ნუნუშა ვასაძე: უმძიმესი ამბავია, რომ ბიძინას და ოცნების ავტორიტეტით არჩეული პრეზიდენტი ზუსტად იმას ცდილობს, რასაც გახარია კადრულობდა არჩევნების წინ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
213 14 ივნისი 2022, 22:39
„აღარ ჭრის ეგ ილეთი. ძალიან მარტივად მივხვდით, რომ სინამდვილეში წინასწარ ჩაბანძებული აქციების და არეულობის გეგმის გადასარჩენად გამოხვედით“- ასე გამოეხმაურა ფეისბუქ მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს. 

მისი თქმით ვერავინ შეძლებს ხალხის მოტყუებას და ქვეყნის არევას. 

„უმძიმესი ამბავია, რომ ბიძინას და ოცნების ავტორიტეტით არჩეული პრეზიდენტი ზუსტად იმას ცდილობს, რასაც გახარია კადრულობდა არჩევნების წინ - თითქოს ივანიშვილს იცავს და ქართულ ოცნებას ურტყამს. ის ცოტა გვიან გაიშიფრა, ეს თავშივე...
აღარ ჭრის ეგ ილეთი, აღარ ჭამს ხალხი. 
ძალიან მარტივად მივხვდით, რომ სინამდვილეში წინასწარ ჩაბანძებული აქციების და არეულობის გეგმის გადასარჩენად გამოხვედით. 
ჩვენ ვხვდებით რა ხდება სინამდვილეში და თქვენ არ იცით? მართლა გჯერათ, რომ ამხელა ევროპარლამენტი ნაცების ჭკუაზე დადის?? 
და სტატუსის მიღების მოლოდინში, დღეებით ადრე, ეს ბრიფინგი არ იყო ყველაზე დამაზიანებელი და მავნებლური ბრიფინგი?!
ვერც თქვენ და ვერც ვერავინ ვერც ხალხს მოატყუებთ და ვერც ამ ქვეყანას არევთ. კიდევ კარგი ქვეყნის პატრიოტი ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს და არა ორმაგი თუ ერთმაგი აგენტები!!!“- წერს ნუნუშა ვასაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ასეთია რეზიდენტის ხვედრი, ჯერ ორ ლუკმას გადმოგიგდებენ, ოჯახის წევრებს დაგისაქმებენ, იმიჯს შეგიქმნიან და მერე, გადაფურთხებულს აგალოკინებენ
დავით ქართველიშვილი: რუსული დეზინფორმაცია ისევე შემოუბრუნდა USAID-ს, როგორც ამერიკული კანონის, FARA-ს სახით შემოუბრუნდა ის „რუსული კანონი", რომელიც შორეული ამერიკიდან სისტემატურად გვაწვდის ოპერატიულ მასალას სააკაშვილზე და მის ოჯახზე
დავით ქართველიშვილი მაია კოპალეიშვილზე: ამ „უცხო ენაზე“ თსუ-ს პროფესორი და საკონსტიტუციო სასამართლёს ყოფილი მოსამართლе გესაუბრება
თამარ ჩიბურდანიძე: ჩუგოშვილმა პრეზიდენტის სიტყვების ციტირებით ფაქტობრივად თავად გამოუტანა განაჩენი პრეზიდენტს - კონსტიტუციის დარღვევა
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენელზე: მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ
არქივი