ოპოზიციას უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი არ მოსწონებია. უფრო რადიკალური უნდა იყოსო, მკვეთრიო, მკაფიოო, პუტინს ვაგინოთო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
302 26 იანვარი 2022, 19:44
„ფაქტი ერთია, ვითარება იმდენად რთულია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იკავებენ თავს რადიკალური ნაბიჯებისგან და პოზიციებისგან. თვითონ ევროპასაც კი მოზომილი პოზიციები აქვს უკრაინის საკითხის ირგვლივ. ამ ვითარებაში როგორც არასდროს ისე მოგვეთხოვება რაციონალური და არა ემოციური აზროვნება. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ და ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ - რადიკალიზმი არ არის ამ შემთხვევაში გამოსავალი“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი. 

 მისი თქმით, არსებული საქმის ვითარებიდან გამომდინარე, იმ დროს, როცა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები იკავებენ თავს რადიკალური ნაბიჯის გადადგმისკენ, საქართველოს მოეთხოვება არა ემოციური, არამედ რაციონალური გადაწყვეტილების მიღება. „თურმე ოპოზიციას უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი არ მოსწონებია. უფრო რადიკალური უნდა იყოსო, მკვეთრიო, მკაფიოო, პუტინს ვაგინოთო და ა.შ. კი ბატონო, ეს ყველაფერი ემოციურად გასაგებია, მაგრამ მოდით აბა სხვა კუთხიდანაც შევხედოთ. 

მოდით აბა, ემოციები გვერდზე გადავდოთ და ცივი გონებითაც დავინახოთ რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ნაბიჯს, ამა თუ იმ სიტყვას ან რეზოლუციას. მოდით აბა სასწორის ერთ პინაზე რადიკალური და ემოციებზე დაფუძნებული განცხადებები დავდოთ, ხოლო მეორე პინაზე საკითხის რაციონალური ასპექტები. ამის მიხედვით შევაფასოთ ორივე სცენარის რისკებიც და სარგებელიც. მე ვფიქრობ, დღეს ის დროა, როცა პოლიტიკური კლასი ვიწრო მერკანტილურ პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგეს. უბრალოდ ერთხელ შევეცადოთ ერთმანეთთან ნორმალურად ვილაპარაკოთ. იქნებ ბოლო-ბოლო რაიმე არგუმენტირებულ მსჯელობასთან მიმსგავსებული დიალოგი გამოგვივიდეს. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხალხისთვის ადამიანური და გასაგები ენით უნდა აიხსნას საკითხის ყველა ასპექტი. სწორედ ამის მერე უნდა განვსაზღვროთ სამომავლო პოლიტიკაც და მიდგომებიც. ფაქტი ერთია, ვითარება იმდენად რთულია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იკავებენ თავს რადიკალური ნაბიჯებისგან და პოზიციებისგან. თვითონ ევროპასაც კი მოზომილი პოზიციები აქვს უკრაინის საკითხის ირგვლივ. ამ ვითარებაში როგორც არასდროს ისე მოგვეთხოვება რაციონალური და არა ემოციური აზროვნება. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ და ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ - რადიკალიზმი არ არის ამ შემთხვევაში გამოსავალი", - წერს გვიდიანი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
არქივი