გია აბაშიძე: “ნაცებო” ან უცხოელი ლობისტები გამოცვალეთ ანდა ისეთი გზავნილები გაავრცელეთ, სადაც ასე ფინაჩურად არ იქნება შეთითხნილი თქვენი "მესიჯ-ბოქსი"!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
370 21 მაისი 2022, 21:50
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. მისი თქმით ნებისმიერი მკვლევარისთვის სირცხვილია, როდესაც მის ნაშრომში არის უხეში ფაქტობრივი შეცდომები. 

 "დავუბრუნდეთ ბრიუსელის პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) საქართველოზე გამოქვეყნებულ პასკვილს (ე.წ. ანალიტიკურ სტატიას). ნებისმიერი მკვლევარისთვის სირცხვილია, როდესაც მის ნაშრომში არის უხეში ფაქტობრივი შეცდომები. კერძოდ: დედანში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოყვა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის ბოიკოტი. უკაცრავად და 2019-ში, პარლამენტზე შტურმის კრიმინალური ფაქტი სადაა? ასეთი გზავნილით 'გამოკვებეს' CEPS-ის 'პატივცემული' მკვლევარები ნაცპოლიტიკანებმა? მელიას დაკავების მერე როდის იყო ბოიკოტი? ტყუილია! ბოიკოტი იყო არჩევნების შემდეგ, 2020 დეკემბერში და მელია 2021 თებერვალში დააკავეს. ამავე სტატიაში წერია, რომ შარლ მიშელის მედიაციით, დოკუმენტი გაფორმდა 2021 წლის მაისში (არა და 19 აპრილი იყო). სტატიის მიკერძოებულობას რომ თავი დავანებოთ, ეს მიკერძოებაც დაუდევრადაა დაწერილი. სკოლის მოსწავლეც კი არ დაუშვებს ასეთ ფაქტობრივ შეცდომებს. "ნაცებო", ინგლისური ენა საქართველოში გაცილებით ბევრმა იცის და კონტენტ-ანალიზიც. ან უცხოელი ლობისტები გამოცვალეთ ანდა ისეთი გზავნილები გაავრცელეთ, სადაც ასე ფინაჩურად არ იქნება შეთითხნილი თქვენი "მესიჯ-ბოქსი!" - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
არქივი