წყალტუბოში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში კულტურული ჰაბის მოწყობის ექსპერიმენტული ღონისძიება გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 17 აგვისტო 2022, 15:26

წყალტუბოში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში კულტურული ჰაბის მოწყობის ექსპერიმენტული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა გურეშიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

„ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში გვექნება კიდევ ერთი ტურისტული ლოკაცია, რომელიც მიმზიდველი იქნება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, სტუმრებისთვის. ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, სოფლისა და ქალაქის მცხოვრებთა შორის კავშირის გაღრმავებას“, - აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.

ფოლკლორული ანსამბლის "ნადური", სტუდიის "ცისარტყელა" და ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლის წარმომადგენლები საინტერესო ნომრებით წარდგნენ მსმენელთა წინაშე და კიდევ ერთხელ დააფიქრეს ისინი ნიკო ლორთქიფანიძის ნააზრევის სიღრმეზე. სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მიერ ღია სივრცეში გადმოტანილი შემოქმედებითი მუშაობის პროცესზე დაკვირვება ესთეტიკური სიამოვნების მიღების კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა. ღონისძიება ჩატარდა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ასეთია რეზიდენტის ხვედრი, ჯერ ორ ლუკმას გადმოგიგდებენ, ოჯახის წევრებს დაგისაქმებენ, იმიჯს შეგიქმნიან და მერე, გადაფურთხებულს აგალოკინებენ
დავით ქართველიშვილი: რუსული დეზინფორმაცია ისევე შემოუბრუნდა USAID-ს, როგორც ამერიკული კანონის, FARA-ს სახით შემოუბრუნდა ის „რუსული კანონი", რომელიც შორეული ამერიკიდან სისტემატურად გვაწვდის ოპერატიულ მასალას სააკაშვილზე და მის ოჯახზე
დავით ქართველიშვილი მაია კოპალეიშვილზე: ამ „უცხო ენაზე“ თსუ-ს პროფესორი და საკონსტიტუციო სასამართლёს ყოფილი მოსამართლе გესაუბრება
თამარ ჩიბურდანიძე: ჩუგოშვილმა პრეზიდენტის სიტყვების ციტირებით ფაქტობრივად თავად გამოუტანა განაჩენი პრეზიდენტს - კონსტიტუციის დარღვევა
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენელზე: მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ
არქივი