ნანა კაკაბაძე: ის, ვინც ჩვენთვის სისხლიანი რეჟიმის ჯალათი იყო - ზურა ადეიშვილი - ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მაღალი დონის ექსპერტი ყოფილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
240 19 ოქტომბერი 2022, 10:45

დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებების დაცვა იყო, რაც ევროპაში ჩვენს მისწრაფებას განაპირობებდა და თუ ევროპელი პოლიტიკოსები ამ ღირებულებების განმასახიერებლადაც სააკაშვილის და მისი დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებს მიიჩნევენ, გვინდა ასეთ ევროკავშირში? - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ის ვინც ჩვენთვის სისხლიანი რეჟიმის ჯალათი იყო - ზურა ადეიშვილი - ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მაღალი დონის ექსპერტი ყოფილა, კეზერაშვილი, დათა ახალაია, სოსო თოფურიძე და სხვა მსჯავრდებულები - პოლიტიკური დევნილები და ამიტომ მათი ექსტრადირება საქართველოში ჩვენი ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე დაუშვებელია და ა.შ.

ნანა კაკაბაძე სვამს კითხვას, ხომ არ დადგა დრო, ვიკითხოთ - გვიღირს ისეთი გაერთიანებისაკენ თავქუდმოგლეჯილი სწრაფვა, რომელიც მხოლოდ მოთხოვნებს გვიყენებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე.

„საით მიექანები საქართველო?! ევროკავშირი თანდათან აჩენს თავის ნამდვილ სახეს და რეალურ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ. ისინი ჩვენ გვეუბნებიან, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ისევე, როგორც პოლიტიკური პატიმრები იყვნენ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. ნიკა მელიას პოლიტიკური პატიმრობა განსაკუთრებულად ეძვირფასა, ევროკავშირს, თვითონ გადაუხადა გირაოს თანხა, თან ემუდარებოდა, შენი ჭირიმე, თანხმობა განაცხადე ციხიდან გამოსვლაზეო.

ის ვინც ჩვენთვის სისხლიანი რეჟიმის ჯალათი იყო,(ზურა ადეიშვილი) ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მაღალი დონის ექსპერტი ყოფილა, მას როგორც უფლებადამცველს პრაქტიკულ საქმიანობაში დიდი გამოცდილება ქონია, (სასამართლოს სრული დაქვემდებარება პროკურატურისთვის, საპროცესო შეთანხმებებით ხალხის გაკულაკების ხარჯზე, ბიუჯეტის შემავსებელი, ციხეებში სისტემური წამების დამკვეთი და „გამპრავებელი“) ამას გარდა, კეზერაშვილი,(ჯარის ძარცვით გამილიონერებული) დათა ახალაია,(ჯალათი) სოსო თოფურიძე (ბინძური დაკვეთების უპირობო შემსრულებელი) და სხვა მსჯავრდებულები პოლიტიკური დევნილები ყოფილან და ამიტომ მათი ექსტრადირება საქართველოში ჩვენი ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე დაუშვებელია და ა. შ. და ა.შ.

მოკლედ, პირდაპირ გვეუბნებიან,- თქვენი არჩევანი არ გვაინტერესებს. დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა მაშინაა აქტუალური, როცა ჩვენ გვინდა.

თქვენს ანტიდემოკრატ, უფლებების ტოტალურად შემლახველ პოლიტიკოსებს, მივიჩნევთ ჩვენი ინტერესების საუკეთესო გამტარებლებად, ამიტომაც დემოკრატიის შუქურასაც ვუწოდებთ, პოლიტიკურ პატიმრებსაც, პოლიტიკურ დევნილებსაც და ევროსაბჭოში გასაგზავნ უფლებადაცვით ექსპერტებსაც.

ყველანი ვხედავთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები აშკარა სიმპათიას ამჟღავნებენ ავტორიტარული რეჟიმის ყავლგასული პოლიტიკოსების მიმართ, რომელიც ქართველმა ხალხმა მრავალი წლის თავგანწირული ბრძოლის შედეგად ძლივს მოიცილა.

ქართველი ხალხის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას თავისიანად არ მიიჩნევენ და იმის გამო სჯიან, რომ მათ ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ აყენებენ.

და ამის შემდეგ ვიღაცებს უკვირთ, რატომ ხდება საქართველოში ევროპული ღირებულებების დისკრედიტაცია, ანტიევროპული და პრორუსული განწყობების გაძლიერება.

ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების იმ გონიერმა ნაწილმა, რომელსაც არა მხოლოდ ემოციურად და საჩვენებლად უნდა საქართველოს პროევროპულ გზაზე დაყენება, არამედ ჯანსაღად ფიქრობენ და ცდილობენ შექმნან ამისთვის ხელსაყრელი პირობები.

ზემოხსენებულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში გულგატეხილობა, ფრუსტრაცია და უიმედობა ევროპული გზის მიმდევრებისათვის სულ უფრო შეუქცევადი გახდება. პარალელურად კიდევ უფრო გაძლიერდება პრორუსული განწყობები.

ჩვენ გვესმის, რომ თვითონ ევროპელები არ არიან დამოუკიდებლები თავის გადაწყვეტილებებში, ისინი იძულებულნი არიან შეასრულონ აშშ-ს მოთხოვნები. თუმცა ეს ვერაფერი შეღავათია პროევროპულად განწყობილი ქართველებისთვის.

ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ბალანსის დაცვას როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.

ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების შესასრულებლად ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებსაც იღებს, რომლებსაც სამართლებრივ ან პოლიტიკურ ნონსენსამდე მივყავართ.

მაგალითად, კოჰაბიტაცია, გენერალური პროკურორის ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის, თავმჯდომარის არჩევის წესი, სახალხო დამცველის პოსტის დათმობა ოპოზიციისთვის, შარლ მიშელის ანტიკონსტიტუციური შეთანხმება, პრეზიდენტის იძულება კრიმინალების შეწყალებაზე, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, გეიაღლუმების ჩატარების სავალდებულოობის მოთხოვნა, 12 არაადეკვატური რეკომენდაციის შესრულება, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ ყველა ანტირუსულ სანქციაზე მიერთების მოთხოვნები და ა. შ. მოთხოვნები, მოთხოვნები, მოთხოვნები...

ამ ყველაფრის ფონზე, ხომ არ დადგა დრო, ვიკითხოთ - გვიღირს ისეთი გაერთიანებისაკენ თავქუდმოგლეჯილი სწრაფვა, რომელიც მხოლოდ მოთხოვნებს გვიყენებს? თავიანთი ინტერესების და ცხოვრების წესის დანერგვას ჩვენი ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე მოითხოვს.

ნებაყოფლობით ხომ არ მივექანებით ისეთ გაერთიანებაში, რომელიც სერიოზულად შეზღუდავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს?

დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებების დაცვა იყო, რაც ევროპაში ჩვენს მისწრაფებას განაპირობებდა და თუ ევროპელი პოლიტიკოსები ამ ღირებულებების განმასახიერებლადაც სააკაშვილის და მისი დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებს მიიჩნევენ, გვინდა ასეთ ევროკავშირში?“ - წერს ნანა კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით - ხელისუფლის პრინციპულობით, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცებით და სამშობლოს სიყვარულით, ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება
არქივი