ნიკა გვარამია - სამწუხაროდ, ISFED-ის მომავალი ბუნდოვნია, თუ საერთოდღაა, 25-წლიანი უმწკივლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ საათში ჩაიდო სამარეში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
538 12 დეკემბერი 2020, 12:31
სამწუხაროდ, ISFED-ის მომავალი ბუნდოვნია, თუ საერთოდღაა, 25-წლიანი უმწკივლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ საათში ჩაიდო სამარეში, – აცხადებს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებასთან დაკავშირებით.

„ISFED-ის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ფორმით (ზეპირი ახსნა-განმარტების და შეკითხვებზე პასუხების ღირსადაც არ ჩათვალეს საზოგადოება) მოცემული და ზეუცნაურ დროს (დღეს ვიცით ისედაც რაც ხდებოდა) შეცვლილი ციფრების კონტექსტში, ცხადი ხდება, რატომ დაიწყო ოცნებამ მოლაპარაკებებზე ხელახალ გადათვლაზე, „1%ზე მეტი თუ იქნა, ხელახალ არჩევნებს დავნიშნავთ“-ზე და მსგავსებზე საუბარი. და აი, უცაბედად, დაიდო კიდეც 1%ზე ნაკლები ციფრები, ჰოი, საკვირველებავ :))) და დაიდო არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ, იმ ორგანიზაციის მხრიდან, ვისი ფუნქციაც, შედეგების უსწრაფესად დადებაა. სისწრაფე, თორემ სიზუსტე ისფედთან კავშირში არაა – ყალბ ოქმებს აჯამებს, გადაკეთებულს, კარუსელ და ჩაყრა გამოვლილს. სამწუხაროდ, ასეთია მათი მეთოდოლოგია (ვერსადროს გავიგებ ამ ქვეყანაში ეს მეთოდოლოგია რატომაა რელევანტური, მაგრამ, რაცააა, ეგაა). ხოდა, მარტო სისწრაფე რო მოეკითხება, იმ ორგანიზაციისგან თვენახევარში ახალ შედეგებს ვიღებთ, თან სრულ შესაბამისობაში ოცნების ზრახვებთან და წინასწარ დაანონსებულ მიზნებთან და საჭიროებებთან. შემთხვევითი დამთხვევაა? შესაძლოა. ნეტარ იყვნენ მორწმუნენი.

რაც შეეხება, „გადავთვალოთ ისფედით და 1%ზე ნაკლები თუ იქნა, ვადამდელი ჩავატაროთ“ ტექსტით ზოგი ოპოზიციონერის „გულუბრყვილო“ აღფრთოვანებას: უკვე ძალიან საეჭვოა ეგ ამბავი და ნამდვილად აღარ გავს გულუბრყვილობას. თან ძალიან აღარ გავს. და ახლა, როცა ნათელია, რომ ისფედის ხაფანგი მზადდებოდა მთელი ეს კვირები ოპოზიციისთვის, კიდევ ისფედზე და გადათვლაზე ლაპარაკი, უკვე ვერ მიხვედრას ნამდვილად არ გავს. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო ძალიან არ გავს.

ps ნუ, ISFEDის მომავალი, სამწუხაროდ, ბუნდოვნია, თუ საერთოდღაა. 25 წლიანი უმწკივლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ საათში ჩაიდო სამარეში. ასე ანადგურებს ქართული ოცნება ყველაფერს. ვწუხვარ, მაგრამ ფაქტია“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქში“.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
არქივი