მარიკა დათუკიშვილი მელიას: შენს სიტყვას ფასი რომ არ აქვს, არაერთხელ დაგიდასტურებია შენი უნიჭო საჯარო განცხადებებით თუ პირადი კომუნიკაციებით, როგორ იკადრე ის რაც იკადრე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
185 25 სექტემბერი 2022, 10:30
,,მაღალი წარმოდგენის არც არასოდეს ვყოფილვარ შენზე, ღირებულებების დეფიციტი რომ გაქვს, ეგეც ბევრი წელია ვიცი, შენს სიტყვას ფასი რომ არ აქვს, არაერთხელ დაგიდასტურებია,” - ასე მიმართავს ენმ-ს წევრი, პარლამენტის და თბილისის საკრებულოს ყოფილი მაჟორიტარი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას.

როგორც დათუკშვილი წერს, მელია დიდი ბიჭია და წესით, უნდა ესწავლა პოლიტიკაში ქცევის წესები, მაგრამ ვერც ვერაფერი ისწავლა და  ლიდერადაც ვერ ჩამოყალიბდა.

მისი აზრით, მელიამ დიდი ხანია ამოწურა თავი, მაგრამ ღირსეულ წასვლას ღირსება და გამბედაობა უნდა.

,,მაღალი წარმოდგენის არც არასოდეს ვყოფილვარ შენზე, ღირებულებების დეფიციტი რომ გაქვს, ეგეც ბევრი წელია ვიცი, შენს სიტყვას ფასი რომ არ აქვს, არაერთხელ დაგიდასტურებია შენი უნიჭო საჯარო განცხადებებით თუ პირადი კომუნიკაციებით, მაგრამ ასე როგორ დაეცი, როგორ იკადრე ის რაც იკადრე ტვ პირველის პირდაპირ ეთერში, ფეისბუქ მეგობრებიდან ამომშალე და ეს არაა სიცრუე, როგორც შენ აღნიშნე. როდესაც გკითხეს რატომ ქენი ესო, განმარტებაც გააკეთე-ძალიან მლანძღავს და იმიტომო.

 რაც შეეხება იმ აბდაუბდას, რომ განაწყენებული ვარ საკრებულოში მესამეჯერ არ მოხვედრის გამო, შენ ხომ ყველაზე კარგად იცი რომ იდიოტობა თქვი. გთხოვე სიაში ჩაწერა, მოციქულები მოგიგზავნე შუამავლად, სადმე სურვილი გამოვთქვი რომ საკრებულოს წევრობა კიდევ მინდოდა თუ რატომ თქვი ეს სამარცხვინო ტყუილი? 

 ერთმა კარგმა ადამიანმა, როდესაც მთხოვა საარჩევნო კამპანიაში დავხმარებოდი, შევპირდი დაგეხმარები მას შემდეგ, როგორც კი სიების ფორმირება დასრულდება და ცესკოში შევათქო, იმიტომ რომ გონებასუსტი ადამიანებისთვის ტანჯვები არ გამეჩინა ჩემი აქტიურობით, მაგრამ რად გინდა, გამოხვედი და დააბრეხვე სისულელე. ჩემი საკრებულოს წევრობაში თურმე წვლილი მიგიძღვის, ჯერ ერთი ვის რას ამადლი, დაუმსახურებლად მოვხვდი სადმე? და მეორე- შენ რა შუაში ხარ, როცა 2014 წლის საკრებულოს სიის ფორმირება ენმ თბილისის თავმჯდომარე გიგი უგულავას პასუხისმგებლობა იყო? რაც შეეხება 2017 წლის საკრებულოს სიას, აბა გაიხსენე როგორ სამარცხვინოდ მოიქეცი, რა სცენები დადგი, რა ტყუილები შეთხზე, კულუარულად როგორ  დამიპირისპირე ადამიანები, ამას ვერც გავიგებდი, გაფართოებულ პოლიტსაბჭოზე რომ არ გაეჟღერებინა შენგან შეცდომაში შეყვანილ პოლიტსაბჭოს ერთ- ერთ წევრს. 

დიდი ბიჭი ხარ უკვე და წესით უნდა გესწავლა პოლიტიკაში ქცევის წესები, მაგრამ ამდენ წელში ვერც ვერაფერი ისწავლე და  ლიდერადაც ვერ ჩამოყალიბდი, დიდი ხანია ამოწურე თავი, მაგრამ ღირსეულ წასვლას ღირსება და გამბედაობა უნდა, ვერ ვიტყოდი რომ რომელიმე შენი ძლიერი მხარეა,” - წერს დათუკიშვილი Facebook- ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი “ტვ პირველის” სიუჟეტზე ფონდ “ქართუს” განცხადებაზე- დეზინფორმაციის პარტიული ტელე მანქანა მუდმივად ცდილობს ფონდის დისკრედიტაციას, რაც მათი ბოსების პარტიული დავალების უბადრუკი აღსრულება გახლავთ
დიმიტრი ხუნდაძე: გახარიას უგუნურობის არაფერი ეტყობოდა არც მაშინ და არც დღეს ეტყობა. მაგრამ ის, რომ დამოკიდებული იყო, თავისი ქმედებით დაადასტურა
თამთა მეგრელიშვილი ნოდარ მელაძის გადაცემაზე: რაც სოროსის ფონდიდან ჯერ მიშას ჩინოვნიკებს და მერე ნახევარ მსოფლიოში მოხელეებს დამატებით ფულები აქვთ მიღებული, მელაძის ლოგიკით სოროსი მსოფლიო პოლიტიკური კორუფციის მამა გამოდის
ნინო ფოჩხუა ნოდარ მელაძეზე: გინდ გაართულოს ფრაზები, დაადოს მძაფრი მუსიკა და დრამატულად წაიკითხოს კამერების წინ უნიჭო მელაძემ სიცრუით გაჯერებული ტექსტი, ხალხს უკვე მისი არ სჯერა
ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიციურო არხებო მერამდენე სიუჟეტს უძღვნით უნამუსო მოქალაქეების გამოყენებით ჩვენი პოლიციელების დისკრედიტაციას? ყველაფერი გადამოწმებადია და საბოლოოდ თქვენ ზარალდებით და კარგავთ მაყურებელს ამ სიცრუის ტირაჟირების გამო
არქივი