსგავსად, ახალი კადრი გაჩნდა - უკრაინაში გაქცეული მესამე პრეზიდენტი ბათუმიდან მოგვესალმა... ყველასთვის გასაგები იყო, რომ ის საქართველოში შემოეპარა. 

რომ ვერ დაეჭირათ, შესაძლოა ხელისუფლება ამ კადრს გადაჰყოლოდა, მაგრამ ის დააკავეს. 
და ახლა ნაციონალებმა ისევ მოღალატის ძებნა დაიწყეს. რა თქმა უნდა, კვლავაც საკუთარ რიგებში. გაჩნდა ტერმინი, ვინც მიშას უღალატა და საქართველოში შემოიტყუა...

პირველად ეს კონტექსტი, თუ არ ვცდები, ნიკანორ მელიას განცხადებებში გაჩნდა. მოღალატის ძებნა ისევ არჩევნების ფონზე დაიწყო... შიდანაციონალური არჩევნები ნაციონალებს 28-29 იანვარს აქვთ. 

ჰოდა, მელიამ მაშინ ვანო მერაბიშვილი იგულისხმა. მაგრამ ვინ იგულისხმა თემურ ალასანიამ? მიხეილ სააკაშვილის ბიძამაც ღალატი ახსენა მიშას საქართველოში შემოპარვის კონტექსტში. მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ვინ არის მოღალატე. რამდენად შეიძლება, ისიც ვანო მერაბიშვილს გულისხმობდეს? 

რატომ მიიტანეს ეჭვი ვანოზე? ალბათ იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც ამ ოპერაციის თაობაზე იცოდა, გენერალი ლორთქიფანიძე იყო. ის კი ვანოს ნდობით აღჭურვილი პირია. რამდენიმე ხნის წინ ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა... რაც იცის მან, იცის ვანომაც... ალბათ ეს ფორმულა გადაჭარბებული არ არის...

თუმცა, მეორე მხრივ, გენერალმა ლორთქიფანიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სააკაშვილს 2021 წლის შემოდგომის ერთ სევდიან, მაგრამ იმედისმომცემ დღეს ჩუმად დაეტოვებინა უკრაინის საზღვარი და ფარულად შემოსულიყო საქართველოში... 

ეს ოპერაცია ხომ დიდი ხნის მანძილზე იგეგმებოდა. ხომ გახსოვთ, ერთხელ შავ ზღვაში მცურავი წყალქვეშა გემიც რომ დააპატიმრეს? იქ მიშა არ იყო, თუმცა, მცურავები რომ არ დაეჭირათ, მიშას სწორედ ამ გზით შემოაპარებდნენ... 

ზღვით შემოსვლა ჩავარდა და მოგვიანებით უკვე ხმელეთის დატესტვა დაიწყო... არაჟანმა და მაწონმა უფრო გაამართლა... 

თუმცა მიშამ თავად გადაიღო ვიდეო და ის სოცქსელებში გამოფინა...

მაგრამ მიშა არ შეიძლება იყოს მოღალატე ან დამნაშავე, ის მხოლოდ გმირი და ლიდერია... 
მოღალატეები კი სხვები არიან, ნებისმიერი მის გარშემო, ოღონდ მიშა არა... მას არაფერი შეშლია, ციხეებში ჩინებული მდგომარეობა იყო, უბრალოდ, ბოლოს უღალატეს და ციხის კადრები „გაუჩალიჩეს“... მას არაფერი შეშლია, უნდა ჩამოსულიყო, ჩამოვიდა, მაგრამ უღალატეს... 

მაგრამ ნუთუ ასეთი ცუდი აზრი აქვს მიშას გარემოცვას ერთმანეთზე? რა იოლად იჯერებენ, რომ მათ რიგებში მოღალატეა, რა მარტივად ადებენ ერთმანეთს ხელს... 



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მუდმივი ჩხუბი და სკანდალებია - „წვრილმანები“... სხვა მხრივ, მშვენიერო ელექტორატო, ყველაფერი მშვენივრად არის  
ირაკლი კობახიძე ჯარის ბანაკის მონაწილეებს: ჯართან შეხება და სამხედრო საქმის გაცნობა მოგცემთ შესაძლებლობას, მეტად ეზიაროთ იმ ფასეულობებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა და უნდა იდგეს ჩვენი საზოგადოება
მამუკა მდინარაძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე: ეს არის ცალსახა პროვოკაცია
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
არქივი