სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
დავით ზურაბიშვილი - სააკაშვილის ხელისუფლებაც სულ 8 აგვისტოს ასახელებდა ომის დაწყების დღეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
357 08 აგვისტო 2022, 14:03
თვით სააკაშვილის ხელისუფლებაც სულ 8 აგვისტოს ასახელებდა ომის დაწყების დღედ. ამ დღეს აღნიშნავდნენ ოფიციალურად, ამ დღეს გადიოდნენ სასაფლაოებზე, უშვებდნენ შესაბამის სტიკერებს და ა. შ. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილი წერს. 

მისი თქმით, 7-ს დაასახელებ ომის დაწყების თარიღად თუ 8-ს, პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ორივე შემთხვევაში რუსეთია აგრესორი და დამნაშავე.



„7-ს დაასახელებ ომის დაწყების თარიღად თუ 8-ს, პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ორივე შემთხვევაში რუსეთია აგრესორი და დამნაშავე,
თვით სააკაშვილის ხელისუფლებაც სულ 8 აგვისტოს ასახელებდა ომის დაწყების დღედ. ამ დღეს აღნიშნავდნენ ოფიციალურად, ამ დღეს გადიოდნენ სასაფლაოებზე, უშვებდნენ შესაბამის სტიკერებს და ა. შ. ასე იყო 2014 თუ 2015 წლამდე, ვიდრე ვიღაც ჭკვიანს არ მოუვიდა თავი ეთქვა, რომ თურმე 8-ში რომ ვამბობთ, ამით პუტინის ნარატივს ვამყარებთ და 7-ში თუ ვიტყვით, ამით საბოლოოდ მოვუღებთ ბოლოს იმაზე დავას ვინ დაიწყო ომი.
კიდევ გავიმეორებ: 7-დან დაიწყებ ათვლას თუ 8-დან, არსებითად ამით არაფერი იცვლება. საერთაშორისო დონეზეც საქართველოს ხელისუფლებას ყველა დოკუმენტში 8 აგვისტო ჰქონდა თარიღად, მაგრამ აწი ჩავწეროთ 7, კი ბატონო. ოღონდ მე პირადად რა არ მომწონს ამაში და 7-ის მომხრეები ძალიან კატეგორიულად რომ აცხადებენ, ვინც 8-ში იტყვის ომის დაწყებას, ის რუსეთუმეა და პუტინისტიო. თან ამას ის ხალხი ამბობს, არცთუ დიდი ხნის წინ თვითონაც 8-ში რომ აღნიშნავდა“ - წერს დავით ზურაბიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა
ლევან ნიკოლეიშვილი: ჯარის დაფინანსება გააჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა, ორმხრივი წვრთნებიც შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო - ეს არის მარტივი ჭეშმარიტება
დავით ჩიხელიძე: სანამ არსებობს ინტერესი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ზეწოლის და შანტაჟის მიზეზი არ დაილევა!
დავით ჩიხელიძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა
გია აბაშიძე-ვითომ რუსული კანონის გამპროტესტებელი ადამ კინზინგერი "ქართულ ოცნებას" ვითომ აკრიტიკებს. ექს-კონგრესმენს, ქართველი ლიბძებილების დროებით კუმირს კინზინგერს გაქცეული ნაცჩინოვნიკები არ უხდიან
არქივი