სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ზურაბ ქადაგიძე - ძალიან პოზიტიური და რაციონალური შეფასებები გაკეთდა ოფიციალური ევროპისაგან, რაც პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, პარლამენტისა და სრულიად საზოგადოების, სწორი სახელმწიფოებრივი მოქმედებების ბრალია!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
254 15 ნოემბერი 2022, 16:32
პრემიერისა და ევროკომისრის ერთობლივი ბრიფინგი, არის კლასიკური მაგალითი, თუ რა მასშტაბის განსხვავებაა ნამდვილ ევროპასა და ფსევდო-დასავლეთს შორის - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ძალიან პოზიტიური და რაციონალური შეფასებები გაკეთდა ოფიციალური ევროპისაგან, რაც პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, პარლამენტისა და სრულიად საზოგადოების, სწორი სახელმწიფოებრივი მოქმედებების ბრალია! „პრემიერისა და ევროკომისრის ერთობლივი ბრიფინგი, არის კლასიკური მაგალითი, თუ რა მასშტაბის განსხვავებაა ნამდვილ ევროპასა და ფსევდო-დასავლეთს შორის; კუბილიუსების, ფოტიგების, რასებისა და ლობისტების გზავნილები: მოროდიორებისა და დამნაშავეების პოლიტ-პატიმრებად შემოსაღება! საქართველოს რეფორმებისა და შესრულებული ვალდებულებების არაღიარება! საქართველოს გლობალური როლის, გადაგვარებული ნაც-მოძრაობის ინტერესებამდე დაყვანა! ფინანსური წინსვლისა და ეკონომიკური პოტენციალის წარუმატებლობად გამოცხადება! ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ობიექტური გზავნილები: სასამართლოსა და მართლმსაჯულების რეფორმირების პოზიტიური შეფასება! საქართველოს შესრულებული ვალდებულებებისა და დემოკრატიზაციის პოზიტიური პროცესის ხმამაღალი აღიარება! საქართველოში ეკონომიკური ბუმის ხაზგასმა! საქართველოს როლი, როგორც ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის აუცილებლობაში, ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაში და ძლიერი ღირსეული სტრატეგიული პარტნიორის ფუნქციაში. ცა და დედამიწასავით განსხვავდება ობიექტური რეალობა და ფსევდო-ევროპელობა ,რომელსაც რა რეზოლუციებიც არ უნდა უძღვნან ლობისტებმა მაინც ვერაფერს შეცვლიან. მოკლედ, ძალიან პოზიტიური და რაციონალური შეფასებები გაკეთდა ოფიციალური ევროპისაგან, რაც პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, პარლამენტისა და სრულიად საზოგადოების, სწორი სახელმწიფოებრივი მოქმედებების ბრალია!“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: საქართველომ უარი თქვა ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევაზე. ამიტომაც შეუჩერეს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და გადაისროლეს ეს თანხა იმ NGO ანგარიშებზე, ვინც მეორე ფრონტის გახსნაზე ოცნებობს
გიორგი გამსახურდია: როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ?
თამთა მეგრელიშვილი: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა
ლევან ნიკოლეიშვილი: ჯარის დაფინანსება გააჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა, ორმხრივი წვრთნებიც შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო - ეს არის მარტივი ჭეშმარიტება
დავით ჩიხელიძე: სანამ არსებობს ინტერესი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ზეწოლის და შანტაჟის მიზეზი არ დაილევა!
არქივი