დავით ქართველიშვილი საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრზე - არ გამიკვირდება, ეს კაცი მალე ჩამოაშორონ თანამდებობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
196 11 ოქტომბერი 2022, 10:25

იმედია ძალიან მალე გააცნობიერებს ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი ევროპაში, რომ ამ ომმა, უკრაინის უბედურების გარდა - ევროპის დანგრევა, სრული ჩამოშლა და მასზე ამერიკის სრული დომინირება გამოიწვია - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლე მერის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმით, უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინირებით და ევროკავშირის დასუსტებით.

მისივე თქმით, თუ პროცესების მმართველების ხასიათს გავითვალისწინებთ, არ გაუკვირდება, ბრუნო ლე მერი მალე ჩამოაშორონ თანამდებობას.

„იმედია ძალიან მალე გააცნობიერებს ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი ევროპაში, რომ ამ ომმა, უკრაინის უბედურების გარდა - ევროპის დანგრევა, სრული ჩამოშლა და მასზე ამერიკის სრული დომინირება გამოიწვია. თუმცა, თუ პროცესების მმართველების ხასიათს გავითვალისწინებთ, არ გამიკვირდება, ეს კაცი მალე ჩამოაშორონ თანამდებობას..." - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
არქივი