სტატიები
საქართველოს ოთხი ქარიზმატული ფიგურის 14 პრემიერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1037 10 სექტემბერი 2019, 12:55

ზვიად გამსახურდიამ მხოლოდ ერთხელ მოასწრო პრემიერის დანიშვნა, შევარდნაძემ, სახელმწიფოს მეთაურის ოთხწლიან ციკლში - მხოლოდ ორჯერ. შემდეგ, 1995 წელს, კონსტიტუცია შეიცვალა და პოსტი გაუქმდა. ვარდების რევოლუციონერებმა პრემიერის პორტფელი ისევ აღადგინეს.  სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობისას პრემიერი ექვსჯერ შეიცვალა, ბიძინა ივანიშვილი  უკვე მეხუთედ ცვლის.

შსს ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს  მე-14 პრემიერ-მინისტრი დაქართული ოცნებისხელისუფლების მეხუთე პრემიერია. ის ასევე მესამეა, ვინც შსს-დან პრემიერის სავარძელში გადაინაცვლა. პირველი ვანო მერაბიშვილი იყო, მეორე ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის მოადგილე  ბესარიონ გუგუშვილი იყო პირველი და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების  ბოლო პრემიერი

ანო მერაბიშვილი პირველი შს მინისტრია, რომელიც პრემიერ-მინისტრად გადაიყვანეს. ამავე დროს, ის ერთადერთი  პრემიერია, რომელიც არც გადამდგარა და არც გადაუყენებიათ - პრემიერის  სავარძელი 2012 წლის არჩევნებს შედეგად ხელისუფლების ცვლილების გამო დატოვა;

ზურაბ ჟვანიას უფლებამოსილება მისი გარდაცვალების გამო შეუწყდა. ის ერთადერთი, ვისი პოლიტიკური ვარსკვლავიც ევროსაბჭოს შენობის წინ კაშკაშებს.  

ნიკოლოზ გილაური ერთადერთია, ვინც პრემიერობის დროს დაქორწინდა

ზურაბ ნოღაიდელი იყო პირველი, ბიძინა ივანიშვილი მეორე, ირაკლი ღარიბაშვილი კი, შესაბამისად, მესამე, ვინც პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ პოლიტიკაც დატოვეს, თუმცა, მოგვიანებით, ისევ დაბრუნდნენ.  ივანიშვილი ასევე პირველი პრემიერია, ვისაც კოჰაბიტაციურ პირობებში მოუწია მუშაობა.   

გიორგი გახარია ერთადერთი პრემიერი არ არის, ვის გადადგომასაც მის დანიშვნამდე მოითხოვდა ოპოზიცია. პიონერი აქ ვანო მერაბიშვილია. 

[1995  წელს მიღებული კონსტიტუციის მიხედვით, პრემირ-მინისტრი სახელმწიფო მინისტრმა შეცვალა ნიკო ლეკიშვილი პირველი სახელმწიფო მინისტრი იყო. ის, ამ პოსტზე ვაჟა ლორთქიფანიძემ შეცვალა, ეს უკანასკნელი გიორგი არსენიშვილმა ჩაანაცვლა, „ვარდების რევოლუციისდროს  სახელმწიფო მინისტრის პოსტს ავთო ჯორბენაძე იკავებდა.]


 ბესარიონ გუგუშვილი

აქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრის ტიტული ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს სწორე მას ერგოპოსტი ეკავა 4 თვით და 10 დღით (1991 წლის 26 აგვისტო - 1992 წლის 6 იანვარი.) პარტიულობა - "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი"  საქართველო

1991-1992 წლებში, სამოქალაქო ომის დროს, ის ზვიად გამსახურდიასთან ერთად  დევნილობაში გროზნოში წავიდა. მონაწილეობდა პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ წარმოებულ 1993 წლის აჯანყებაშიც. აჯანყების დამარცხებისა და ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული გარდაცვალების შემდეგ ის დაბრუნდა გროზნოში და  ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდა (1994 ).  

