სიმართლის გასაგებად, შეგიძლიათ გადართოთ რომელიმე არა კეზერTV-ზე და შეიტყობთ, რომ ბათუმის პორტში შესული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და მისი მფლობელი არ არის სანქცირებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 27 ივნისი 2022, 15:26

სიმართლის გასაგებად, შეგიძლიათ გადართოთ რომელიმე არა კეზერTV-ზე და შეიტყობთ, რომ ბათუმის პორტში შესული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და მისი მფლობელი არ არის სანქცირებული. თუ გემი ან გემის მფლობელი იქნებოდა სანქციების სიაში, ამ გემს ჩვენს ტერიტორიულ წყლებში და შესაბამისად, ჩვენს ნავსადგურში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცემოდა. რაც შეეხება ტვირთს - ის არ დაცლილა ბათუმში და არც რამე ტვირთი მოხვდა გემის ბორტზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გავრცელებული ინფორმაციას, რომ ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერი დგას.

„რითი განსხვავდება ინფორმაცია და ფეიკი, დეზინფორმაცია და ფაქტი: ქართულ მედიასივრცეში ამის განმასხვავებელი ყველაზე მარტივი ხელსაწყო - სატელევიზიო პულტია. იმის გასარკვევად, თუ რა არის ფეიკი - შეგიძლიათ გადართოთ გლავკანალზე და იქიდან შეიტყობთ, რომ "ბიძინა ივანიშვილი და უჩა მამაცაშვილი ბათუმის ნავსადგურს იყენებენ სანქციების გვერდის ავლით, ევროპაში რუსული ნავთობის შემდგომი გადაზიდვის მიზნით".

ხოლო სიმართლის გასაგებად, შეგიძლიათ გადართოთ რომელიმე არა კეზერTV-ზე და შეიტყობთ, რომ ბათუმის პორტში შესული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და მისი მფლობელი არ არის სანქცირებული. თუ გემი ან გემის მფლობელი იქნებოდა სანქციების სიაში, ამ გემს ჩვენს ტერიტორიულ წყლებში და შესაბამისად, ჩვენს ნავსადგურში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცემოდა. რაც შეეხება ტვირთს - ის არ დაცლილა ბათუმში და არც რამე ტვირთი მოხვდა გემის ბორტზე.
შედარებისთვის: ეს არშემდგარი სკანდალი ახლოსაც არ დგას ორი დღის წინანდელ ფაქტთან, როდესაც ოკუპირებული მარიუპოლიდან, ასევე თურქეთის გემი "აზოვ კონკორდი", შევიდა აგრესორი რუსეთის ნოვოროსიისკის ნავსადგურში იქ დატვირთვის მიზნით, ხოლო ტვირთის სახეობის, ოდენობის და მისი გადაზიდვის მარშრუტის თაობაზე, რუსული პრესა არ იუწყება...“ - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
გია აბაშიძე: კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ხელისუფლების პრორუსულობაზე განკუთვნილია აგენტოკრატიის საგარეო ფლანგისთვის, ვინ ემსახურება რუსულ ინტერესებს საქართველოში, მკაფიოდ ჩანს
ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე: უნიჭოდ ცდილობს კელი დეგნანის უბადრუკ იმიტირებას, როდესაც ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ გადაწყვეტილებას „რუსულს“ უწოდებს
ნინო ფოჩხუა: პრეზიდენტის არაადეკვატურობამ პიკს მიაღწია, უკვე გაჩნდა მის ლექსიკონში რუსული, რუსულმა, რუსულს... რუსული ზუსტად ის არის, როგორც თვითონ იქცევა - უტიფრობა და კანონის უგულებელყოფა
ვლადიმერ ბოჟაძე: გლობალური ომის პარტიის აქტივისტმა, კონსტიტუციის დამრღვევმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო კიდევ ერთი მტკიცებულება გამოაქვეყნა
არქივი