გია აბაშიძე: კაპიტოლიუმში პრეზიდენტ ტრამპის ზოგიერთ მომხრეთა შეჭრას „ტრამპის ღამე თუ დღე“ რომ დაერქვას? მაგრამ ამგვარ შეფასებას არცერთი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი იკადრებს არც საქართველოს და არც სხვა დემოკრატიული ქვეყნებიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
258 17 აგვისტო 2022, 16:06

ქალბატონ დეგნანს ისიც „გამორჩა“, რომ ამერიკაში, საპრეზიდენტო არჩევნებისას, თითქმის, ყოველდღიურად, სპეც საშუალებების გამოყენებით, პოლიცია აშორიშორებდა „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ მომხრეებს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე კელი დეგნანის განცხადების შესახებ.

„აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო დეპარტამენტისგან განსხვავებით, გვესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებით. რას ნიშნავს ე.წ. გავრილოვის ღამე?!

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ 20-21 ივნისის აქციის მონაწილეთაგან ზოგიერთმა ძალით სცადა საქართველოს პარლამენტში ძალით შეღწევა ანუ შტურმი. 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმში პრეზიდენტ ტრამპის ზოგიერთ მომხრეთა შეჭრას „ტრამპის ღამე თუ დღე“ რომ დაერქვას, არა? მაგრამ ამგვარ შეფასებას არცერთი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი იკადრებს არც საქართველოს ხელისუფლებიდან და არც სხვა დემოკრატიული ქვეყნებიდან.

ქალბატონი დეგნანი გვესაუბრება საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზე (თითქოს, მხოლოდ აქაა და მეტი არსად) და ამ დროს „ავიწყდება“ აშშ-ში არსებული მასშტაბური და უპრეცედენტო დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და ექს-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნა FBI-ის მიერ. ამას ასე სწორედაც რომ კაპიტოლიუმში აფასებენ.

ქალბატონ დეგნანს ისიც „გამორჩა“, რომ ამერიკაში, საპრეზიდენტო არჩევნებისას, თითქმის, ყოველდღიურად, სპეც საშუალებების გამოყენებით, პოლიცია აშორიშორებდა „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ მომხრეებს. თვალთმაქცობასაც (hypocrisy) აქვს საზღვრები, ქალბატონო დეგნან!“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“: აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს
ზურაბ ქადაგიძე ევროკომისიის მიერ შემუშავებულ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ევროკავშირი ამ კანონს რომ მიიღებს მერე, ნეტა, ჩვენც არ მოგვთხოვოს მე-10 რეკომენდაციად, თორემ რა გაუძლებს „მარტის კოლექტივს“
ნინო ფოჩხუა: თუ ევროკომისიის ოფიციალური პირების თქმით, პროექტი უცხოური აგენტების შესახებ მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიის დაცვას, საქართველოსთვის ქართული დემოკრატიის დაცვას არ ემსახურებოდა?
გია აბაშიძე - დამთავრდა ის დრო, როცა კორუმპირებული ევროპარლამენტის ვიღაც ნაკომუნისტარი წევრი ვითომ ჭკუას გვარიგებდა- ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება
უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში
არქივი