საქართველოს პირველი  პრემიერ-მინისტრი  უკვე 24 წელია ფინეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. 1995 წელს  მან   ფინეთისგან  პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

ბესარიონ გუგუშვილი იყო ზვიად გამსახურდიას მკვლელობისმთავარი მოწმე“. 1993 წლის 31  დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში მდებარე ღურწკაიების საცხოვრებელ სახლში  პრეზიდენტ გამსახურდიას თან ბესარიონ გუგუშვილი ახლდა. იქ ასევე, იმყოფებოდნენ პრეზიდენტის დაცვის წევრები რობიზონ მარგველანი და ბაჩუკი გვანცელაძე.

ბესარიონ გუგუშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა.

ის ერთადერთი პრემიერ-მინისტრია, ვინც პოლიტიკური დევნილის სტატუსი ითხოვა.

 

 თენგიზ სიგუა

საქართველოს რიგით მეორე  და ედუარდ შევარდნაძის პირველი პრემიერ-მინისტრი, უპარტიოპრემიერის პორტფელს ფლობდა 9 თვის განმავლობაში, (1992 8 ნოემბერი – 1993 წლის 5 აგვისტო)

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა. ზვიადისტები მას კანონიერი პრეზიდენტის დამხობაში ამხელდნენ. მოგვიანებით, თავად სიგუა იტყვის:  „გამსახურდია ცოლმა დაღუპა და არა სიგუა -კიტოვანმა“. გამსახურდიას მთავრობას ისანტიეროვნულ, ანტიდემოკრატიულ“- უწოდებდა.

თანამდებობიდან  მას  შემდეგ გადადგა, რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი არ დაამტკიცააქტიურად საუბრობდა, მიწის რეფორმასა და პრივატიზაციაზე.   

ხალხის მეხსიერებას მისი პრემიერობიდანსიგუას ნამცხვარიშემორჩა.

 

 ოთარ ფაცაცია

 საქართველოს მესამე პრემიერ-მინისტრი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, უპარტიოამ სტატუსს ატარებდა 2 წელი და 15 დღე (1993 წლის 20 აგვისტო – 1995 წლის 5 ოქტომბერი).

მის პრემიერობას დაემთხვა ხორბლის და ფქვილის კრიზისი, რუსეთის მიერ საქართველოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა 

ოთარ ფაცაციას მინისტრთა კაბინეტი, როგორც მაშინდელი მედია წერდა, კორუმპირებული იყო. მისი პრემიერობის დროს დიდი რაოდენობით ხე-ტყე და ჯართად დაჭრილი საწარმოები უკანონოდ გავიდა ქვეყნიდან, თუმცა,  ამ უკანონო საქმიანობისთვის პასუხი არავის უგია.

მაშინდელი მედია სწორედ კორუფციას ასახელებდა ფაცაციას გადადომის მიზეზად. ექსპერტების შეფასებით კი,  ოთარ ფაცაცია საკუთარი სურვილით გადადგა, რადგან ვეღარ შეძლო იმდროინდელი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის მართვა.   

ის იყო შევარდნაძის ბოლო პრემიერ-მინისტრი, საქართველოს კონსტიტუცია იცვლება, ეს პოზიცია უქმდება და შემოდის სახელმწიფო მინისტრის პოზიცია. ვარდების რევოლუციამდე პრემიერი საქართველოს არ ჰყოლია.

 

ზურაბ ჟვანია

 საქართველოს პირველი (რიგით მეოთხე) პრემიერ მინისტრივარდების რევოლუციისშემდეგ. ამ პოზიციაზე თითქმის ერთი წელი დაჰყო, (2004 წლის 17 თებერვალი - 2005 წლის 3 თებერვალი).

ერთადერთი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და პრემიერი, რომელსაც სტრასბურგში, ევროსაბჭოს წინ ვარსკვლავი და მემორიალური დაფა გაუხსნეს.

მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი!“ - ეს სიტყვები მან 1999 წელს ევროსაბჭოში საქართველოს მიღების დღეს თქვა. ეს ისტორიული ფრაზა სტრასბურგში ევროსაბჭოს შენობის  შესასვლელთან დადგმულ  მემორიალურ დაფასაც აწერია.

