ანდრია გვიდიანი ელენე ხოშტარიაზე: მემგონი უკვე Droa • დროა, ეგ 20%-იანი ფარისევლური თვალის ასახვევი მოიშოროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
260 16 ივნისი 2022, 13:08
„ეს უტიფარი ქალი ხალხს უაპელაციოდ რუსეთუმეობაზე ამუნათებს, უსაფუძვლოდ ადამიანების დასანქცირებას ითხოვს და ათასგვარ სიგიჟეებს აკეთებს. ამ დროს კი, პირდაპირ ერიცხება რუსული ფული“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი მოძრაობა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, სოლიდური თანხები ირიცხება. საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე.

„რა საოცარია, ელენე ხოშტარიას ოჯახს თურმე წლების განმავლობაში ღიად და დაუფარავად სისტემატიურად ერიცხება რუსული ფული! აი, ის ფული მისივე თქმით რომ ყარს თურმე. 

მგიმოელი ხოშტარიას პოლიტიკური კარიერა ისეთივე ფარისევლობაა, როგორიც მისი ანტირუსული ისტერია. ეს უტიფარი ქალი ხალხს უაპელაციოდ რუსეთუმეობაზე ამუნათებს, უსაფუძვლოდ ადამიანების დასანქცირებას ითხოვს და ათასგვარ სიგიჟეებს აკეთებს. ამ დროს კი, პირდაპირ ერიცხება რუსული ფული. თან უკვე არაფერს ერიდება და ეს ყველაფერი დღისით მზისით ხდება.

მემგონი უკვე Droa • დროა, ეგ 20%-იანი ფარისევლური თვალის ასახვევი მოიშოროს. უკვე მართლა სირცხვილია“- წერს გვიდიანი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით - ხელისუფლის პრინციპულობით, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცებით და სამშობლოს სიყვარულით, ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება
არქივი