პუტინს "გამოქცეული" რუსები აქედან არსად გაექცევიან პუტინს... ისევ ქართველებს მოგვიწევს აქედან გაქცევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
347 04 აგვისტო 2022, 14:55

რუსები, რომლებიც რუსეთიდან ბოლშევიკებს "გამოექცნენ" აქედან რატომღაც აღარსად გაქცევიან ბოლშევიკებს, ზუსტად ასე მოიქცევიან პუტინს "გამოქცეული" რუსებიც. აქედან არავინ გაექცევა პუტინს... ისევ ქართველებს მოგვიწევს აქედან გაქცევა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რითაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას ეხმაურება.

ნიკა მელიას მაგალითად 1920 წელს, ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დღიურში გაკეთებული ჩანაწერი მოჰყავს, რომელშიც ის თბილისში რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებზე საუბრობს.

,,ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი თავის დღიურში, 1920 წლის 16 აპრილს, საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსებზე ასეთ რამეს წერს: თბილისი აივსო რუსი ლტოლვილებით, კავკასიიდან, როსტოვიდან, ეკატირენოდარიდან და სხვ. სულ აქ არიან. ქუჩაში თუ გავა ადამიანი, ყოველ ნაბიჯზე უცხო ტომები, მდიდრები, კარგად ჩაცმულები. გამოექცნენ ბოლშევიკებს. ყველანი ჩვენსკენ მორბიან. აქ კარგი თავშესაფარია, ჩვენც ყველას ვიღებთ, ვუმასპინძლდებით. სხვათა შორის, ჩამოვიდნენ არტისტები მოსკოვის სამხატვრო თეატრის კაჩალოვთან ერთად. ისინი ამბობენ: ჩვენ საშინელი წარმოდგენა გვქონდა საქართველოზეო. გვეგონა, აქ ყველა მხეცებია, ამოღებული ხანჯლებით დარბიანო და დღე სახლებში უვარდებიან, ჰკლავენ, სძარცვავენო.

სიზმარში გვეგონა თავი, აქ არაჩვეულებრივი ცხოვრებაა. ყველაფერია, მხიარულობენ, სიჩუმეა. ერთმა თქვა, რომ ჯერ ვერ შევეჩვიე ამ სიჩუმესო, მაშინ როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში მარტო სროლა ისმის. მიკვირს, რომ დღისით გარეთ ვარო, ხალხს ვხედავო, მოსიარულეს, მოცინარეს. სამოთხეა, სამოთხე. რატომ ადრე არა ვიცოდით. როცა რაშიმე დავჭირდებით, მაშინ დაგვაფასებენ ხოლმე, ცხოველები, პირუტყვები ვეგონეთ. ესეც შენი ხალხი, რომელის ერთ დროს ქვეშევრდომნი ვიყავით, “პატარა პარიზიც” დაარქვეს. ფული ბლომად აქვთ. არაფერს ზოგავენ. ხელგაშლილად ცხოვრობენ

ამის დაწერიდან რამდენიმე თვეში ბოლშევიკებმა საქართველოც დაიპყრეს და გააწითლეს. ის რუსები კი, რომლებიც რუსეთიდან ბოლშევიკებს "გამოექცნენ" აქედან რატომღაც აღარსად გაქცევიან ბოლშევიკებს... ზუსტად ასე მოიქცევიან პუტინს "გამოქცეული" რუსებიც. აქედან არავინ გაექცევა პუტინს... ისევ ქართველებს მოგვიწევს აქედან გაქცევა თუ ყველა დროულად არ გამოვფხიზლდით როგორც საჭიროა და საფრთხე არ გავისიგრძეგანეთ“, - წერს ნიკა მელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
არქივი