პარადოქსია რომ როცა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, ეს რადიკალების მიერ გასაკიცხია, როცა მსგავსს აკეთებენ დასავლელი ლიდერები, იქ პირში წყალს იგუბებენ ჩვენი ნაცმარგინალები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
274 30 ივლისი 2022, 19:43
ფსევდომედასავლეთეებისა და ფსევდოანტიპუტინისტური ნაცაქტორების სტანდარტით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი "რუსეთის აგენტია"- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს, რითაც The New York Times-ის სტატიას ეხმიანება, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებისთვის მზად არ არის.

„ფსევდომედასავლეთეებისა და ფსევდოანტიპუტინისტური ნაცაქტორების სტანდარტით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი "რუსეთის აგენტია". ამერიკის ტოპ დიპლომატი დარწმუნებული არ არის რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობაში, სენატის მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუციისა და გავლენიანი პოლიტიკოსების მოწოდების მიუხედავად. 

თუმცა, არ მგონია, რომ ამ თემაზე სააკაშვილის რომელიმე მარიონეტმა საჯარო კომენტარი გააკეთოს, მეტადრე ამერიკის გრანტებზე ჩამოკიდებულმა ე.წ. ნეიტრალურმა NGO-ებმა.

პარადოქსი კი ისაა, რომ როცა საქართველოს ხელისუფლება ახორციელბს პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ეს საქართველოს რადიკალების მიერ გასაკიცხია. ხოლო, როცა მსგავსს აკეთებენ დასავლელი ლიდერები, იქ პირში წყალს იგუბებენ ჩვენი ნაცმარგინალები.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ პირველად, ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა მის რუს კოლეგას, ლავროვს“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ასეთია რეზიდენტის ხვედრი, ჯერ ორ ლუკმას გადმოგიგდებენ, ოჯახის წევრებს დაგისაქმებენ, იმიჯს შეგიქმნიან და მერე, გადაფურთხებულს აგალოკინებენ
დავით ქართველიშვილი: რუსული დეზინფორმაცია ისევე შემოუბრუნდა USAID-ს, როგორც ამერიკული კანონის, FARA-ს სახით შემოუბრუნდა ის „რუსული კანონი", რომელიც შორეული ამერიკიდან სისტემატურად გვაწვდის ოპერატიულ მასალას სააკაშვილზე და მის ოჯახზე
დავით ქართველიშვილი მაია კოპალეიშვილზე: ამ „უცხო ენაზე“ თსუ-ს პროფესორი და საკონსტიტუციო სასამართლёს ყოფილი მოსამართლе გესაუბრება
თამარ ჩიბურდანიძე: ჩუგოშვილმა პრეზიდენტის სიტყვების ციტირებით ფაქტობრივად თავად გამოუტანა განაჩენი პრეზიდენტს - კონსტიტუციის დარღვევა
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენელზე: მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ
არქივი