დავით ქართველიშვილი: არესტოვიჩმა აღიარა, რომ ადამიანების "საზარბაზნე ხორცად" დატოვება შეგნებულად მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
305 07 აპრილი 2022, 23:14
,,ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინა უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია აღმოსავლეთ უკრაინიდან - არესტოვიჩმა აღიარა, რომ ადამიანების "საზარბაზნე ხორცად" დატოვება შეგნებულად მოხდა,’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ალექსი არესტოვიჩის განმარტებას, თუ რატომ არ მოახდინეს მოსახლეობის ევაკუაცია. 

 ,,გამიზნულ მავნებლებში თვალშისაცემია სამი ტიპის კატეგორია: "სასარგებლო იდიოტები", კლასიკური ჯაშუშები და ფსიქო/ნარკო გადახრების მქონე "შერეკილები". ალექსი არესტოვიჩს რომ ვაკვირდები - ალბათ მესამე კატეგორიისკენ უფრო ვემხრობი. ჯერ არ "გადახარშულა" მისი ცნობილი შეხედულებები "ისლამურ სახელმწიფოზე", როგორც მომავლის სანიმუშო ორგანიზაციულ/მმართველობით ფორმაზე - მან ახალი გამაოგნებელი აღიარებით მიიქცია საზოგადოების ყურადღება. რატომ უნდა თქვა საჯაროდ ყველაფერი ის - რასაც ორმაგი აღქმის შინაარსი გააჩნია??? ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინა უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია აღმოსავლეთ უკრაინიდან - არესტოვიჩმა აღიარა, რომ ადამიანების "საზარბაზნე ხორცად" დატოვება შეგნებულად მოხდა: "ჩვენ ზუსტად ვიცოდით უკრაინაში რუსეთის შემოჭრის თარიღი და შეგვეძლო წინასწარ გაგვეფრთხილებინა მშვიდობიანი მოსახლეობა და გამოგვეცხადებინა მათი ევაკუაცია, მაგრამ ამას შესაძლოა გამოეწვია ლტოლვილთა დიდი ნაკადები. ისინი კი გადაავსებდნენ ყველა გზას, ეს იქნებოდა სადღაც 10-12 მილიონი ადამიანი. ამ დროს ჯარი ვერ შეძლებდა თავისუფლად გადაადგილებას, ვერ მიიღებდა შესაბამის აღჭურვილობას. გესმით ხომ? ეს გამოიწვევდა გზებისა და ხიდების სრულ პარალიზებას. ეს იქნებოდა ძალიან მომგებიანი მომენტი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის და ამ სიტუაციაში ჩვენ წავაგებდით ომს, ხელიდან გავუშვებდით მნიშვნელოვან მომენტს. დნეპრისპირეთის მარცხენა და მარჯვენა ნაწილების დამაკავშირებელი 50 ხიდია უკრაინაში და ყველა მათგანი გადაიჭედებოდა. ამ შემთხვევაში რა გამოსავალი დაგვრჩებოდა - მხოლოდ ტანკებით გადაგვევლო ჩვენი მოსახლეობისთვის, დაგვეხვრიტა ისინი, რათა გადაგვევლო ხიდები. ამიტომ, ომის დაწყების ზუსტი თარიღის ართქმა იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი. ეს იყო გადაწყვეტილება - ან ჩუმად ვყოფილიყავით, ან გამოგვეწვია უკრაინის პარალიზება და დავრჩენილიყავით დნეპრისპირეთის მარცხენა ნაწილში. ყველა სცენარში, რომელიც ჩვენ ჩვენს მრჩევლებთან ერთად განვიხილეთ, ჩვენ ვერ გავქაჩავდით ბრძოლას, თუ გამოვაცხადებდით, რომ ომი მალე დაიწყებოდა რუსეთთან", - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
არქივი