სტატიები
კიევში ლაპარაკობს, თბილისში დუმს - მერაბიშვილის გეგმები და შეშინებული ოპოზიცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1791 17 მარტი 2023, 23:16


ქეთი ხატიაშვილი

ოპოზიციამ შიშებით თამაში დაიწყო. უკვე იქამდე, რომ მალე შეიძლება თქვან: ჰაერი, რომლითაც „ქართული ოცნება სუნთქავს, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ქრის და გვწამლავსო. პარალელურად კი გვარწმუნებენ, რომ გუბაზ სანიკიძის, არმაზ ახვლედიანის, თაკო ჩარკვიანის, ლევან ხაბეიშვილის ან ლელოს ტვიქსი ბიჭებს მოაქვთ თავისუფლება და დასვლური ღირებულებები... 

ჰოდა, ნიილიზმსაც ეს აჩენს. ფიგურები, რომლებიც პროდასავლური ღირებულებების სახელით თამაშბენ, ბოლომდე გაკოტრებული ან კომპრომტირებულები არიან

მაგალითად, ელენე ხოშტარია. ერთ დროს ის დიდ იმედებს აჩენდა. და ეს ეპატაჟური პატრიოტიზმის მიუხედავად. საქმე ის კი არ არის, რომ რუსეთის ბიუჯეტი მის ოჯახს ფულს უხდის, შეიძლება ფულიც აიღო და პატრიოტადაც დარჩე, უბედურება ისაა, როცა თავში აზრადაც არ მოგდის, ამ ფულით თუნდაც 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახების ბავშვებს დაეხმარო. როცა ამ ფულს მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ხარჯავ, ძალიან ძნელია, ვინმემ დაგიჯეროს... 

დაუჯეროს გიორგი ვაშაძე, რომელსაც ერთ დროს ვად ოპოზიცია ადანაშაულებდა ჩემოდნებით ფულის დარიგებაში. თქვეს, რომ ის ტელევიზიებს ფულს პიარის სანაცვლოდ სთავაზობდა.... 

დაუჯეროს ზურაბ, იგივე გირჩ, იგივე მეტი თავისუფლება ჯაფარიძეს, პატრიოტიზმი ხან ჩახდა რომ გონია და ხან - პარტიიდან პარტიაში ხტუნაობა... 

დაუჯეროს... და აქ ძალიან გრძელი სია შეიძლება ჩამოწერო... 

ამიტომაც რა გასაკვირია, რომ იგივე ამ და .. აგენტების შესახებ პროექტზე ხალხმა მხოლოდ უცხოელ დიპლომატებს დაუჯერა. სწორედ დიპლომატებს და არა უცხოელ პოლიტიკოსებს. 

მაგრამ ესეც არ არის მთავარი. ის, რაც მთავარია, კარგად გამოჩნდა ვანო მერაბიშვილის მაგალითზე. სააკაშვილის შს მინისტრმა ტრადიციულად რუს ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ და თქვა ის, რასაც ქართული ოცნება უკვე დიდი ხანია, ამტკიცებს და ენმ- ომის პარტიას ეძახის... 

საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ იომებს! - განაცხადა ევგენი კისელიოვთან საუბარში მერაბიშვილმა.   

აბა, ომი გინდას ფორმულის ავტორები იძულებულნი გახდნენ, მერაბიშვილის განცხადებებს გამიჯნოდნენ. მაგრამ საინტერესოა, ენმ თავის ამომრჩეველს ატყუებს, როცა ვანოს ემიჯნება, თუ ვანო ეთამაშება უკრაინის აუდიტორიას - კიევი ხომ დიდი ხანია, საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვს?    

ისე, ვინ იგულისხმა ახალ მთავრობაში შს ყოფილმა მინისტრმა, რთული გამოსაცნობი არ არის, თუმცა ლოგიკას მოკლებულებისთვის ყოველი შემთხვევისთვის მინიშნებები მაინც გააკეთა და ყველაზე სერიოზული და რეიტინგული მიშას პარტიას უწოდა 

რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიააერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის პარტიამისი რეიტინგი ორჯერ მეტია, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ერთად...“  

არც დაუტოვებია კითხვის ნიშნის ქვეშ, როგორ მოდის ახალი ხელისუფლება ვერტიკალზე. პირდაპირ თქვა, რა არის მთავარი მიზანი: 

ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა. 

