სტატიები
ხაბეს იმედი და ნონას რწმენა - ვინ რა რესურსით მონაწილეობს არჩევნებში და როგორია გამარჯვების შანსები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1045 14 დეკემბერი 2022, 00:02


ქეთი ხატიაშვილი

ხაბეიშვილი კეზერაშვილის ფულით შეძენილ იმედებს გაყიდის, მამულაშვილი - მიშას ერთგულებით შეძენილ რწმენას... ეს არჩევნები გარკვეულწილად იმედის რწმენასთან დაპირისპირება იქნება... მელია? მის უკან უკვე სიცარიელეა. ნაციონალების აქტივისტები კი არა, მას ერთ დროს პარტიაში მის მიერვე მიყვანილი გუნდიც კი აღარ გულშემატკივრობს...

ლევანის რესურსი კეზერაშვილია, ნონას რესურსი - მიხეილ სააკაშვილი... ერთი იმედს გაყიდის, მეორე - რწმენას... პირველის ამომრჩევლებმა უნდა დაიჯერონ, რომ ხაბე სუპერგმირია, რომელიც ბეტმენივით გადაუფრენს „ვივამედის“ კლინიკას და მიშას დაიხსნის, შემდეგ მთელ საქართველოსაც გადაუფრენს და „ქართულ ოცნებას“ გააქრობს, მერე კიდევ რაღაცას ან ვიღაცას გადაუფრენს და ასე შემდეგ... 

მოკლედ, ვისაც იმედებში სურს გაფრენა, ხმა სწორედ მას უნდა მისცეს...

მეორის მომხრეებს სუპერგმირი მიშას სახით ჰყავთ, ამიტომაც ზედმეტი აღგზნება არ სჭირდებათ. ნონა უბრალოდ ამ რწმენას განასახიერებს... 

მელია? ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. გაუგებარია, ვინ ან რატომ უნდა მისცეს მას ხმა... 

გავყვეთ იმედსა და რწმენას... 

ჯერ ვნახოთ, რა იცის მათზე ვიკიპედიამ. იმედით დავიწყოთ.

ვიკიპედიამ ზუსტად იცის, რომ ლევან ხაბეიშვილი 1987 წლის 7 მაისს დაიბადა. თუმცა მისი განათლების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. მგონი, ის ერთადერთია, ვის განათლებაზეც ვიკიპედიას წარმოდგენაც კი არ აქვს...

რწმენით გავაგრძელოთ.

ვიკიპედიამ ზუსტად იცის, რომ ნონა მამულაშვილი 1977 წლის 13 მარტს დაიბადა. განათლება საკმაოდ შთამბეჭდავია: 1999 წელს დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მრეწველობის მართვის სპეციალობით. მოგვიანებით სწავლა განაგრძო პარიზის სორბონის უნივერსიტეტში, სპეციალობით: ისლამური ცივილიზაცია, არაბები. ამის შემდეგ სწავლა განაგრძო ვესტმინსტერის უნივერსიტეტში, სადაც დიპლომატიურ მეცნიერებათა მაგისტრი გახდა.

განათლებაში ხაბე აგებს...

ახლა კარიერა ვნახოთ.

ლევან ხაბეიშვილი: 2012-2013 წლებში მუშაობდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე; 2013-2014 წლებში იკავებდა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2017 წელს აირჩიეს თბილისის საკრებულოს დეპუტატად.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატი სამგორის მაჟორიტარულ ოლქში. მან ხმების 39,14% (27506) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

ნონა მამულაშვილი: 2007-2013 წლებში მუშაობდა „ბრიტიშ-ამერიკან ტობაკოს“ კავკასიის წარმომადგენლობაში. 2012-2015 წლებში იყო საქართველოში „პფაიზერის“ წარმომადგენლობის რეგიონული დირექტორი. 2015-2020 წლებში მუშაობდა „ფილიპ მორის საქართველოში“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

2022 წლის 16 ნოემბერს შეუწყდა უფლებამოსილება მას შემდეგ, რაც თავად გააკეთა განცხადება პარტიისა და პარლამენტის დატოვების შესახებ.

მგონი, ნონა ისევ უგებს...

თუმცა მამულაშვილს ყველგან უპირატესობა არ აქვს. ხმაურისა და სკანდალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აქ კონკურენტს ხაბეიშვილი სულაც არ ჩამოუვარდება. 

ერთიც მონაწილეობდა მოწინააღმდეგესთან ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი და მეორეც. ამის მაგალითი ბევრია. 
ამბები რომ არ მოვყვეთ, სათაურებს გადავხედოთ:

„ლევან ხაბეიშვილი და გიორგი დოხტურიშვილი საკრებულოში ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ“.

„ნონა მამულაშვილი გადაცემაში დავით ლორიას ფიზიკურად დაუპირისპირდა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაგიდაზე ავიდა, საიდანაც ირაკლი ზარქუამ ჩამოსვა“.

„მერიასთან აქციაზე ლევან ხაბეიშვილს სცემეს“.

აქ მათ შორის ანგარიში თანაბრდება. 

თუმცა ანგარიშის თვლას აზრი არ აქვს. მთავარია, ვის დაუჭერენ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები. 

ისე, ნონას სხვა აქტივებიც აქვს, თანაც უკრაინაში. მისი ძმა ხომ იქ რუსეთის ოკუპაციას ებრძვის, ქართულ ლეგიონს ხელმძღვანელობს და ფრონტის ხაზზე დგას. ეს კი დის კარიერისთვის დამატებითი ბონუსია.

მელია? არ ვიცი, ის რას მოიფიქრებს... იმდენად მაზოხისტიც არ მგონია, საკუთარ წაგებას საკუთარივე თვალით მშვიდად უყუროს...

ისე, მიშა სააკაშვილს რომ არჩევანის უფლება ჰქონდეს, საინტერესოა, ხმას ვის მისცემდა... არ არის გამორიცხული, ამ განლაგებაში ნონა მამულაშვილს უფრო გულშემატკივრობდეს, თუმცა, სავარაუდოდ, დუმილის უფლებას შეინარჩუნებს და შიდანაციონალურ არჩევნებში არავის სასარგებლოდ ღიად არ ჩაერთვება. 

დანარჩენს ერთად ვნახავთ... 

P.S. არჩევნებში კიდევ ერთმა ფიგურამ დაირეგისტრირა თავი, თუმცა, მასზე აღარ შევჩერდი, ისედაც უიმედოა. 







სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი