ლევან ნიკოლეიშვილი: თუკი უკრაინის კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ კარგია, რასაც ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრძანებს, მაშინ რას ერჩიან უკრაინულ კანონის ანალოგ ქართულ კანონს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 03 ნოემბერი 2022, 12:42
სერიოზულ ჩიხში არიან, არიქა დეოლიგარქიზაციაო და შესაბამისი კანონიო, და აგერ ბატონო, ბიძინაო და კანონმა არაო, კეზერა და ჭუტა კიო, ზუსტად ეგენიო- აი იმ კანონმა უკრაინაში, რომ არის მხოლოდ და რომელიც ასე სამაგალითოდ მიაჩნია თვით ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს!- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას. 

ექსპერტის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული სხვა მავნებლების, ქართველ და უცხოელ პოლიტიკანებს და „კრიტიკული“ ტელევიზიების თავზარდამცემი აღმოჩენა გახლდათ ის, რომ ეს კანონი არანაირად არ ეხება მათ მთავარ აკვიატებულ სამიზნეს ბიძინა ივანიშვილს!


„თუკი უკრაინის კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ კარგია, უფრო მეტიც შესანიშნავია, რასაც აგერ ევროკომისიის პრეზიდენტი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრძანებს, მაშინ რას ვერჩით, უფრო სწორედ კი რას ერჩიან უკრაინულ კანონის ანალოგ ქართულ კანონს? განვმარტოთ: „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული სხვა მავნებლების, ქართველ და უცხოელ პოლიტიკანებს და „კრიტიკული“ ტელევიზიების თავზარდამცემი აღმოჩენა გახლდათ, ის რომ ეს კანონი არანაირად არ ეხება მათ მთავარ აკვიატებულ სამიზნეს ბიძინა ივანიშვილს! „უი, ეს რა უბედურებაა?!“- შემოირტყეს თავში ხელი, უფრო მეტად, კი  როცა აღმოაჩინეს, რომ ეს კანონი შეეხება სწორედ მათ დამფინანსებლებს ჭუტა წერეთელს, დავით კეზერაშვილს და სხვებს, თავში ხელის ცემით ვეღარ კმაყოფილდებიან. ახლა სერიოზულ ჩიხში არიან, არიქა დეოლიგარქიზაციაო და შესაბამისი კანონიო, და აგერ ბატონო, ბიძინაო და კანონმა არაო, კეზერა და ჭუტა კიო, ზუსტად ეგენიო- აი იმ კანონმა უკრაინაში, რომ არის მხოლოდ და რომელიც ასე სამაგალითოდ მიაჩნია თვით ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
არქივი