ისი მთავარი მიზანი საქარველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება, ევროპული სტილისა და დასავლური ფასეულობების დანერგვა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება იყო. 

დასავლეთში ისრადიკალური განწყობებისმქონე სააკაშვილის საპირწონე, დამაბალანსებელ ფიგურად განიხილებოდა. 

პოსტსაბჭოურ სივრცეში ჟვანიამ პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.  

ხმაურიანი იყო ზურაბ ჟვანიას გადაწყვეტილება, როცა ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 2001 წლის ოქტომბერში გადადგა  პოსტიდან - იმდროინდელ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო. 

ვარდების რევოლუციისშემდეგ, ის  ჯერ  საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო, ხოლო განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ,  2004 წლის 17 თებერვალს, პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. 

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს, გაურკვეველ ვითარებაში. ოფიციალური ინფორმაციით, გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის  აირით. 

 

ზურაბ ნოღაიდელი

საქართველოს რიგით მეხუთე  პრემიერ-მინისტრი,  ამ სტატუსს 2 წელი და ცხრა თვე ატარებდა, (2005 წლის 10 თებერვლი - 2007 წლის 16 ნოემბრი), უპარტიო.   

2005  წელს ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების  შემდეგ  პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრად  მისი  „გუნდის წევრიზურაბ ნოღაიდელი დანიშნა. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ჟვანიას გარდაცვალებამ სერიოზული ეჭვები გააჩინა, პოლიტიკური ვითარება დაიძაბა და რაიმე სახის აფეთქების თავიდან ასაცილებლად, მან პრემიერობა, შესაბამისად, გავლენები ვერტიკალზე, ჟვანიას გუნდს დაუტოვა.  

მისი პრემიერობა   აქტიურობით   არ გამოირჩეოდა. თუმცა, ექსპერტები ამ პერიოდს ახასიათებენ ეკონომიკური ზრდითა და საკუთრების უფლების ტოტალური დარღვევებით. 

გადადგომის შემდეგ ის დროებით ჩამოშორდა პოლიტიკას  და როგორც ამბობენ, კახა კალაძის ბიზნესპარტნიორი გახდა. 

2008 წლის შემოდგომაზე ნოღაიდელი პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა, ჩამოაყალიბა პარტია - „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“.  ის საზოგადოებამ მოსკოვში, პუტინის გვერდითაც იხილა, თბილისში მან განაცხადა, რომ  „პოლიტიკა საქართველოში ჩემს გარეშე ვეღარ იქნება“. თუმცა,  2010 წლის 23 დეკემბერს პარტიის რიგგარეშე ყრილობამ  ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა ფინანსური დავალიანების გამო.    

 

ვლადიმერ გურგენიძე

საქართველოს მეექვსე პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, უპარტიო.  პოსტზე 11 თვე და რვა დღე დაჰყო, (2007 წლის 23 ნოემბერი -  2008 წლის 27 ოქტომბერი) 

წარმატებული ბანკირი ვლადიმერ გურგენიძე  პრემიერ-მინისტრად დაინიშნა 2007 წლის  ნოემბრის აქციების დარბევის შემდეგ. გურგენიძემ ამ პოსტზე 2008 წლის 1 ნოემბრამდე იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით 2008 წლის პირველ ნახევარში შედგა ფოთის პორტისა და თბილწყალკანალის საპრივატიზაციო პროექტები, რის გამოც, 2008 წლის პირველ ნახევარში პრივატიზციიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს, 352 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გურგენიძემ გრანტებისა და სესხების სახით მოიზიდა დაფინანსებები საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან - საერთო ოდენობით 5 მილიარდ აშშ დოლარამდე. 2008 წლის 1 ნოემბერს ის  გადადგა და საბანკო სექტორს დაუბრუნდა

 

გრიგოლ მგალობლიშვილი 

საქართველოს მეშვიდე პრემიერი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, უპარტიოპრემიერ-მინისტრის პორტფელს, ყველაზე ცოტა ხანსსულ სამი თვე - 97 დღე ფლობდა, (2008 წლის 27 ოქტომბერი - 2009 წლის 30 იანვარი). 

