სტატიები
ვინ იძია შური მელიაზე - ვინ დგას სკანდალური ჩანაწერის უკან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1886 31 იანვარი 2023, 19:43


ქეთი ხატიაშვილი

გიგა ბოკერიას ცოლმა ნაციონალების საარჩევნო რინგის ყველაზე დიდ ინტრიგას წერტილი დაუსვა. აღმოჩნდა, რომ ნიკანორ მელიას ჩანაწერი არც ფარული იყო და არც დამონტაჟებული; მის უკან არც სუსი იდგა და არც ვანო მერაბიშვილი, არამედ... აქ კი ჩერგოლეიშვილი სამ წერტილს სვამს - კონკრეტულად ვინ იძია შური მელიაზე, არ ამბობს. თუმცა დამნაშავეთა წრეს ასახელებს. 

გიგა ბოკერიას ცოლის აღიარებით, ჩანაწერი, სადაც კარგად ისმის, როგორ აგინებს მელია სააკაშვილს, „2016 წლისაა“ და ის „მეგობრული ჩატიდანაა გავრცელებული“. ამ ჩატში კი, ჩერგოლეიშვილის თქმით, იყვნენ გიგა ბოკერია და მისი ცოლი, ასევე გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, ნიკა მელია და ნიკა გვარამია.

დეტალებს დავაკვირდეთ. 2016 წელი. ამ წელს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პირველი გაყოფა მოხდა. ეს ის დროა, როცა გიგა ბოკერია, მისი ცოლი, ასევე ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და სხვები მიშას რეიტინგით ჯერ საპარლამენტო არჩევნებს იგებენ, შემდეგ კი მისთვის პარტიის წართმევის პროცესს იწყებენ. ნიკანორ მელია თავიდან ამბოხებულების რიგებში ერთ-ერთი რიგითი წევრია. დაპირისპირება მაშინაც ძალიან ხმაურიანი და სკანდალური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ შენარჩუნებას მიშა უკრაინიდან ცდილობს. ყველას კიევში ან ოდესაში იბარებს და პირადად ესაუბრება. მათ შორის იყო ნიკანორ მელიაც. არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე კიევის მიმართულებით ბილეთი მასაც აუღეს. ჩავიდა ხმაურით, ჩამოვიდა ჩუმად და მოულოდნელად ხმა მიშას გავლენებს დაუჭირა. 

ჩატის მეგობრები მაშინ, როგორც ჩანს, მოატყუა. ხმოვანი შეტყობინება ჩაუგდო, მიშას ასე ვუთხარი, ისე ვუპასუხეო, ტრაბახობდა. 

2023 წლის არჩევნებზე მას სწორედ ეს ჩანაწერი გაუვრცელეს. ვინ? ჩერგოლეიშვილი არ ასახელებს. შესაძლოა, ბოკერიამ და მისმა ცოლმა თავადაც გაავრცელეს, განგებ. სულაც არ არის გამორიცხული - პოლიტიკაში გიგა ბოკერიაც საკმაოდ ბოღმიანი მოთამაშეა.

ნიკანორ მელია ჩაძირეს. არჩევნებს რომ წააგებდა, ეს ცხადი იყო. პარტიაში ძირითადად მიშას მომხრეები არიან. 40% როგორ აიღო, საოცარია. როგორც ჩანს, საარჩევნო პროცესში მისი პირადი სანაცნობო წრე ჩაერთო, პარტიული ხმები ან მხარდაჭერა მას თითქმის არც ჰქონდა. 

აქ ერთი საინტერესო დეტალია. შესაძლოა, ჩვენ არა, მაგრამ ნიკანორ მელიას ხომ დროც ეცნო და ტექსტიც? მაგრამ ის ცდილობს, ეს ყველაფერი საარჩევნო კამპანიაში კონკურენტების წინააღმდეგ გამოიყენოს. საუბრის შინაარსში არ შედის, სამაგიეროდ, დარწმუნებით ამბობს, რომ ამის უკან ვანო მერაბიშვილი დგას, რომ ხაბეიშვილის მხარდაჭერა სწორედ ასეთ ბინძურ წესებზე თანხმობას ნიშნავს. ბევრი ეცადა, მაგრამ ტოლობის ნიშანი მაინც ვერ დასვა - არჩევნები წააგო. 

ახლა ნაციონალების ოფისში ამაყი და გაცისკროვნებული ლევან ხაბეიშვილი დადის. არის მის ბედნიერებაში რაღაც სევდიანიც. კი, კი, სევდიანიც. როგორც თავად ნიკანორ მელიამ მიანიშნა, ხაბეიშვილი თავის დროზე მან „იყიდა“ და პარტიაში მიიყვანა. ჰოდა, აბა ვინ იფიქრებდა, რომ დადგებოდა დრო და მომენტი, როცა ნაციონალების ოფისის დიასახლისი თავადაც გახდებოდა. მის დანახვაზე დაცვა ფეხზე ადგებოდა, თავმჯდომარის კაბინეტის გასაღებს ჯიბეში ჩაიდებდა და მანქანა მოემსახურებოდა... ნუ, პრინციპში, მხოლოდ ასეთი პრივილეგიების გამოა ეს პოზიცია მისთვის საინტერესო. სხვას მას არავინ და არაფერს შეეკითხება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი