სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ვწუხვარ, თუკი ვინმემ ისე გაიგო ჩემი გამონათქვამი, რა კონტექსტით და მიზნითაც ნაცმედიამ გაავრცელა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
258 17 ნოემბერი 2022, 21:03

როგორც წესი ასეთი შავი, არაოფიციალური მასალის გამოყენებას ჟურნალისტები არ კადრულობენ ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს, ჟურნალისტური მორალი მეასეხარისხოვანი ხდება, როდესაც სკანდალის ინტერესი დიდია, - ასე ეხმიანება პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა დღეს გავრცელებულ ჩანაწერს.

„დღევანდელ ფაქტს მინდა გამოვეხმაურო:

1. დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ჩანს თითქოს შევურაცხყოფ აშშ-ს სენატორს.
რეალურად სენატორის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი ნამდვილად არ მქონია და აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ.
მანამდე დაწყებული ხუმრობის გაგრძელებასთან რომ გვქონდა საქმე, ეს იქ მყოფმა ჟურნალისტებმაც კარგად იციან.

2. ნებისმიერ შემთხვევაში ვწუხვარ, თუკი ვინმემ ისე გაიგო ჩემი გამონათქვამი, რა კონტექსტით და მიზნითაც ნაცმედიამ გაავრცელა.

P. S. როგორც წესი ასეთი შავი, არაოფიციალური მასალის გამოყენებას ჟურნალისტები არ კადრულობენ-ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს, ჟურნალისტური მორალი მეასეხარისხოვანი ხდება, როდესაც სკანდალის ინტერესი დიდია“, - წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა
ლევან ნიკოლეიშვილი: ჯარის დაფინანსება გააჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა, ორმხრივი წვრთნებიც შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო - ეს არის მარტივი ჭეშმარიტება
დავით ჩიხელიძე: სანამ არსებობს ინტერესი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ზეწოლის და შანტაჟის მიზეზი არ დაილევა!
დავით ჩიხელიძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა
გია აბაშიძე-ვითომ რუსული კანონის გამპროტესტებელი ადამ კინზინგერი "ქართულ ოცნებას" ვითომ აკრიტიკებს. ექს-კონგრესმენს, ქართველი ლიბძებილების დროებით კუმირს კინზინგერს გაქცეული ნაცჩინოვნიკები არ უხდიან
არქივი