2008 წლის 27 ოქტომბერს დიპლომატი გეგა მგალობლიშვილი დასახელდა  ლადო გურგენიძის შემცვლელად.  2008 წლის 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერსა და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მგალობლიშვილის განცხადებით, „რეკონსტრუქცია, დასაქმება და ხალხზე ზრუნვა“, „რადიკალური დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებიიქნებოდა მისი მთავრობის  მიზნები. თუმცა, არ დასცალდა, სამ თვეში - 2009 წლის 30 იანვარს მან გადადგმის შესახებ განცხადება გააკეთა.   

გავრცელებული ინფორმაციით,  გრიგოლ მგალობლიშვილის თანამდებობიდან   წასვლის მიზეზი პრემიერსა და პრეზიდენტს შორის წარმოქმნილი უთანხმოება გახდა.  არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ მგალობლიშვილს მობილური ტელეფონი ესროლა.   

პრემიერობიდან წასული გიორგი მგალობლიშვილი  ცოტა ხნით ნატოში საქართველოს წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. 

 

ნიკოლოზ გილაური 

საქართველოს მერვე პრემიერ-მინისტრი, უპარტიოპოსტზე 3 წელი და 4 თვე დაჰყო, (2009 წლის 6 თებერვალი- 2012 წლის 30 ივნისი). თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მაშინ ის 39 წლის იყო 

ერთადერთი პრემიერია, ვინც საკუთარი წიგნი გამოსცა სათაურით, „პრაქტიკული ეკონომიკა“. როგორც თავად, Forbes Georgia-სთან ინტერვიუში თქვა, წიგნის 90 პროცენტიმაინც რეფორმებზეა და იმაზე, თუ როგორ იმართებოდა ეს ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმები პრაქტიკაში... მივხვდი, რომ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმ თეორიულ ცოდნას, რომელიც მივიღე, იმ ეკონომიკურ სკოლებს, რომლებსაც გავეცანი, როცა პრემიერი გავხდი, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში უბრალოდ არ მუშაობს. დიახ, ეს სიმართლეა. პრაქტიკაში მხოლოდ პრაქტიკული ეკონომიკა ამართლებსროდესაც გადაწყვეტილებებს ყოველი კონკრეტული მომენტის შესაბამისად იღებ. ეს არის და ეს. შენ ასევე იაზრებ, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვა და შენ დგამ ამ ნაბიჯს და რეფორმების რეფორმირებას ახდენ. საბოლოო ჯამში, რაღაც კარგს იღებ: ფორმულას, რომელიც კონკრეტული სექტორისთვის მუშაობს, როგორც მივიღეთ ენერგეტიკაში, საბაჟოზე, საგადასახადო კუთხით და .. მიღწევაა, როდესაც კონკრეტულ პრობლემას ჭრი კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტულ სფეროში. ამას არავითარი კავშირი არა აქვს თეორიასთან. აქ მთავარი პრაქტიკული ეკონომიკაა. ამ ტიპის პრაქტიკული ფორმულები ძალიან საჭიროა მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში.“ - განმარტავს ყოფილი პრემიერი Forbes Georgia-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში 

ნიკა გილაური საკუთარ წიგნში ხაზს უსვამს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი საქართველოში გატარებული რეფორმები გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის. 

წინგში გამოყოფილია კორუფციასთან ბრძოლის, მთავრობის ზომის სწორად განსაზღვრის, ბიზნესზე მორგებული გარემოსა და საგადასახადო კოდექსის საკითხები, ასევე სახელმწიფო პრივატიზაციის მნიშვნელობა, ჯანდაცვის და განათლების რეფორმების მნიშვნელობა.  