ძირითადი ამოცანა: 

ჩვენი ძირითადი ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. 

არ გამორიცხა მაიდანი, გააკრიტიკა მელია პასიურობისთვის და აქტიური მოქმედებების დროდ გაზაფხული/ზაფხული დაასახელა 

კიევში გაკეთებულ ამ განცხადებებს თბილისში ნამდვილი ისტერიკა მოჰყვა. იმდენად, რომ ჯერ მას დანარჩენი ოპოზიცია გაემიჯნა, შემდეგ თავად ნაციონალური მოძრაობა. 

მოკლედ, შური ყველამ იძია. დანარჩენმა ოპოზიციამ მაშინვე გადაწყვიტა, ვანოს დასანახად  საკუთარი სერიოზულობის, მნიშვნელობისა და რეიტინგის დემონსტრირება მოეხდინა. შანსიც მალევე მიეცათ. ხაბეიშვილმა, ალბათ, იფიქრა, არავინ დამასწროსო და 9 აპრილის აქცია ერთი თვით ადრე დააანონსა. თუმცა ყველა მიხვდა, რომ ამ გეგმის უკან მერაბიშვილი იდგა. ამიტომაც ყველა დანარჩენმა - ვის სერიოზულობასა და სიძლიერეში ვანოს ეჭ ეპარებოდა, აქციაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მეტიც, ხაბეს ინიციატივის წინააღმდეგ მელიას გუნდიც კი გამოვიდა 

რა თქმა უნდა, ჩვენი ოპოზიცია მხოლოდ ერთ კურდღელს არასდროს დასდევს. ვანოს გარდა, აქციის ჩაგდების მთავარი მიზანი თარიღის მნიშვნელობაც არის. არავის უნდა, მიშას პარტიას ეროვნული მოძრაობის ფლაგმანის ტიტული გაუფორმოს 

საერთოდ, აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტმა კარგად აჩვენა ის შიშები, რომლებიც ოპოზიციას ერთმანეთის ან პოტენციური კონკურენტების მიმართ აქვ. 

მაგალითად, ოპოზიციამ აქციების პირველ დღეს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა არ შეიმჩნია. არადა საქართველოს პრეზიდენტმა რუსთაველზე გამოსულ ახალგაზრდებს მხარი ღიად დაუჭირა. ოპოზიციამ მაშინვე დაიწყო: ეგ საერთოდ ვინ არის, მაგას რა შეუძლია, ჯერ ივანიშვილს გაემიჯნოს, ჯერ მიშა გამოუშვას, ეგ თამაშია და ასე შემდეგ. 

მეორე დღეს კი ყველაფერი გააკეთეს, რომ არავის ეს პროტესტი საკუთარ პოლიტიკურ ანგარიშზე არ ჩაეწერა. ბოლოს ხაბეიშვილს 9 აპრილის აქციაც დაუწუნეს, ეს სიმბოლური თარიღია და არავის ეკუთვნისო 

თავად რას გვთავაზობენ? კონკრეტულს ვერაფერს. უფრო ზუსტად ისევ მავეს, რასაც ათი წლის წინათ, ცხრა წლის წინათ, რვა წლის წინათ, შვიდი წლის წინათ, ექვსი წლის წინათ, ხუთი წლის წინათ, ოთხი წლის წინათ, სამი წლის წინათ, ორი წლის წინათ, ერთი წლის წინათ, ერთი დღის წი... 

გუბაზ სანიკიძე შალვა ნათელაშვილის ფანჩატურის იქით ვერ მიდის, თავად შალვა ნათელაშვილი - ვადამდელი არჩევნების იქით, მთელი ოპოზიცია კი თანხმდება, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა შეთანხმდნენ. მაგრამ რაზე ან როგორ, ეს ჯერ არავინ იცის... 

  

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი