ნანა კაკაბაძე: საელჩოს სახელით ხელისუფლებისადმი მიმართვის მბრძანებლური ტონი არაფრით ჯდება დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში და იმ დროს გვახსენებს, როდესაც მეფის რუსეთის „ნამესტნიკები“ ან ცკ-ს მე-2 მდივნები წყვეტდნენ აქ ყველაფერს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
242 17 აგვისტო 2022, 15:17

საელჩოს სახელით ხელისუფლებისადმი მიმართვის მბრძანებლური ტონი არაფრით ჯდება დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში და იმ შორეულ დროს გვახსენებს, როდესაც მეფის რუსეთის „ნამესტნიკები“ ან კომუნისტების ცკ-ს მე-2 მდივნები წყვეტდნენ აქ ყველაფერს და ქართული ხელისუფლებები მხოლოდ ბუტაფორიებად სჭირდებოდათ. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ, ამიტომ კარგად ვარჩევთ ერთმანეთისგან თანასწორობას, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს პარტნიორებთან და ველიკოდერჟავულ ზემოდან ყურებას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის იგნორირების პოლიტიკა, ძალიან შორს არის იმ ევროპული ღირებულებებისაგან, რომელთა დამკვიდრებისათვის, პარტნიორი ქვეყნების, გადასახადის გადამხდელმა უზარმაზარი თანხები ჩადეს ჩვენს ქვეყანაში. მისივე თქმით, ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები მხოლოდ იმ კატეგორიის „ქართველი“ პოლიტიკოსებისა თუ რიგითი მოქალაქეებისთვისაა მისაღები, რომლებსაც ჩვენ უსამშობლოებს ვეძახით.

„უსამშობლოები კოლონიზატორების საყრდენი პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს მოღალატეებს, ქვეყნის მტრებს ან უსამშობლოებს ეძახიან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თანდათანობით მკვიდრდებოდა აზრი, რომლის მიხედვითაც მოღალატეობა, აგენტობა, მონობა ცუდი და მიუღებელი იყო, რუსეთის შემთხვევაში. აშშ ის-ევროპის შემთხვევაში კი აგენტობა მონობა, მათი ინტერესების შენს სამშობლოზე წინ დაყენება, არათუ ქვეყნის ღალატად, სირცხვილადაც არ ითვლება, პირიქით, სწორედ სამშობლოს "სიყვარულისა" და "პატრიოტიზმის" გამოვლენაა. სააკაშვილის მიერ საკუთარი სამშობლოს უარყოფა, მოქალაქეობის დაკარგვა, ვინმე დავით არახამიას (თუ ბრაუნის) გვარის შეცვლა, ქართულად ვერ მეტყველება, ნაცების სხვა ლიდერების (დავით საყვარელიძე, ზურა ადეიშვილი, გია გეწაძე, გიორგი ცხაკაია და სხვები) სხვა ქვეყნის პოლიტიკაში გადაბარგება, მოქალაქეობის დათმობა, საკუთარ სამშობლოდ უკრაინის არჩევა თურმე მყარად ჯდება პატრიოტიზმის განმარტებაში. უცხოელი პოლიტიკოსის, მით უმეტეს აშშ ელჩის ბრძანებებისა თუ ინსტრუქციების უსიტყვო მორჩილების (რასაც ბრძანების ფორმის შესაფუთად ნეიტრალურ სიტყვას - „რეკომენდაციას“ ეძახიან) აუცილებლობაზე ან მისაღებობაზე ეჭვის გამოთქმისთვის, გაკერებენ „რუსეთი აგენტისა“ და „მონის“ იარლიყს. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ მონობის ყველაზე დამამცირებელი ფორმა სწორედ ის არის, როდესაც საკუთარი ნებით, ისეთ მორჩილებას უცხადებ "ბატონს", რომ მისი ბრძანების თუ „რეკომენდაციის“ შეუსრულებლობა ან კითხვის გაჩენა დიდ ცოდვად და ქვეყნის ღალატად მიგაჩნია. დიდი აურზაურია ატეხილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, დათქმული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ნაცებმა და ხელისუფლებამ ცალ-ცალკე შექმნეს სამუშაო ჯგუფები. ნაცების შექმნილი ჯგუფის მომზადებულ პროექტს პარლამენტზე მიღების პერსპექტივა არ გააჩნია. ისინი საკუთარ ძალისხმევას მიმართვენ, დააჯერონ ხალხი, თითქოსდა საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება, პარლამენტის მხრიდან, ოპოზიციის "ნაშრომის" არ გაზიარების შედეგია. არც ის მოსაზრებაა აზრს მოკლებული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიეცეს 2023 წელს, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ეს უკანასკნელი არ გამოიყენოს კოზირად და არ გაანულოს ნაცების შანსები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რაც შეეხება 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მზადებას, ამაში უკვე აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის წარმომადგენლები და ამერიკის შეერთებული შტატები ელჩ დეგნანის სახით. სულ ახლახან გამოქვეყნებული ინფორმაციების, თანახმად, აშშ-ს საელჩოს ინსტრუქციები (ფორმალურად - „რეკომენდაციები“) საქართველოს ხელისუფლებისადმი, მიმართულია, სასამართლო ხელისუფლების, ნაცებისა და საელჩოს სრულ გავლენაში მოსაქცევად. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ, საქართველოს დამოუკიდებლობას და მას ფაქტობრივად კოლონიური მმართველობის მარწუხებში აქცევს. აქედან გამომდინარე, სასამართლოზე „კლანი-კლანის“ ძახილის უკან მდგარა არა დამოუკიდებლობის სურვილი, არამედ საელჩოს მკაფიო ინტერესი, სასამართლო ხელისუფლება მოაქციოს საკუთარი კონტროლისა და მართვის ქვეშ. საერთოდაც, საელჩოს სახელით ხელისუფლებისადმი მიმართვის მბრძანებლური ტონი არაფრით არ ჯდება დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში და იმ შორეულ დროს გვახსენებს, როდესაც მეფის რუსეთის „ნამესტნიკები“ ან კომუნისტების ცკ-ს მე-2 მდივნები წყვეტდნენ აქ ყველაფერს და ქართული ხელისუფლებები მხოლოდ ბუტაფორიებად სჭირდებოდათ. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ, ამიტომ კარგად ვარჩევთ ერთმანეთისგან თანასწორობას, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს პარტნიორებთან და ველიკოდერჟავულ ზემოდან ყურებას. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის იგნორირების პოლიტიკა, ძალიან შორს არის იმ ევროპული ღირებულებებისაგან, რომელთა დამკვიდრებისათვის, პარტნიორი ქვეყნების, გადასახადის გადამხდელმა უზარმაზარი თანხები ჩადეს ჩვენს ქვეყანაში. ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები მხოლოდ იმ კატეგორიის „ქართველი“ პოლიტიკოსებისა თუ რიგითი მოქალაქეებისთვისაა მისაღები, რომლებსაც ჩვენ უსამშობლოებს ვეძახით“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით - ხელისუფლის პრინციპულობით, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცებით და სამშობლოს სიყვარულით, ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება
არქივი