 

ვანო მერაბიშვილი 

საქართველოს მეცხრე და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ბოლო პრემიერიპოსტზე ყოფნის ვადა - 3 წელი და 4 თვე, (2012 წლის 4 ივლისი - 2012 წლის 25 ოქტომბერი) 

ის ერთადერთი პრემიერ-მინისტრია, რომელიც არც გადამდგარა და არც გადაუყენებიათ - 2012 წლის არჩევნებს შედეგად ხელისუფლების ცვლილების გამო, პრემიერის  სავარძელი მან ბიძინა ივანიშვილს დაუთმო. ის ასევე ერთადერთი გასამართლებული პრემიერია, ქვეყნიდან არც გაქცევა უცდია და არც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. 

არჩევნების წინ სააკაშვილი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. მერაბიშვილმა საარჩევნოდ გამოსცა სპეციალური კალენდარი, სადაც მმართველი პარტიის დაპირებები თვეებისა და რიცხვების მიხედვით იყო გაწერილი. ეს იმისთვის, რომ ამომრჩეველი დარწმუნებულიყო რამდენად სწრაფად, ეფექტურად და შედეგიანად იმუშავებდა პრემიერის რანგში მერაბიშვილი. ყველაფერი ამ კალენდრის მიხედვით აეწყობა და შესრულდება, ამბობდა ის. თუმცა, ციხის კადრებმა ნაციონალური მოძრაობის მარცხი გამოიწვია.  

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს და რამდენიმე ბრალდებით გაასამართლეს. მათ შორის, აკურას ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევისთვის; 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისთვის; სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვისთვის; ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის; კვარიათის აგარაკის  მითვისებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.   მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

 

ბიძინა ივანიშვილი 

საქართველოს რიგით მეათე და კოალიციაქართული ოცნებისპირველი პრემიერ-მინისტრი. პოსტზე ერთი წელი და ერთი თვე დაჰყო, (2012 წლის 25 ოქტომბერი - 2012 წლის 20 ნოემბერი) 

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამქართული ოცნებადემოკრატიული საქართველომოიპოვა გამარჯვება. ის იყო პირველი პრემიერი, რომელსაც კოჰაბიტაციის პირობებში მოუწია ვერტიკალზე ყოფნა. მაშინ პირველად ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა და პირველად ოპოზიცია პოლიტიკაში დარჩა როგორც პარტია, არ დაშლილა და გამქრალა ისე, როგორც შევარდნაძისმოქალაქეთა კავშირი“. 

მისი პრემიერობის პერიოდში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა (უფასო გახდა გადაუდებელი ოპერაციები და მშობიარობა), დაიწყო თვითმმართველობის სისტემის რეფორმაზე მუშაობა და შემუშავდა სოფლის გადარჩენის პროექტი. პრიორიტეტებად იქნა დასახული ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების აღდგენა და დამკვიდრება. ბიზნესის გათავისუფლება სახელმწიფო წნეხისაგან.[38] დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობის გაძლიერება და ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის გატარება. 2013 წლის 20 ნოემბერს ივანიშვილმა წინასწარ გაკეთებული განცხადების საფუძველზე საკუთარი სურვილით დატოვა 

პოსტი მან მისთვის ყველაზე სანდო ფიგურას ირაკლი ღარიბაშვილს გადააბარა და თავად სამოქალაქო სექტორში გააგრძელა საქმიანობა, თუმცა, მალევე, 5 წლის შედეგ პოლიტიკას დაუბრუნდა, დღემდე ის პარტიის თავმჯდომარის რანგში მართავს პროცესებს.   

 

ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს მეთერთმეტე და „ქართული ოცნებისმეორე პრემიერიპორტფელს ორი წელი და ერთი თვე ფლობდა, (2013 წლის 20 ნოემბერი -  2015 წლის 30 დეკემბერი).  

ბიძინა ივანიშვილმა ის შს მინისტრის პოსტიდან პრემიერად გადაიყვანა.   

2013 წლის 17 ნოემბერს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მომენტიდან, ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წელს განხორციელებული ახალი რეგულაციები, რომლითაც   შეიცვალა და გაიზარდა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები. 

2013 წლის 18 ნოემბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა მთავრობის ახალი პროგრამა, რომელიც ეფუძნებოდა კოალიციაქართული ოცნებისმიერ გაცხადებულ ღირებულებებსა და საარჩევნო პროგრამას. 

ბიძინა ივანიშვილის რჩეულის  სახელი პრემიერ-მინისტრობიდან ორი წლის თავზე მისი ნათესავების ბიზნეს ინტერესების ლობირებას დაუკავშირდა და ირაკლი ღარიბაშვილი  თანამდებობიდან გადადგა. თუმცა, ზოგიერთი მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ის ბიძინა ივანიშვილმა აიძულა თანამდებობა დაეტოვებინა. მოგვიანებით, სამიწლიანი პაუზის შემდეგ, პოლიტიკაში დაბრუნებლმა ყოფილამ პრემიერმა თავადაც აღიარა, რომ პირადი ინტერესებისთვის ზოგმა მისმა ნათესავმა მართლაც ისარგებლა მისი სახელით, როს გამოც, მათთან ურთიერთობაც შეწყვიტა და პრემიერის პოსტსაც დაემშვიდობა. 

ამჯერად პარტიაში მასქართული ოცნებისპოლიტიკური მდივნის სტატუსი აქვს, რამდენიმე დღის წინ კი გახარიას პრემიერად დამტკიცების დროს, პარლამენტმა მას თავდაცვის მინისტრის პორტფელიც ჩააბარა.   

 

გიორგი კვირიკაშვილი  

საქართველოს მეთორმეტე დაქართული ოცნებისხელისუფლების მესამე  პრემიერიპოსტზე 2 წელი და შვიდი თვე დაჰყო, (2015 წლის 30 დეკემბერი – 2018 წლის 13 ივნისი). 

შეიძლება ითქვას, რომ ის საკმაოდ სკანდალური ფიგურა იყო, თუმცა, ეკონომიკის მინისტრისპოსტზე მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენდა. იმდენად, რომ ბევრი მის გაპრემიერებას პოზიტიური მოლოდინებით შეხვდა. 

მისი პრემიერობის დროს დასრულდა ანაკლიის პორტის ტენდერი, რომელიც ღარიბაშვილის დროს დაიწყო. საბოლოოდ, ამ თემას სკანდალურადაც გადაჰყვა. თუმცა, მანამდე, ის იყო პირველი პრემიერი, რომელმაც პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს ნიკა მელიას აგინა.  

2018 წლის მაისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზენუ მომკლავპრემიერი გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმის საშუალება არ მისცეს, ბოთლები ესროლეს და შეძახილითწადიგააძევეს. ის შეეცადა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებისთვის გარკვეული შეთავაზებები გაეცნო, მაგრამ იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა. 

მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა, იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ. მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა“ - ეს ფრაზა კვირიკაშვილმა 2018 წლის 30 მარტს თქვა. ასე ხმაურიანად ის მისი გადადგმის შესახებ გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა. 

თუმცა, ამ ფრაზიდან ზუსტად 2 თვესა და 10 დღეში, 2018 წლის 13 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.  წასვლის მიზეზად  მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ არსებობდა დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც კვირიკაშვილის წასვლის მიზეზად კვირიკაშვილის უუნარობა და ამის გამო, მმართველი გუნდში არსებული კრიტიკული სიტუაცია დაასახელა.

სწორედ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, უფრო ზუსტად, როგორც თავად განმარტა, პარტიაში არსებული კრიტიკული სიტუაციის გამო დაუბრუნდა პოლიტიკას ბიძინა ივანიშვილი.   

გიორგი კვირიკაშვილისა და ზოგიერთი მისი მთავრობის წევრის სახელი კორუფციულ თემებსაც დაუკავშირდა. პროკურატურაში კორუფციული ბრალდებით აღძრულ საქმეებში მისი გუნდის წევრებიც ფიგურირებენ

 

მამუკა ბახტაძე 

საქართველოს მეცამეტე და  „ქართული ოცნებისხელისუფლების მეოთხე  პრემიერითანამდებობაზე ერთი წელი და ორი თვე იმყოფებოდა, (2018 წლის 20 ივნისი - 2019 წლის 2 სექტემბრი) 

ნაციონალური მოძრაობისშემომწირველის და ბიძინა ივანიშვილის ფავორიტის მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობას საზოგადოება არაერთგვაროვანი რეაქციით შეხვდა. ეს იყო ერთადერთი არაცნობადი პრემიერობის კანდიდატი, რომლის საქმიანობის შესახებაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა  არაფერი იცოდა.    

თუმცა, საზოგადოებას მის მიმართ პოზიტიური მოლოდინები და იმედები მაინც გაუჩნდა, პირველ რიგში იმ ახალი საბანკო რეგულაციების გამო, რაც მან ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს გააჟღერა. 

მამუკა ბახტაძის ცნობადობას ერთგვარად ხელი შეუწყო საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმაც, როცა თქვა, თითქოს, ის პრემიერად მხოლოდ იმიტომ შეარჩიეს, რომ ბიძინა ივანიშვილის სიძე ხდება.  ამ ხმებს ბახტაძემ  facebook live უპასუხა და მას სიცრუე უწოდა. „ივანიშვილის არც ერთ შვილს არ ვიცნობ“ - განაცხადა მან.   

თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა,“ - ეს იყო ძირითადი მესიჯი იმ 32-ინიციატივიანი პროგრამისა, რომლითაც ის პარლამენტის წინაშე წარსდგა, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. 

მამუკა ბახტაძის 2018-2020 წლის სამთავრობო პროგრამაში ყველა მიმართულებით ფუნდამენტურ და ინოვაციურ რეფორმებზე, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის რეფორმების ჩატარების აუცილებლობაზე იყო აქცენტი.    

პრემიერ-მინისტრობის  კანდიდატის რანგში თავის პირველ პრესკონფერენციაზე ბახტაძემ განაცხადა, რომ აპირებს ბოლომდე მიიყვანოს ქართველი ხალხისისტორიული არჩევანი, რაც ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას გულისხმობს“. ასევე მან საკუთარ პრიორიტეტად დაასახელამცირე და ეფექტური მთავრობისშექმნა 

მამუკა ბახტაძის გადადგომის შესახებ საზოგადოებამ თავდაპირველად მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან შეიტყო.  მოგვიანებით, თოქშოუების წამყვანებთან ის გამოჩნდა შავი მაიკით, რომელსაც ჰქონდა წარწერა: განათლება ეროვნული იდეა.

 

გიორგი გახარია 

 საქართველოს მეთოთხმეტე და  „ქართული ოცნებისხელისუფლების მეხუთე პრემიერი.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი პირველად ბიზნეს წრეებში გახდა პოპულარული, რადგან,  ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის რანგში  ხელისუფლებასთან აქტიურად იცავდა  ბიზნესის ინტერესებს. 

გიორგი გახარიას   იმიჯი საგრძნობლად  გაიზარდა  2018 წლის მაისში, „ბასიანსადა სხვა ღამის კლუბებში ნარკოტიკებთან ბრძოლის მიზეზით განხორციელებული რეიდების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე დაწყებული დემონსტრაციის განეიტრალებით და  დემონსტრანტებისთვის  მოხდილი ბოდიშით: „მოდით, დავიწყოთ ბოდიშით“.   

გახარიას სახელი ყველაზე აქტიურად და არასასურველად 2019 წლის 20-21 ივნისის ღამის მოვლენებს დაუკავშირდა  -   პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევას. დემონსტრაციის დაშლისას ასობით ადამიანი დაშავდა, ათობით მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ორმა კი თვალი დაკარგა. 

ამ მოვლენების გამო საზოგადოების ნაწილი დღემდე ითხოვდა შს მინისტრობიდან მის გადადგომას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას.  მოგვიანებით, გიორგი გახარიამ განაცხადა რომ ის  იღებს პასუხისმგებლობას და სწორედ იმიტომ არ გადადგება მინისტრის პოსტიდან რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო აღძრული საქმის გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს. 

გახარიას პოპულარობის დასტურიასოციალურ ქსელებში გავრცელებული მოძრავი ფოტოროცა ის ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს, რომლებიც მის გადადგომას ითხოვდნენ თვალს უკრავს.

 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი